|
აპრილის თვეში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა :
- აპრილის თვეში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებები ებრაელებს, ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მუსლიმებს შეეხებოდათ. რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, გავრცელებული ანტისემიტური განცხადებები, უკრაინას და მის პრეზიდენტს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებდა;
- ქსენოფობიური განცხადებების ნაწილი საქართველოში მყოფი მიგრანტების წინააღმდეგ იყო მიმართული, ანტიაზერბაიანული შინაარსის გზავნილები კი, საქართველოში აზრებაიჯანელების ჩამოსახლებას საფრთხედ წარმოაჩენდა; თურქოფობიური გზავნილებში თურქეთში მიმდინარე არჩევნების ფონზე, ხელისუფლების შესაძლო ცვლილება ქართული იდენტობის დაკარგვის საფრთხესთან იყო დაკავშირებული; წინა თვეების მსგავსად კვლავ იქმნებოდა დიქოტომია რუსეთის ამჟამინდელ ოკუპაციასთან მიმართებით;
- აპრილის თვეში ჰომოფობიური განცხადებების ნაწილი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულ საბავშვო წიგნსა და ამავე წიგნის შესახებ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ სიუჟეტს შეეხებოდა. გზავნილთა მეორე ნაწილის საბაბი ლუდი ,,ბუდვაიზერის" კამპანიაც გახდა, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის ამაღლებას ისახავდა მიზნად;
- ანტიდასავლური გზავნილებში, დასავლეთი ეროვნული კულტურის უგულებელმყოფლად და ამავდროულად, ლგბტქი თემის დამცველად იყო წარმოჩენილი, რის ფონზეც იმ გზავნილების მეორე ნაწილი ყურადღებას ამახვილებდა რუსეთზე, ჩინეთსა და ყატარზე, სადაც ჰომოსექსუალობის რეგულირება ხდება. ასევე, ჰომოფობიური გზავნილები შეეხებოდა ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის დღესთან დაკავშირებულ, ჯო ბაიდენის ოფიციალურ განცხადებას და დემოგრაფიულ საფრთხეს, რომელსაც ჰომოსექსუალობა უქმნის დასავლეთს;
- აპრილის თვეში, პირად სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოების საფუძველზე, სექსისტური სიძულვილის ენის სამიზნე, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ლექტორი, თინათინ ქავთარაძე იყო. მის წინააღმდეგ მიზოგინიური შინაარსის განცხადებების გავრცელებასთან ერთად, ადგილი ჰქონდა სლატშეიმიგნის შემთხვევასაც.
|
|
|
|
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია
|
|
|
|
აპრილის თვეში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებები ებრაელების, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლსესიისა და მუსლიმების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამასთანავე, აღნიშნული კომენტარები მეტწილად უკრიანა-რუსეთის ომს უკავშირდებოდა. როგორც ანტისემიტური გზავნილები, ასევე ისლამოფობიური უკრაინას უკავშირდებოდა, ამავდროულად რუსეთის ეკლესიის წინააღმდეგ განხორციელებული უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკური ქმედებები მართლმადიდებლობასთან ბრძოლად იყო წარმოჩენილი.
