|
ივნისის თვეში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
-
ქსენოფობიური გზავნილები ძირითადად წინა პერიოდის იდენტური იყო და უცხოელებზე მიწის გასხვისებას, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას, თურქეთს, როგორც ისტორიულ მტერს შეეხებოდა. ამასთანავე, ცნობილი გზავნილი - “თუ რუსეთია ოკუპანტი, თურქეთიც ოკუპანტია” - სხვა მეზობელ ქვეყნებსაც, კერძოდ სომხეთს და აზერბაინსაც მოიცავდა.
-
ამასთანავე, გამოიკვეთა ერთი შედარებით ახალი გზავნილი, რომელიც ბოლო დროს უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან მიმართებით ისმის და ამტკიცებს, რომ რუსეთის მარცხი უკრაინაში საქართველოსაც დაასრულებს, რადგან ქვეყანა ირანის და თურქეთის პირისპირ აღმოჩნდება.
-
თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ წინააღმდეგობად ისლამი სახელებოდა.
-
ჰომოფობიური შინაარსის იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადება, რომელშიც ის სუროგაციის პოლიტიკის ცვლილებაზე საუბრისას, ლგბტქი+ წყვილების მიერ აღნიშნული სერვისის სარგებლობის შეზღუდვის საჭიროებას უსვამდა ხაზს. ჰომოფობიური გზავნილების ნაწილი, არასრულწლოვნებში ლბგტქი+ პროპაგანდაში, ერთის მხრივ პრაიდის ორგანიზატორებს, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოში მაკდონალდსის ფრენჩაიზის მფლობელი, თემურ ჭყონიას ადანაშაულებდა.
-
ანტიდასავლურ გზავნილებში ჰომოფობიურ კონტექსტში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირკალი კობახიძემ, დასავლეთის ქვეყნებში ლგბტქი+ თემის წარმომადგენლების რაოდენობის ზრდის მიზეზად პროპაგანდა დაასახელა, ანტიდასავლური შინაარსის იყო მტკიცება, თითქოს ევროკავშირის წევრობის მოთხოვნებში ერთი და იგივე სქესის პირების ქორწინების უფლების დაკანონება ერთ-ერთი პირობაა.
-
სექსისტური სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების ერთი ნაწილი, საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ, მის მიერ “მთავარი არხის” ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას უკავშიდებოდა, მეორეს ნაწილი კი, სხვა ტელე ჟურნალისტების წინააღმდეგ იყო მიმართული.
|
|
|
|
ივნისის თვეში ქსენოფობიური გზავნილები ძირითადად წინა პერიოდის იდენტური იყო და უცხოელებზე მიწის გასხვისებას, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას, თურქეთს, როგორც ისტორიულ მტერს შეეხებოდა. ამასთანავე, ცნობილი გზავნილი - “თუ რუსეთია ოკუპანტი, თურქეთიც ოკუპანტია” - სხვა მეზობელ ქვეყნებსაც, კერძოდ სომხეთს და აზერბაინსაც მოიცავდა. ამასთანავე, გამოიკვეთა ერთი შედარებით ახალი გზავნილი, რომელიც ბოლო დროს უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან მიმართებით ისმის და ამტკიცებს, რომ რუსეთის მარცხი უკრაინაში საქართველოსაც დაასრულებს, რადგან ქვეყანა ირანის და თურქეთის პირისპირ აღმოჩნდება.
|
|
|
რუსეთის დამარცხება უკრაინაში საქართველოს ირანის და თურქეთის საფრთხის წინაშე აყენებს
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ს წამყვანი: “ჯერ ერთი, მაგის არანაირი პერსპექტივა არაა, მაგრამ ვთქვათ რუსეთი დაეცა და განადგურდა, ვთქვათ მოხდა ეგეთი, თურქეთი დაგიბრუნებს შენ აფხაზეთს? თურქეთი დაგიბრუნებს რამეს? და საერთოდ, თურქეთი დაგტოვებს ისე, რო არ გადაგყლაპოს? მერე ხო ასპარეზი ეძლევა ირანს, თურქეთს, ვინ გაგაჭაჭანებს საერთოდ? რუსეთის დასრულების შემდეგ დასრულდება საქართველოც.”
