Copy
View this email in your browser
 
ტენდენციები

 ივლისის თვეში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • ივლისის თვეში ქსენოფობიური გზავნილების ნაწილი თურქეთს ისევ წარმოაჩენდა საქართველოს მტერ სახელმწიფოდ, რომელსაც ჩვენი ტერიტორიებს მითვისება სურს. აპელირება ხდებოდა თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის სიტყვებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ნაწილს ისტორიულად თურქულ მიწებად წარმოაჩენდა. გზავნილების მეორე ნაწილი, აღნიშნული საფრთხის შემაკავებლად რუსეთს წარმოაჩენდა. ქსენოფობიური განცხადებები აქტიურად ვრცელდებოდა ზოგადად მიგრანტების წინააღმდეგ როგორც საქართვლოში, ასევე სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში. 

  • 3-8 ივლისს ჩატარებული პრაიდის კვირეულის გარშემო ვრცედებოდა ჰომოფობიური განცხადებები. გზავნილები დაუკავშირდა ალტ ინფო -კონსერვატიული მოძრაობის მიერ, ძალადობრივი გზებით ჩაშლილ პრაიდის ღონისძიებებს. აღნიშული ქმედებების ერთ-ერთ მიზნად, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისათვის საფრთხის შექმნა სახელდებოდა. გზავნილების მეორე ნაწილი ავრცელებდა აზრს, რომ პრაიდის კვირეულის ორგანიზატორები ლგბტ იდეოლოგიის პროპაგანდას ეწეოდნენ ბავშვებში. ამ მიზეზების საფუძველზე, პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები ავრცელებდნენ აზრს რომ კანონით უნდა აიკრძალოს საქართველოში პრაიდის ჩატარება მიზნის მისაღწევად ძალადობრივი ქმედებებიც კი დასაშვებია.

  • ივლისის თვეში გავრცელებული ანტიდასავლური გზავნილებიც ასევე დაუკავშირდა 3-8 ივლისს გამართულ პრაიდის კვირეულს. ვრცელდებოდა აზრი, რომ პრაიდის მხარდაჭერით დასავლეთი ცოდვის პროპაგანდას ეწევა საქართველოში, მაშინ როდესაც რუსეთში ლგბტ პროპაგანდა კანონით იკრძალება. 

  • გზავნილების მეორე ნაწილი ავრცელებდა აზრს, რომ ევროკავშირი ლგბტ იდეოლოგიის პროპაგანდას გვახვევს თავს ევროკავშირში გაწევრიანების საპირწონედ და იგი პედოფილიის მხარდამჭერია. 
     
  • ასევე, განმეორდა წინა თვეებში გავრცელებული გზავნილები თითქოს დასავლეთი თავს გვახვევს ლგბტ იდეოლოგიას და იგი ეწინააღმდეგება ქართულ ტრადიციულ ღირებულებებს.
  • სექსიტური სიძულვილის ენა ივლისის თვეში გამოყენებულ იქნა 3-8 ივლისს გამართული პრაიდის კვირეულის მხარდამჭერი ჟურნალისტებისა და სხვა მარდამჭერი ქალების წინააღმდეგ. 

ქსენოფობია

ივლისის თვეში ქსენოფობიური გზავნილები ძირითადად იმეორებდა წინა თვეებში გავრცელებულ ნარატივებს. თურქოფობიური გზავნილები თურქეთს ისევ ოკუპანტ სახელმწიფოდ წარმოაჩენდა და მისგან მომავალი საფრთხის შემაკავებელ ძალად რუსეთს ხატავდა. რუსული ოკუპაციის საპირწონედ, ხაზი გაესვა მეზობელი სახელმწიფოების ინეტრესებსაც, საქართველოსთან მიმართებით. 

ქსენოფობიური გზავნილების მოერე ნაწილი მიგრანგტების წინააღმდეგ იყო მიმართული, სადაც მათი   საფრთხედ წარმოჩენა, როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში  ხდებოდა.

თურქოფობია

თურქეთი ოკუპანტი სახელმწიფოა და საქართველოს ტერიტორიების მითვისება სურს.