|
|
|
|
გურამ ფალავანდიშვილი, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება: „თქვენ მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ვინაა დღეს უკრაინის… დღეს პრეზიდენტი მათ ჰყავთ საერთოდ იუდეველი. იუდეველი, რომელიც არის კაცი კოლგოტკებიანი, ბოდიში და მამათმავალი, კლოუნი მამათმავალი და იუდეველი. [იუდაიზმი] არის ქრისტეს საწინააღმდეგო რელიგია. ქრისტეს ჯვარმცმელები არიან და ქრისტეს ე. ი. მოსვლას, კიდე ელოდებიან ხო, არ გაღიარებენ… ეს, ხომ მისი შეკვეთილი შაბაშია ფაქტია და მას ეკლესიის განადგურება უნდა და ეს მარტო არ არი.“
|
|
|
უკარაინის პრეზიდენტი ებრძვის უკრაინაში, რუსეთის პატრიარქის დაქვემდებარებაში მყოფ, მართლმადიდებლურ ეკლესიას
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ს წამყვანი: „დღეს ზელენსკიმ ომი გამოუცხადა არა მარტო უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელიც ექვემდებარება რუსეთის პატრიარქს, არამედ ომი გამოუცხადა მან ღმერთსაც… ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებაში წარმოშობს შიდა განხეთქილებას და შეიძლება თავად უკრაინელებმა ბოლოს მოუღონ, ბოლო ამ ზელენსკის იმიტომ, რომ დღეს არავინ არ დაუშვებს იმას, რომ მართლმადიდებლობის, სასულიერო პირების წინააღმდეგ, ასეთმა გამოცხადებულმა ბრძოლამ, მათთვის საყვარელი მიტროპოლიტის წინააღმდეგ ესე ჩაიაროს. დღეს ერი და ბერი მიტროპოლიტ პავლეს მხარდასაჭერად ირაზმება იმიტომ, რომ ძალიან დიდია მისი ავტორიტეტი და სწორედ ამიტომ ცდილოენ, რომ ეს ადამინი გამოაძევონ ლავრიდან.“
|
|
|
მართლმადიდებელი რუსეთი vs. მუსულმანი თურქეთი
|
|
|
|
შოთა მარტინენკო, ალტ ინფო / კონსერვატიული მოძრაობა: „მაგას ხო აქვს მნიშვნელობა, უკრაინელი სელჯუკს ეომება, რომელიც დაიპყრობს და დაიკავებს უკრაინას, თუ რუსს ეომება, მაგას ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს?! მართლმადიდებელი რუსი მოდის, თუ მუსლიმი თურქი მოდის, მაგას ხო აქვს ეხლა, როგორ? თურქისთვისაც აქვს მნიშვნელბა.“
|
|
|
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინააღმდეგ
|
|
|
|
გიორგი ქარდავა, ალტ-ინფო / კონსერვატიული მოძრაობა: „…მთელი ეს ორკესტრირებული შემოტევა, მედიების მხარდაჭერით, რაღაც სისულელე სიუჟეტების გაკეთებით, თითქოს ვიღაცებს კლავენ იმ [ნინოწმინდის] პანსიონატებში, ვიღაცეებს აუპატიურებენ, საქართველოს რელობისთვის რომ დაუჯერებელია… ეს არ ვიცი, შეიძლება თქვენ სადაც გაფინანსებენ, ამ კოლექტიურ ბაია პატარაიებს, იქ ხდება. იმ რაღაც ეკლესიები ქვია თუ რა ქვია, სადაც ჯვრებს ხსნიან, იქ მესმის, რო იქ შეიძლება ბავშვებსაც აუპატიურებენ, იმიტომ, რო ქრისტიანობასთან არანაირი კავშირი არა აქვთ იმ ადამიანებს, ხო იქ კოლექტიურ მამაო რუსუდანებს[რუსუდან გოცირიძე, ვანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი]… ჩვეულებრივი სატანისტები ხართ, იქ მესმის რო ყველაფერს უშვებიან ბავშვებს, მარა საქართველოს რეალობაში იმის მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში ეგეთი შემთხვევები მე არ გამიგია...“
|
|
|
|
აპრილის თვეში ქსენოფობიური გზავნილები კვლავ მიგრანტების, თურქებისა და აზერბაიჯანლების წინააღმდეგ იყო მიმართული: მიგრანტები უმუშევრობას და მიწის გასხვისების საკითხთან იყვნენ დაკავშირებული, ამასთანავე აზერბაიჯანელების საქართველოში ჩამოსახლება საფრთხედ წარმოჩინდა. თურქეთში მიმდინარე არჩევნების ფონზე ხელისუფლების შესაძლო ცვლილება ქართული იდენტობის დაკარგვის საფრთხესთან იყო დაკავშირებული, ხოლო ამ საფრთხისგან დაცვის გარანტად რუსეთი წარმოჩენილი. კვლავ აქტუალური იყო გზავნილი, რომელიც წლებია მკვიდრდება და რუსეთი თანამედროვე ოკუპაციასა და თურქეთის ისტორიულ ოკუპაციას შორის ტოლობის ნიშანს სვამს.