|
|
|
მიგრანტები ევროპულ იდენტობას საფრთხეს უქმნიან
|
|
|
|
მამა სპირიდონ ცქიფურიშვილი, დეკანოზი: “ერთი დიდი სახელმწიფოა სამხრეთით თურქეთი, ისტორიული მტერი ჩვენი, რომელსაც მითვისებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, რამდენჯერმე აქვს გენოციდი მოწყობილი ქართველებისთვის, ჩრდილოეთში არის მეორე დიდი სახელმწიფო ზესახელმწიფო, ეს ორი სახელმწიფო რო ერთმანეთთან დალაგდება და ეს ორივე სახელმწიფო ამერიკას ეწინააღმდეგება, და ევროკავშირს უპირისპირდება …”
|
|
|
|
მამუკა კარტოზია, პატრიოტთა ალიანსი: “საერთო დამოკიდებულება იგივე თურქეთის მიმართ, ძაან ექსპანსიონისტური პოლიტიკა აქ… ძაან ბევრი იყო აჟიტირებული, აი, ერდოღანი გაიმარჯვებს და გულშემატკივრობდნენ ქართველები, ერღოღანი არის ტიპიური თურქული ექსპანსიის წარმომადგენელი… დამოკიდებულება თურქეთი ყოველთვის გვიყურებს როგორც ვასალს და ასე იქნება სულ… ჩვენი ისტორიული ისიც პერიპეტიები უნდა გავიხსენოთ, დამოკიდებულებაა მთავარი, ის, რომ შენ აღგიქვამს თავის პროვინციად და თავის გავლენის სფეროდ, ეს არ ახალია.”
|
|
|
თუ რუსეთი ოკუპანტია, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანიც ოკუპანტები არიან
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ს წამყვანი: „ქართულ-რუსული ურთიერთობების განმტკიცება კი ჩვენი ქვეყნის განვითარების, გაძლიერების საწინდარია... არ უნდა წამოვეგოთ იმ პროვოკაციებს, როდესაც, აი, იმ ნარატივს აღვივებს დასავლეთის აგენტურა, რომ, აი, არ უნდა დავილაპარაკოთ რუსეთთან, ფრენებიც არ უნდა იყოს, არანაირი კონტაქტი არ უნდა გვქონდეს. და მაინტერესებს ერთი, მაშინ რატომ გაქვთ კონტაქტი, რატომ გაქვთ ფრენები თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, იმათ მიტაცებული არ აქვთ ჩვენი ტერიტორიები? თუ არ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები? თუ მტერს თვლით რუსეთს, მტერს უნდა დაელაპარაკო პირველ რიგში, ხო? “
ჯაბა ჟვანია, ალტ. ინფოს წამყვანი: “საერთოდ ოკუპაცია ამათთვის [ნაციონალური. მოძრაობისთვის] არის მარტო რუსული ოკუპაცია თორე, დავით გარეჯი აბა კითხე ამას, რამდენად არი ჩვენი თუ აზერბაიჯანისაა თუ როგორი არი?”
|
|
|
|
სხვა ქსენოფობიური გზავნილები
|
|
|
|
ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისება მიუღებელია
|
|
|
|
ვაჟა ოთარაშავილი, პატრიოტთა ალიანსი: „...ხდება მიწის კატეგორიის შეცვლა უსაფუძვლოდ, ეკონომიკის სამინისტროს მიერ… გააქვთ უკვე ბაზარზე და ჩალის ფასად ურიგებენ არაბებს, ირანელებს, ჩინელებს, ინდოელებს, თურქებს, რუსებს და ასე შემდეგ. აი, ეს პროცესი არის, აი, შეუქცევადი. რეალურად უნდა ვთქვათ, რომ საქართველო არის კატასტროფის წინაშე… თუ საქართველოს სახელმწიფოს თავისი მიწა არ ექნება ერს, მაშინ სახელმწიფო ვერ შედგება ვერანაირად“.