 

დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: „ფეოდალური საქართველოს ტერიტორიის მესამედს წარმოადგენდა, შეადგენდა ისტორიული მესხეთი, რომელიც, დაახლოებით 35-34 ათასი კვადრატული კილომეტრია და ამ 34 ათასი კვადრატული კილომეტრიდან 25 აქვს მიტაცებული თურქეთს და 9 ათასი კვადრატული კილომეტრია მხოლოდ დღეს საქართველოს გამგებლობაში. ასე რომ, ოკუპანტები ჩვენ არ გვაკლია გარშემო.“

სტანისლავ კრაპივნიკი, ამერიკის არმიის ვეტერანი: „როგორც ერდოღანმა თქვა ბათუმზე, როცა იდგა და იყურებოდა, მე ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ, ეს ყველაფერი თურქულია. არა სიტყვა სიტყვით, მაგრამ ასე, რომ თურქეთი ოსმალეთის იმპერიის თვალით უყურებს და თვლის რომ მთელი ეს ტერიტორიები ოდესღაც მათი იყო და რატომ არ უნდა დაიბურუნოს.“

 დავით მეფარიშვილი, საზოგადოება: დღესაც, სხვათაშორის თურქეთის სკოლებში ასწავლიან - აჭარა ყოველთვის იყო თურქეთის ტერიტორია და დღესაც პრეტენზია აქვთ, დაფარული მაგრამ პრეტენზია აქვთ. აი გამორიცხული არ არის ზუსტად... ზოიძეები [ლევან ზოიძე -ქობულეთის მერი, რომელმაც პუშკინის ქუჩას სახელწოდება შეუცვალა] იყვნენ მათი ჩანერგილი აგენტები.“

თურქეთის საფრთხის შეკავება მხოლოდ რუსეთს შეუძლია.

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ.-ს წამყვანი: „ესე იგი ეს აჭარა, გურია და ჯავახეთი არის სწორედ რუსეთის დამსახურებით დაბრუნებული საქართველოში, რუსეთის დამსახურებით. ესე იგი ბოტანიკურ ბაღში რო ადიხარ, ოცდაათი ტრაფარეტია მადლობა თურქეთს ბოტანიკური ბაღის აღდგენაში. თუ ამას აკეთებ, ერთი ტრაფარეტი ჩამოკიდე, რო მადლობა რუსეთს აჭარის დაბრუნებაში, გურიის დაბრუნებაში… რუსეთმა რომ მწვანე შუქი აუნთოს, ხვალვე შეიჭრება ერდოღანი, რომელიც ოცნებობს, აბოდებს აჭარაზე, გურიაზე და ლექსებს იძახის ჯავა...“

ირაკლი მარტინენკო, ალტ. ინფო / კონსერვატიული მოძრაობა: „რუსეთი რომ დაიშალოს, თურქეთი დაგიპყრობს, არაფერი ტერიტორიებს არ დაიბრუნებ, კაცო, რუსეთი რომ დაიშალოს, საქართველოში არაფერი მშვიდობა არ დაისადგურებს და იქ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე არ იქნება.“

თუ რუსეთი ოკუპანტია, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთიც ოკუპანტები არიან.

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ.-ს წამყვანი : ,,აი რუსეთი ოკუპანტია, ის არ აქვთ, განცდა, რო მაგალითად გარეჯი რო აზერბაიჯანმა წაიღო, ჰერეთი წაიღო, ლორე სომხეთმა წაიღო, რომ აგერ თურქეთმა მართლა უზარმაზარი… ეს არ აინტერესებთ ამათ და ამაზე თუ ვილაპარაკებთ ეხა, ეს არი რუსული ნარატივი და არა ყურადღების გადატანა, ეხა თქვენ რასაც ლაპარაკობთ, ეგ რუსული ნარატივია, იმიტო რო ჩვენ რო გარეჯზე ვლაპარაკობდით, ეგო შემოგდებული ვარიანტი არიო რო გადაიტანოთო ყურადღება სხვა თემაზეო.”

მიგრანტების წინააღმდეგ

ილია ჩაჩიბაია, ობიექტივის წამყვანი: „ამდენი უცხოელი ჩამოდის, საზღვრები ყველასთვის გახსნილია, ირანელები, არაბები, თურქები, რუსი, ბელორუსი, უკრაინელი, ყველა ამ ქვეყანაშია ქართველის გარდა. ქუჩაში რომ გადიხარ ქართველს ვერ ხედავ ზოგიერთ შემთხვევაში.”