|
|
|
|
მიგრანტები ქართველებს სამუშაო ადგილებში ეცილებიან/იდენტობის დაკარგვის საფრთხეს ქმნიან
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ს წამყვანი: „იმ დღეს მარჯანიშვილზე შევედი მაღაზიაში, მოლარე იყო ირანელი, თუ არაბი… უკვე სამუშაო ადგილებიც, უკვე წართმეულია იმიტომ, რომ სხვა ეთნოსი იკავებს. ქვეყნიდან გადიან ხალხი და რად მინდა მე ეხლა საქართველო ერქვას ამ ქვეყანას და ქართველი არ იყოს.“
ტრისტან წითელაშვილი, სამხედრო ექსპერტი: „ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენ თუ არ გადავარჩინეთ, მეგობრებო, იცოდეთ, რომ აღარ ვიარსებებთ, აღარ იქნება ქართველი ადამიანი. იქნება საქართველო, ოღონდ საქართველოში იქნებიან ირანელები, თურქები, იქნებიან ეს სხვა რჯულის და სხვა რწმენის წარმომადგენელი ადამიანები.“
|
|
|
|
ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისება = სხვა ეროვნებების ექსპანსიას
|
|
|
|
ანზორ მესხიშვილი, დამოუკიდებელი ექსპერტი: "დრო იყო, როდესაც სასოფლო-სამეურნეო მიწა პირდაპირ იყიდებოდა ყოველგვარი პრობლემის გარეშე ... ზოგადად, უცხოელებზე მიწის მიყიდვა პრობლემას ქმნის. ცნობილი ფაქტია, მეცხრამეტე საუკუნეში ვაჩნაძეებმა აზერბაიჯანიდან 3 ოჯახი ჩამოასახლეს ლაგოდეხში, რომ თავიანთი საქონლისთვის მოევლოთ და დროთა განმავლობაში აზერბაიჯანული დასახლება მთელ სოფელს მოედო. მესმის, იჯარით გაიცეს, მაგრამ მიწა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიყიდოს უცხოელებზე".
ქეთო გოგოხია, გაზეთ “რეზონანსის” ავტორი: "უცხოელები საქართველოში მიწის ნაკვეთებს გამალებით ყიდულობენ "შეიძლება იჯარით გაიცეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიყიდოს უცხოელებზე, დედამიწის მოსახლეობა სწრაფად იზრდებადა მიწას ოქროს ფასი დაედება"
|
|
|
|
თურქეთში არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილება საფრთხეს შეუქმნის ქართულ იდენტობას, რომლის დაცვის გარანტი მხოლოდ რუსეთია
|
|
|
|
დავით ზირაქიშვილი, კონსტიტუციის მეხუთე მუხლის დაცვის ლიგა: ‘’ჩვენ, ასე ვთქვათ, სათადარიგო გასავლელი გაგვიხდა რუსეთი, თუ მოხდა თურქეთში შეიცვალა ხელისუფლების, ღმერთმა არ ქნას, მარა თუ მოხდა, ჩვენ თურქეთი გადაგვივლის, როგორც უკვე, აი, ამერიკის ვასალი და მისი დავალებით ეროვნული ხელისუფლება საერთოდ აღარ გვეყოლება და აი, ეს პოლიტიკური ნაგავი, ოპოზიცია რო ქვია, ესენი დაგვასხდებიან, ეს ლგბტ თემით, უკაცრავად ვიხმარ ამ ტერმინს, მეძავები და სოდომისტები, დაგვაჯდებიან უფრო უარესად, გაწევენ ყველა პატრიოტ და ნორმალურ პიროვნებას და აქ იქნება მეორე სოდომი და გომორი … ამიტომ ეს რუსეთის გასასვლელი და რუსეთთან ურთიერთობის დათბობა, ეს არის საქართველოს სასიცოცხლო ქმედება ხელისუფლების მხრიდან….’’
|
|
|
|
თუ რუსეთი ოკუპანტია, თურქეთიც ოკუპანტია
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, წამყვანი: ‘’კი მარა მაინტერესებს, თუ თქვენთვის რუსეთი მიუღებელია იმიტომ, რომ ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, თურქეთმა საქართველოს ტერიტორიები აჩუქა, დაუბრუნა ტაო-კლარჯეთი? თუ რა გააკეთა მაინტერესებს? თუ ეს რახან დიდი ხანი გავიდა, ამიტომ უნდა დავივიწყოთ ეს ყველაფერი.’’