|
|
|
|
უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინადრობის უფლების გაცემის პროცედურები უნდა გართულდეს
|
|
|
|
სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსი: „რატომ არ უბრუნებთ ჩვენს მოქალაქეობას აქედან წასულ ადამიანებს, როდესაც, აი, ეხლა გამახსენდა, სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის ბოლო დღეს, 40 00 თურქს… მიანიჭა მოქალაქეობა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე… მან საქართველოში, კერძოდ აჭარაში დემოგრაფიული ვითარება სასტიკად შეცვალა. გამოსავალი რა არის? კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს ცხოვრების უფლების მიღება, როგორ ჰქვია ამას... ბინადრობის უფლება... და რა თქმა უნდა, უნდა გაიოლდეს საქართველოდან წასული ქართველებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მიღების უფლება“. https://www.myvideo.ge/v/4187365
|
|
|
|
ალტ - ინფო/კონსერვატიული მოძრაობა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ წინააღმდეგობად ისლამს ასახელებდა.
|
|
|
|
ევროკავშირში თურქეთის არმიღების მიზეზია ისლამია
|
|
|
|
გიორგი ქარდავა, ალტ ინფო - კონსერვატიული მოძრაობა: ,,რატომ არ იღებენ თურქეთს ევროკავშირში? იმიტომ, რომ არავის არ უნდა ევროკავშირში 80 მილიონიანი ისლამური ქვეყანა! იცის, რომ შიგნით უზარმაზარი გავლენები ექნება. თავის ქვეყნებშიც ძაან ბევრი მიგრანტები ჰყავთ მერე ამ ევროპელებს და თურქეთიც რომ დაემატებოდა, ვერაფერს ვერ იზამდნენ“.
|
|
|
|
ლელა კაკულია, წინასწარმეტყველი: "სომხებისთვის ხომ ლამის მთელ მსოფლიოში ყველაფერი მაგათია. მაგრამ ფრთხილად იყვნენ, ერევანიც არ დაკარგონ! სომხეთი ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ანუ მუსლიმურ რკალშია მომწყვდეული და ერთადერთი საშველი მისთვის საქართველოა, ქრისტიანული საქართველო!" 2014 წელი
|
|
|
|
ჰომოფობიური გზავნილების ერთი ნაწილი საქართველოში სუროგაციის პოლიტიკის ცვლილების საჭიროების შესახებ, საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას უკავშირდებოდა, რომელიც ლგბტქი+ წვილების მიერ, საქართველოში სუროგაციის სერვისის აკრძალვის აუცილებლობას უსვამდა ხაზს. გზავნილების ნაწილი, ივლისში დაგეგმილ პრაიდის კვირეულს ბავშვებისათვის საფრთხედ წარმოაჩენდა და ორგანიზატორებს ლგბტქი+ თემის პოპულარიზებაში სდებდა ბრალს. ბავშვებში ჰომოსექსუალობის პროპაგანდაში, მაკდონალდსის საბავშვო მენიუში, ბრიტანელი მომღერალის ელტონ ჯონის ისტორიის არსებობის გამო, საქართველოში მაკდონალდსის ფრენჩაიზის მფლობელი, თემურ ჭყონიაც დაადანაშაულეს. ჰომოფობიური შინაარსის იყო განცხადებები, რომელთა ავტორებიც, ანტიდიკსრიმინაციული კანონის და "ლბგტ პროპაგანდის" აკრძალვას ითხოვდნენ.