|
|
|
|
თურქეთს საქართველოს ტერიტორიების მითვისება სურს
|
|
|
|
გიორგი ქარდავა, ალტ ინფო / კონსერვატიული მოძრაობა: ‘’არც თურქეთთან გვაქვს კარგი ურთიერთობა, რომელიც ჯერ-ჯერობით კულტურულ რელიგიურ და ეკონომიკურ ექსპანსიას ცდილობს ჩვენს ერთ რეგიონში, აჭარაში, ნუ ეს ფაქტია. ვინც არა ხართ აჭარაში ნამყოფი და ვინც ხართ, ალბათ, შეატყობდით, ნახავდით, რომ ძალიან მძლავრია იქ თურქული ეკონომიკური გავლენები, ეგ არ არის შემთხვევით, ანუ თურქები ცდილობენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელიც მათ შორის 1920 წლის ყარსის ხელშეკრულების თანახმად დათანხმდა თურქეთი, რომ საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილი იყო ავტონომიის სახით და ავტონომიაც, იმიტომ დატოვა, რომ ოდესღაც მომავალში რო გავძლიერდები, დაუბრუნდები მაგ საკითხს, ეგ ისე, ცნობისთვის და თურქეთი თვლის, რომ ეხლა არის ეს ეტაპი და ჯერ არ არის აგრესიული ფორმით გადასვლის მომენტი.’'
რამაზ გაგნიძე, ქართული მისია: “დასავლეთ საქართველო და კონკრეტულად მესხეთ-ჯავახეთის, გურიას და აჭარას, დიდი სიამოვნებით ელოდება თურქეთი, რო რამე მოხდეს, რო ისინი შემოვიდნენ და გაგლიჯონ ქვეყანა რამდენიმე ნაწილად.”
|
|
|
|
ჰომოფობიური გზავნილების ნაწილი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულ საბავშვო წიგნს ,,ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის" დაუკავშირდა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამ გამოცემის შესახებ გასულ სიუჟეტს. ანტიდასავლურ მედიებში გავრცელდა გზავნილები სახელისუფლებო მედიებში, ლგბტქი თემების გაშუქების აკრძალვის მოთხოვნით.
ამასთანავე, ჰომოფობიური გზავნილების საბაბი ლუდი ,,ბუდვაიზერის" კამპანიაც გახდა, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის ამაღლებას ისახავდა მიზნად.
აპრილის თვეში ჰომოფობიური გზავნილები ისევ დაუკავშირდა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციების მონაწილეებს, რა დროსაც ახალგაზრდა აქტივისტებს გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ედებოდათ ბრალი.
|
|
|
|
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ახალგაზრდებში გარყვნილების პროპაგანდას ეწევა
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ.-ს წამყვანი: ‘’რაც არის ამიტომ გეუბნებით, აქ არის გარყვნილება [სულაკაურის გამომცემლობის წიგნი], რომელიც არის პირდაპირ და ეს ეხლა ახალგაზრდა გოგონები როგორ უნდა იქცეოდნენ ამ მიმართულებით, რაღაცა ბიჭები, რაც არის ლგბტ პროპაგანდა, ის არის ამ წიგნში ფაქტობრივად, თან არის პატარა ბავშვებში.’’
დავით ზირაქიშვილი, კონსტიტუციის მე-5 მუხლის დაცვის ლიგა: ‘’ხდება უმსგავსოების ტირაჟირება … იგივე აგერ ეს წიგნი, რაც ბავშვებთან დაკავშირებით სულაკაურის წიგნი გამოიცა და ამაში ხელისუფლება ნეიტრალურია….’’
|
|
|
|
სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის არხებზე ჰომოსექსუალობის პროპაგანდა მიუღებელია
|
|
|
|
დავით ზირაქიშვილი, კონსტიტუციის მეხუთე მუხლის დაცვის ლიგა: ‘’საზოგადოებრივი მაუწყებლობა გადაიქცა ლგბტ-ს ბორდელად და ხელისუფლებამ დროულად უნდა მიხედოს, აგიტაცია პროპაგანდა ქონდათ იმ შავბნელ კომუნისტებს, აგიტაცია პროპაგანდა მიდის ერის გახრწნისკენ და ამაში ხელისუფლება და უკვე თითქმის მთელი სახელისუფლებო ძალები ბოლომდე არიან ჩართულები და ჩაბმულები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესენი არიან გენეტიკურად არაქართველები…ერი კვდება, სიკვდილიანობამ გადაასწრო შობადობას, ამიტომ ეს უნდა მიხედოს სახელმწიფომ, უნდა თუ არ უნდა…’’
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ს წამყვანი: „სახელმწიფო არხზე რომ ლესბოსელური არხებად იქცა ეს პირველი არხი და სხვა არხები, პორნოჰაბებად და, აი, ეს არის ყველაზე დასაგმობი.“
|
|
|
|
,,ბუდვაიზერი" ტრანსგენდერი ადამიანების პროპაგანდას ეწევა, რითაც მამაკაცებს შეურაცხყოფს
|
|
|
|
შოთა მარტინენკო, ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა: „მაგას [ლუდ ბუდვაიზერს] გაუკეთეს რეკლამა, ტრანსგენდერმა, გააკეთებინეს მაგ ფირმას რეკლამა და ფაქტიურად ისე გამოვიდა, რო სულში ჩააფურთხეს ლუდის მოყვარულ ამერიკელებს, გაგიჟდნენ ისინი… გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: „...ყველა ნორმალურ მამაკაცს...ბუდვაიზერის ფირმამ ყველა მამაკაცს სულში ჩააფურთხა, ჩემი აზრით აი ამ სარეკლამო რგოლით.“
|
|
|
|
ლგბტ აქტივისტები სამხედრო გადატრიალებებს გეგმავენ
|
|
|
|
დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავლის ჟურნალისტი: “როგორც მთელი მსოფლიოს, ასევე, საქართველოს თავზე არის შავი ღრუბლები შემოჯვარული და ჩვენ ვდგავართ გეი ფაშისტური სამხედრო გადატრიალების საფრთხის წინაშე. გეი ფაშისტები, ლგბტ აქტივისტები, კონჩიტები, კრებსითი ლაზარე გრიგორიანები, არავითარი გრიგორიადისი ეს ბიჭი არ არის, თუ გოგო, გოგოა ეგა, თუ ქალაბიჭა, ეს გაურკვეველი სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელი და გარკვეული პოლიტიკური ბანდის ქვასროლია შპიონი.”
|
|
|
|
ანტიდასავლური გზავნილები კვლავ ამკვიდრებდა აზრს, რომ დასავლეთი ჰომოსექსუალობას/გარყვნილებას გვახვევს თავს. ამავდროულად, საპირწონედ რუსეთის, ჩინეთისა და ყატარის წარმოჩენა ხდებოდა, რომლებიც ჰომოსექსუალობის რეგულირებას ახდენენ. გზავნილების ნაწილი ასევე შეეხებოდა ამერიკის პრეზიდენტის ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის დღის მხარდამჭერ განცხადებას და დემოგრაფიულ საფრთხეს, რომელსაც ჰომოსექსუალობა დასავლეთს უქმნის.
|
|
|
|
დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას/გარყვნილების პროპაგანდას ეწევა
|
|
|
|
გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “სხვა რამე დასავლური მაჩვენეთ ამ ქვეყანაში, გემუდარებით და გავჩუმდები. 30 წლის განმავლობაში გარყვნილობის, პიდარასტობის, მამაძაღლობის, ფემინიზმის, უბედურების გარდა, რამე მაჩვენეთ და გავჩუმდები, საერთოდ ამ ნოუთბუქს დავხურავ და აღარასოდეს აღარ გამოვჩნდები ეთერში.”