|
|
|
|
უცხო ქვეყნის, ლგბტქი+ თემის წევრების მიერ, საქართველოში სუროგაციის მომსახურეობით სარგებლობა დაუშვებელია
|
|
|
|
ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი: "იცით, რომ უცხოეთიდან უცხოეთის მოქალაქეებს მოკლედ ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ეს ბოლო წლებია საერთოდ არავითი რეგულაცია არ არსებობს ამ [სუროგაციის] საკითხთან დაკავშირებით...ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილი არის, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული. ანუ, უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს.....ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს, შემდეგ არავინ არ იცის აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, საერთოდ რომელ წყვილს გაჰყავს, არსებობს ინფორმაცია, რო შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს. სხვა სირთულეებსაც გადააწყდა ჩვენი უწყება....“
|
|
|
|
,,მაკდონალდსი" საქართველოში ბავშვებში ლგბტ პროპაგანდას ეწევა
|
|
|
|
ირაკლიო კობახიძე, ქართული ოცნება: "რა თქმა უნდა, ეს გამაოგნებელი და აღმაშფოთებელია - არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ბავშვებისკენ იყოს მიმართული ეს პროპაგანდა, კატასტროფაა ეს ყველაფერი და იმედია, ამ შემთხვევაშიც გადახედავენ საკუთარი მასალების შინაარსს კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლები. ბავშვებთან ლგბტ პროპაგანდის ჩატარება გამაოგნებელი და კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის საქართველოში".
http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=4&id_artc=183106
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება: ‘’ცნობილი გახდა, რომ ,,მაკდონალდსის” ქსელში ჰომოსექსუალური შინაარსის საბავშვო სასაჩუქრე წიგნები ვრცელდება… აღნიშნულმა ფაქტმა მოსახლეობის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედება არის ყალბი ღირებულებების პროპაგანდა, განსაკუთრებით საქართველოში, ისეთ ქვეყანაში, რომელიც თითქმის ორიათასწლოვანი ქრისტიანული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობით ცხოვრობს. რაც მთავარი და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, მოზარდებთან მიმართებით ეს არის ვერაგული და შეფარული საქციელი ,,მაკდონალდსის“ პასუხისმგებელი პირების მხრიდან. საუბარი ჯანსაღ საკვებზე კი, რომელსაც შეფარვით სულიერი საწამლავი ერევა, არის კარგად გათვლილი მზაკვრობა.”
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ.-ს წამყვანი: „ჩვენ ვხედავთ, რომ დღითიდღე მძიმდება მდგომარეობა იმ მიმართულებით, რომ ანუ, ჩვენი შვილების მომავალი არი ძალიან საფრთხის ქვეშ. აი, „მაკდონალდში“ შეაღწია უკვე ამან. ბავშვებს უყვართ ეს „მაგდონალდსი“, სამწუხაროდ. და აი, ეხლა მივა იქ ბავშვი და ელტონ ჯონის რაღაცა წიგნი არი ქართულ ენაზე და იქ არი მის გარყვნილ ცხოვრებაზე ისტორია. ანუ, ესე იგი ყველგან ცდილობენ, რომ აი, ეს ეხლა ვითომ ვიღაცა იტყვის, რომ რა მოხდა მერე მაგითიო, როგორ რა მოხდა? 6 წლის ბავშვი რომ წაიკითხავს, რომ რაღაცა ეს გარყვნილი ცხოვრებით ცხოვრობს, ეს ხომ მის რაღაც მეხსიერებაში ჩაილექება ძალიან ისე ცუდად და ყველგან არი უკვე, ტელევიზიებში, მედია საშუალებებში, არის ისეთ დაწესებულებებში.“.
დაჩი ცაგურია, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“: “მინდა, მივმართო თემურ ჭყონიას [მაკდონალდსის“ და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი], თემურ, ჩვენ არ გვაინტერესებს შენი პირადი ცხოვრება, შენ შეგიძლია, გათხოვდე ხვალ, ცოლად მოიყვანო სააკაშვილი ან დანარჩენები, არ გვაინტერესებს, თქვენი პირადი ცხოვრებაა, ჩვენს შვილებს დაანებეთ თავი. ჩვენს მომავალს დაანებეთ თავი. ეგ სისაძაგლე მოაშორე მაგ ქსელიდან, თორემ სადაც მიხვალ, დაგასხამთ თავზე მაგ შენს „კოკა-კოლას“.