სპირიდონ ცქიფურიშვილი, დეკანოზი: ‘’როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ თავს გვახვევენ ამ გარყვნილებას, უნდა ითქვას სათქმელი ბოლომდე… ვინ გვაძალებს ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას გვაძალებს ლიბერალური დასავლეთი და ვისი ხელით გვაძალებს ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ხელით… ერის გარყვნა, გათახსირების პროცესი მიმდინარეობს ეტაპობრივად … ეს გვემუქრება მეგობრებო, ქართველებო’’
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ს წამყვანი: ‘’ეხლა ბაიდენმა რომ გააკეთა განცხადება, ტრანსგენდერები ჩვენი ეროვნული იდენტობის გამომხატველი ნაწილი არისო, რა უნდა ელაპარაკო ეხლა, ხვალ და ზეგ ამერიკელები მოგვთხოვს, რომ პარლამენტში შეიყვანეთ ტრანსგენდერებიო, იმიტომ, რომ ჩვენთან ესე არისო და ამიტომ ეხლა ეს ევროპისკენ სწრაფვა ჩვენი არის დამღუპველი..’’
|
|
|
|
დასავლეთში ჰომოსექსუალიზმი წარმოადგენს დემოგრაფიულ საფრთხეს
|
|
|
|
გურამ ფალავანდიშვილი, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება: “ევროპაში და დასავლეთში მოსახლეობა აღარ მრავლდება… მომაკვდავი ერებია სულ ყველა. დასავლეთში უკვე ოჯახები აღარ იქმნება. ქალიშვილობა, ქალწულება საერთოდ არ არსებობს და ჰომოსექსუალიზმს მიაქვს ქვეყანა. ფაქტიურად, ან არიან ჰომოსექსუალები, ან მათი მიმღებლები.”
ირაკლი გოგავა, პოლიტოლოგი: „რელიგიის დონეზე არის აყვანილი შობადობის შემცირება მთელ მსოფლიოში, მათ შორის თავისთანაც იგივეს აკეთებენ.
ეს ლიბერალიზმი რასაც ქადაგებს.. ლგბტ თემი გამრავლდეს, ეს ხომ პირდაპირ არის შობადობის შესამცირებელი ღონისძიება… ამიტომ ლიბერალიზმის მხარდაჭერა, სადაც 3/4, თუ 2/3 მათი ღონისძიებების ემსახურება ერთ რამეს, რომ შემცირდეს შობადობა საქართველოში ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი.“
|
|
|
|
რუსეთში, ჩინეთში და ყატარში ჰომოსექსუალობა აკრძალულია
|
|
|
|
გურამ ფალავანდიშვილი, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება: “მთავარი, რაც გადის დღეს ბრძოლა, არის ლგბტ ხაზი. მაგალითად, თურქეთში ლგბტ აკრძალულია … ჩინეთში ლგბტ კანონმდებლობით მიუღებელია, რუსეთში ლგბტ აკრძალალულია, ყატარში აკრძალულია. რეალურად, ლგბტ არის დღეს მთავარი, ანუ სოდომია, რომელიც მოაქვს დასავლეთს, რათა ანტიქრისტეს ძალებს გაამარჯვებინოს.”
შოთა მარტინენკო, ალტ-ინფო / კონსერვატიული მოძრაობა: „დასავლეთში გინდა? გეი აქტივისტი ხარ. ჩვენ არ გვინდა. მაგიტომ არ გვინდა, რომ გეი აქტივისტობაა დასავლელობა. ამიტომ ჩვენ არა ვართ გეი აქტივისტი. თქვენ ხართ... „რუსეთშიც არის რაღაცეები“- ეგეთი ლაპარაკიც, ეხლა არაფერს არ შველის. რუსეთში ამ ხალხს დაიჭერენ.“
გურამ ფალავანდიშვილი, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება: “რუსეთი ყველას ჯობია ამათ იმითი, რომ თან არც ლგბტა და თან მართლმადიდებლები არიან. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის იდეალურია, მაგრამ თვითონ რუსეთი მარტო ხომ ვერ იქნება, რუსეთს ხომ უნდა ალიანსი. მოძებნა ვთქვათ ჩინეთი და შეიძლება თურქეთი მიიღოს რაღაც მომენტში. რუსეთიც ვერ აირჩევს მის გარშემო ლგბტ ქვეყანას მეგობრად, ამიტომ იდეოლოგიაა მთავარი.”
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ს წამყვანი: „კი, არის რუსეთში გარყვნილებაც არის და ბოდიში და პიდარასტობაც არის და ყველაფერი ჩათლახობა და ნაძირლობაც არის, მაგრამ პროპაგანდა არ არის ამის. დღეს თქვენ აი, ფილმებს ვერ ნახავთ, სადაც აი, მაგალითად ესეთი გარყვნილება [ია ფარულავას გადაცემა კონვერტი] იყოს. ცენტრალურ არხებზე ვლაპარაკობ.“
|
|
|
|
ამერიკა ტრანსგენდერი ადამიანების მხარდამჭერია
|
|
|
|
დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავლის ჟურნალისტი: “კონჩიტების პრეზიდენტი ბაიდენი, რომელმაც გამოაცხადა, რომ ჰომოსექსუალების სული არის ამერიკელების სულიო და თურმე ამერიკის სული ყოფილა იმაში, რომ ვიღაცა ლატენტური თუ გაცხადებული გეების აყროლებული სული ყოფილა თურმე ამერიკის სული. ამას რომ პრეზიდენტი იტყვის, იქ ხომ დამთავრებულია ყველაფერი.”
შოთა მარტინენკო, წამყვანი: “]პედოფილი ადამიანები წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის სულსო [ბაიდენმა]… ჩვენა გვაქ ახლა ასახსნელი ამ პიდარასტებისთვის? რა უნდა აგიხსნათ, ტრანსგენდერი ადამიანები არიან ჩვენი სულიო, რა აგიხსნათ, რო ხალხო ნუ გინდათ ტრანსგენდერი ადამიანები, რავი გინდოდეთ თუ გინდათ მარა, ტრანსგენდერები სადაც არიან, იქ თუ გინდათ ინტეგრაცია, ეგ მორალურად აისახება ჩვენზე.”
|
|
|
|
სექსისტური სიძულვილის ენა
|
|
|
|
აპრილის თვეში გაჟღერებული სექსისტური გზავნილების ნაწილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, თინათინ ქავთარაძის წინააღმდეგ იყო მიმართული და მის პირად ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებს უკავშრიდებოდა. გარდა მიზოგიურიური განცხადებებისა, აღნიშნული ლექტორის წინააღმდეგ სლაიშიმინგის შემთხვევებიც დაფიქსიქდა.
|
|
|
|
დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავალი, ჟურნალისტი: „...მე რაც ვნახე, ამ ქალბატონის [თინათინ ქავთარაძე] შესახებ, ეს ქალბატონი არის ბოზი… შოთა რუსთაველი ამბობს ფატმანზე, რო ბოზო, როსკიპო, დიაცოო და კაი მაშინ ვიტყვი, რაც ვნახე ამ ქალბატონის შესახებ ჩემი შეფასებით, ეს ქალბატონი არის როსკიპი, თინათინ ქავთარაძე… რა თავისუფალი გამოხატულება ბავშვებთან შედის ამ ფორმაში, ეგ როგორ არი ცოცხალი და...როგორ არ ამოატრიალეს ეგ ლექციაზე.....“
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ. წამყვანი: „ილიას უნივერსიტეტში, კი ვიცოდი მე რომ ეკლესიის მტრები, რომ იყვნენ, მაგრამ ეს უნივერსიტეტი, ცოტა სხვა მიმართულება მიიღო მე მგონი და ერთ-ერთი არის, ასეთი ქალბატონი ლექტორი, თინათინ ქავთარაძე... ესეთი ადამინები, თუ კითხულობდნენ ლექციებს, კიდევ კარგად ყოფილა ჩვენი განათლების საქმე... [თინათინ ქავთარაძის ფოტოსესია]...ილიას უნივერსიტეტში, თუ სილამაზით, პარამეტრებით არჩვენ მხოლოდ ლექტორებს, ეს ძალიან კარგი არჩევანი გაგიკეთებიათ იმიტომ, რომ მართლაც უმაღლესი დონის პედაგოგია ამ მიმართულებით, მე არ ვიცი სხვა მიმართულებით როგორ ასწავლის ეს ქალბატონი.“
|
|
|
|
|
|