|
|
|
|
პრაიდის კვირეულის ორგანიზატორები ბავშვებში ლგბტ პროპაგანდას ეწევიან
|
|
|
|
ალექსანდრე ფალავანდიშვილი, ალტ. ინფოს წამყვანი: „მიზნობრივი ჯგუფი არის ამათთვის ბავშვები. მთელი, ახლა ეს პრაიდის ესთეტიკა, რომ წარმოვიდგინოთ ჩვენ, არის გაკეთებული იმ ფერებში, რითიც უნდა მიიზიდოს ბავშვი… რასაც ვერ ბედავდნენ საქართველოში ამდენი ხანი, უკვე საქართველოშიც ღიად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ბავშვებისთვის არის ჩვენი კარი ღია და ბავშვებზე აქვთ აქცენტი.
ეს არის დასავლური ლიბერალური, ლგბტ მოძრაობა, რომელიც იგივეს დაკოპირებას, იგივეს პრაქტიკაში მოყვანას იწყებს უკვე საქართველოში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ძირშივე ამოვკვეთოთ, რომ ამათ არ მივცეთ უფლება ჩვენი შვილების და მომავალი თაობის ზოგადად გარყვნის და გათახსირების.“
ზვიად ავალიანი, პოსტვ-ს წამყვანი: “ჩვენ გავხდით მოწმე ახალი შემოტევისა ლიბერალური ფაშიზმის მხრიდან. ე.წ. LGBTQ+ კვირეულის თუ თვის ფარგლებში სამიზნე გახდა ჩვენი ბავშვები, ბავშვები და ახალგაზრდები ისედაც მათი მხრიდან მთავარი სამიზნეა, ამჯერად პირდაპირ და ღიად გადავიდნენ ბავშვებში პროპაგანდის გავრცელებაზე. … ეს ყველაფერი ძალიან ცდება უკვე უფლებების დაცვის თემას და გადადის პირდაპირ პროპაგანდაში, თავს მოხვევაში გარკვეული წესისა და ნორმატივებისთვის, რაც ქართული და ამერიკული საზოგადოებისთვისაც კი მიუღებელია… როგორ უნდა განვასხვაოთ ადამიანის უფლებები და პროპაგანდა?”
|
|
|
|
ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა გაუქმდეს
|
|
|
|
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ყველაფერი ეს არის ხელისუფლების ბრალი! ხელისუფლებამ ანტიდისკრიმინაციული კანონით ხელ-ფეხი გაუხსნა ამ ლგბტ პროპაგანდას. მარიხუანას ლეგალიზებით ხელ-ფეხი გაუხსნა იმას, რომ ჩვენი მომავალი თაობა მაპატიეთ ამ ჟარგონული გამოთქმისთვის, დადის დაბოლილი, ღამის კლუბებში ნახეთ რა ხდება, დედაენის ბაღში ნახეთ საღამოს რა ხდება და ა.შ. ვინ ვისთან არი და რომელი სქესია და რა ხდება კაცმა არ იცის უკვე… “
შოთა გლურჯიძე, მხატვარი: „საქართველოში შენ, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონს მიაღებინებ იმ ფორმით, რა ფორმითაც აქ მიიღეს... და აქ ლგბტ პოლიტიკას გაატარებ - ლგბტობიზმის პოლიტიკას და მილიონ სხვა რამეს, ისეთ საშინლებას, რომელიც მიუღებელია ჩვენი კულტურისთვის, ადათისთვის და წესისთვის.“
|
|
|
|
ლგბტ პროპაგანდა კანონით უნდა აიკრძალოს
|
|
|
|
ვასილ კაპანაძე, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი: “რაც შეიძლება მეტნი ვიყოთ ესეთი ადამიანები, რომლებიც უფრო აქტიურად მოვთხოვთ ხელისუფლებას, რო ბოლოსდაბოლოს იქნას მიღებული კანონი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ და დამთავრდება ეს დავიდარება”.
დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: “საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს კანონი, რომლის თანახმადაც საქართველოში აიკრძალება კანონის დონეზე ლგბტ პროპაგანდა, პრაიდები, ა.შ. შეხედეთ, დაუკვირდით ესენი როგორი გახრწნილი და გათახსირებული ხალხია, ამ ლგბტ მიმართულების არსებებზე ვსაუბრობ, თუ რამე წმინდა იყო, ამაღლებული იყო, მიუწვდომელი და ღვთიური იყო, ყველაფერი წაბილწეს და შებღალეს. მთელი მსოფლიოს კაცობრიობა, უდიდესი მწერლები, უდიდესი პოეტები, ქართველი პოეტები მათ შორის, უმღეროდნენ ცისა ფერს - ცისფერი წაბილწეს, მიიტაცეს. ცისარტყელა საერთოდ მიჩნეული იყო უხსოვარი დროიდან ამაღლებულად და წმინდა სიმბოლოდ - ცისარტყელას ფერები მიიტაცეს. ლომი მიჩნეულია უხსოვარი დროიდან ცხოველთა მეფედ და ლომების ოჯახს ქვია პრაიდი - პრაიდი აიღეს და მიიტაცეს ამ კონჩიტებმა.”
|
|
|
|
ივნისის თვეში, ანტიდასავლური გზავნილები ევროკავშირის კანიდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული და ამკვიდრებდა აზრს, რომ კანიდატის სტატუსისა და წევრობის სანაცვლოდ, ევროკავშირი საქართველოში ლგბტ თემის უფლებების გაძლიერებას, მათ შორის ქორწინების უფლების დაკანონებას მოითხოვს. ამათან გაჟღერდა მოსაზარება, თითქოს ევროპის ქვეყნები, მიგრაციის პროცესში, უპირატესობას ლგბტქი+ აპლიკენტებს ანიჭებენ. ჰომოფობიურ კონტექსტში, ანტიდასავლური შინაარსის იყო მტკიცება იმის შესახებ, თითქოს დასავლეთის ქვეყნებში ჰომოსექსუალი ადამიანების რაოდენობის ზრდა, "ლგბტ პროპაგანდის" პირდაპირი შედეგია.
|
|
|
|
დასავლეთში პროპაგანდის შედეგად ჰომოსექსუალი ადამიანების რაოდენობა მუდმივად იზრდება
|
|
|
|
ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება: „...ამერიკის შეერთებულ შტატებში 18-დან 25 წლამდე მოსახლეობის 20% არის ელგებეტე პირი, საფრანგეთში არის 22%, არის ქვეყნები, სადაც კიდევ უფრო მაღალია მაჩვენებელი. თავის დროზე ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ პროპაგანდას ვერ ექნებოდა გავლენა ადამიანის ორიენტაციაზე, აღმოჩნდა, რომ ეს არის ტყუილი. პროპაგანდას აქვს, რა თქმა უნდა, გავლენა ადამიანების ქცევაზე და სწორედ ამის დადასტურებაა ის სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა, ხო, ამერიკაში - 20%, საფრანგეთში - 22%, არის მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, სადაც კიდევ უფრო მაღალია მაჩვენებელი, ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ პროპაგანდა არის კატეგორიულად მიუღებელი, მით უმეტეს, როცა ამ პროპაგანდის ადრესატი არიან ბავშვები. ბავშვები ელგებეტე პროპაგანდა არის კატეგორიულად მიუღებელი და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ ამას დავუპირისპირდეთ, რა თქმა უნდა, სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში.“
|
|
|
|
გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: „დაახლოებით ჯენზი თაობაში აღწევს ლამის 20% პროცენტს, ყოველი მეხუთე უკვე ელგებეტეა და რის ხარჯზე? იმიტომ, რომ ტოტალური პროპაგანდაა და პლიუს ამათ უნდა ჰქონდეთ ეგეთი ჯოჯოხეთური, არაადამიანური უფლება, რომ ბავშვები დაასახიჩრონ და რა ვიცი, გაუნადგურონ ჯანმრთელობის თვალსაზრისით“.
ზაზა შათირიშვილი, ფილოსოფოსი: „როგორც უკვე ითქვა, ახალგაზრდა ამერიკელებსა და ფრანგებს შორის ლგბტ პირთა რაოდენობამ, შესაბამისად, 20 და 22 პროცენტს მიაღწია და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე უსწრაფესად იზრდება. არსებული ტენდენციით, ორიოდე ათეულ წელიწადში რეპროდუქციული ასაკის ამერიკელებსა და ფრანგებს შორის ლგბტ პირთა რაოდენობა 50 პროცენტს გადააჭარბებს. პარალელურად წარმოებული ე.წ. ოჯახის დაგეგმვისა და აბორტის წამახალისებელი კამპანიების ფონზე, ამერიკასა და საფრანგეთს ჰაქსლის „ახალ საოცარ სამყარომდე“ ბევრი არაფერი უკლია. ანალოგიური მდგომარეობაა დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვედეთში, ნიდერლანდებში, ბელგიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში, სადაც ფსევდოლიბერალურმა იდეოლოგიამ სხვებზე მეტად დაიმკვიდრა თავი. ამ იდეოლოგიის გავრცელება ნებისმიერ სხვა ქვეყანასაც ზუსტად იმავეს უქადის.“
|
|
|
|
ევროკავშირში ინტეგრაცია/კანდიდატის სტატუსის მიღება = საქართველოში ლგბტქი+ თემების თავს მოხვევას
|
|
|
|
დიმიტრი ხუნდაძე, “ხალხის ძალა”: "მივმართავ უცხოელ პარტნიორებს: თქვენ საქართველოში, მართალია, საპატიო დიპლომატიური მისიით ბრძანდებით და გიდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრები ხართ! იმედს ვიტოვებ, ლგბტ თემას, ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭების პროცესში, შანტაჟის კიდევ ერთ იარაღად არ გამიყენებთ და თუ მაინც შეეცდებით, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი!"
"საქართველოს რესპუბლიკა"
|
|
|
|
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: “მე ვთქვი, რომ თქვენ [საქართველოს ხელისუფლება] 12 პუნქტს [ევროკავშირის მიერ რეკომენდირებულს კანდიდატის სტატუსის მოსანიჭებლად] რომ შეასრულებთ, გააჩენენ ახალ 4 პუნქტს. აი, მაგალითად, შეარჩევენ ისეთ რამეს, რაც ყველაზე მძიმე თემაა საქართველოსთვის, აი, ვთქვათ, ელგებეტე. გეტყვიან, ვთქვათ, შევასრულეთ ეს 12 პუნქტი და გავხდით კანდიდატი. ამის მერე გვეტყვიან, რომ, აი, ეხლა ელგებეტე უნდა იყოს ყველგან და ყველაფერში, პლაკატები, სკოლები, საბავშვო ბაღები, რა ვიცი. რაღაც ისეთ პუნქტს შექმნიან, რომელიც იქნება სრულიად შეუძლებელი და მიუღწევადი.”
დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი: “ევროკავშირში რო მიგვიღონ, აუცილებლად უნდა დავაკანონოთ საქართველოში სოდომი. შესაბამისად ყველასთვის ცნობილია პროდასავლელებისთვისაც და ანტიპროდასავლელებისთვისაც, რომ პროდასავლელობა არის სინონიმი გეი აქტივისტობისა, ყველა პროდასავლელი გეი აქტივისტია. მე არ ვამბობ, რო ყველა პროდასავლელი პედარასტია, თუმცა ყველა პედარასტი არი პროდასავლელი, მაგრამ ყველა პროდასავლელი არის გეი აქტივისტი და, სამწუხაროდ, ესეთი მდგომარეობა, ესეთი პროდასავლელები, ანუ გეი აქტივისტები ერთი კი არ არის მარტო. გადავხედოთ სასულიერო პირებს, სასულიერო პირი, რომელიც საჯაროდ ღიად მხარს უჭერს პროდასავლელობას, ასეთი სასულიერო პირი არის გეი აქტივისტი და ის ბილწავს ამბიონს, ეს ფაქტია, ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ.”
ბესო ბარბაქაძე, საქართველო და სმოფლიოს ჟურნალისტი: "კონსტიტუციაში გასაგებად გვიწერია, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა. ამ ჩანაწერს უნდა გავუფრთხილდეთ და არაფრის ფასად არ უნდა დავთმოთ. ამ ჩანაწერის გაუქმების სანაცვლოდ ევროკავშირში ხვალვე რომ მიგვიღონ, უარი უნდა ვთქვათ, რადგან საქმე ჩვენი შვილების მომავალს ეხება, ერის მომავალს, ერის გადარჩენას და ამ პრობლემაზე საჯაროდ და ხმამაღლა ისევ დასავლეთის ხათრით, შიშითა თუ მოსალოდნელი უარყოფითი რეაქციის გამო არავინ საუბრობს. არადა, ხომ ხედავთ, სადამდე მივედით: გოგოს რომ უთხრა, გათხოვდიო, ბიჭს რომ უთხრა, ცოლი შეირთეო და საქართველოს დროშა გქონდეს აწეული, „ტეხავს“.
|
|
|
|
ევროპული ქვეყნები მიგრაციის პროცესში უპირატესობას ლგბტქი+ თემის წევრებს ანიჭებენ
|
|
|
|
ბესო ბარბაქაძე, საქართველო და მსოფლიოს ჟურნალისტი: "ევროპული ქვეყნებიდან ქართველი არალეგალების გამოძევება ჩვეულებრივი ამბავია და თავშესაფრის მსურველთა 98%-ზე მეტს თავშესაფრის მიღებაზე უარს ეუბნებიან. საკმარისია, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში დაამტკიცო, რომ ლგბტ აქტივისტი ხარ და ამის გამო საქართველოში დაბრუნების გეშინია, არა მხოლოდ თავშესაფარს გაძლევენ, არამედ სარეაბილიტაციო კურსსაც ნიშნავენ, ფსიქოლოგიურად გამზადებენ იმისთვის, რომ ლგბტ თემი დაიცვა და სამსახურის შოვნაც პრობლემა არ არის. ანუ, ევროპაში ოფიციალურად დიდი ხნით რომ დარჩე, ერთი ადგილის თამაში უნდა შეგეძლოს, სხვა შემთხვევაში მათთვის საინტერესო არ ხარ, უბრალოდ, არავინ ხარ".
|
|
|
|
სექსისტური სიძულვილის ენა
|
|
|
|
სექსისტური სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების ერთი ნაწილი, საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ, მის მიერ “მთავარი არხის” ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას უკავშიდებოდა, მეორეს ნაწილი კი, სხვა ტელე ჟურნალისტების წინააღმდეგ იყო მიმართული.
|
|
|
|
მორალური კრიტერიუმებით თავდასხმა
|
|
|
|
ტრისტან წითელაშვილი, სამხედრო ექსპერტი: „მერამდენე შეცდომას [ნიკა გვარამიას შეწყაკლება] უშვებს ეს [სალომე ზურაბიშვილი] მართლა ფინთიკოზა, ფუფალა, ქუჩა-ქუჩა მოწანწალე ქალი. აი, ეს უსინდისო ქალი, რომელიც მარტის მოვლენები ავიღოთ, როცა ეს ამერიკიდან მოუწოდებდა აქ პირდაპირ მეამბოხეებს და ახალისებდა, რომ ესო დემოკრატიის ის არისო, ნაწილიო.“
|
|
|
|
ნიკილოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ს წამყვანი: „ჩვენ გვყავს ტელესექს დივები, სააკაშვილის ლოგინში ნაფორთხალი ქალები, რომლებსაც ერთი ოცნება აქვთ, რო როგორმე კიდევ სააკაშვილის ლოგინში აღმოჩნდნენ. ტყუილა გახდა თეა ადეიშვილი, იმიტომ რომ მაინც ვერ, როგორც ჩანს, ვერ აღმოჩნდება სააკაშვილის ლოგინში, არ უწერიათ ეს. ტყუილა გაიკეთეს ოპერაციები ამ ტელესექს დივებმა, იმიტო რო...“
|
|
|
|
|
|