მამუკა კარტოზია, “პატრიოტთა ალიანსი”: „საფრანგეთი აიღე რა ხდება, ხო ეხლა დაინგრა საფრანგეთი უკვე მერამდენედ, მერამდენედ და ვინ აკეთებს, აკეთებენ ეს მიგრანტები, ვინც ჩამოსულები არიან.”

დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: „რუსთაველის პროსპექტზე დადექით, ცოტახანი დააკვირდით და როგორც გალაკტიონი ამბობს თავის ერთ-ერთ ბრწყინვალე შედევრში, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული, თქვენ დაინახავთ არა ქართველებს, მე არა ვარ არავის წინააღმდეგი, მაგრამ ყველას გაუმარჯოს ღმერთმა თავის სამშობლოში, თურქს - თურქეთში, აზერბაიჯანელს - აზერბაიჯანში, სომხეთს - სომხეთში, ფრანგს - საფრანგეთში.“

ქართველი ქალის უცხოელზე შერეული ქორწინება და სხვა ერის გამრავლება დაუშვებელია

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ.-ს წამყვანი: ,,მე არ მჯერა, რო ის მაგალითად მშობელი დედა და მამა გახარებული იქნება თავისი შვილი მარტო თურქს კი არა იტალიელსაც თუ გაყვება და ამერიკელს, პირველი არი ქართველი, მე მაგალითად ესე მიმაჩნია, რო ოჯახი, რომელიც ზრდის ქართველ ბავშვს, გოგოს პირველი ამოცანა არის ქართველების გამრავლება ხო. ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი ერი.”

ჰომოფობია

ჰომოფობიური გზავნილები ივლისის თვეში აქტიურად დაუკავშირდა 3-8 ივლისს მიმდინარე პრაიდის კვირეულს. გზავნილების ნაწილი მიუთითებდა პრაიდის პროპაგანდისტულ ხასიათზე, მათ შორის, ბავშვებში. ალტ- ინფო / კონსერვატიული მოძრაობის მხრიდან ვრცელდებოდა მოწოდებები ღონისძიებების ხელოვნურად ჩაშლის შესახებ. ასევე, გზავნილების ნაწილი ავრცელებდა აზრს, რომ საქართველოში კანონით უნდა აიკრძალოს ლგბტქი თემის პროპაგანდა, მისგან მომავალი დემოგრაფიული თუ სხვა ტიპის საფრთხეების გამო.

საქართველოში პრაიდის კვირეული არ უნდა ჩატარდეს

საქართველო უპირველეს ყოვლისა, განცხადება: საზოგადოების რეაქცია არ იყო რთულად პროგნოზირებადი, სამწუხაროა რომ ამ დრომდე დასაშვებად მიაჩნდა ვინმეს მსგავსი მასშტაბის LGBT ფესტივალის ჩატარება, საზოგადოებრივი მღელვარების გარეშე. ვაცნობიერებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამო ნაც-ლიბერალებისგან მოსალოდნელია ბულინგი და წნეხი იმ მესაკუთრეების მიმართ, ვინც მხარი დაუჭირა ერთადერთ კეთილგონივრულ გამოსავალს. საზოგადოებრივი მოძრაობა – “საქართველო უპირველეს ყოვლისა” მხარდამჭერებთან ერთად შეიკრიბება „ლისი ვანდერლენდის” მიმდებარედ 13:00 საათზე! ეს არის გამარჯვება, რომელიც საბოლოოდ უნდა გაფორმდეს!

საქართველოში LGBT პრაიდ-ფესტივალი არ ჩატარდება!!!“

გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: “სადამდე მივიდა ეს ქვეყანა, სადამდე დაეცა, სადამდე გათახსირდა. ვინ შევარდნია, ვის აინტერესებს ამათი გახრწნილი და დამპალი ცხოვრება? ვის რაში აინტერესებს, მაგრამ ამის პროპაგანდის და ამის ასეთი დამოკიდებულების საშუალებას ჩვენ არ მივცემთ ნამდვილად ამ გარყვნილ ადამიანებს. … ამას(პრაიდის კვირეულს) ნამდვილად არ ჩავატარებინებთ.”
 

ვასილ გოგალაძე, კონსერვატიული მოძრაობის აქტივისტი: ,,საქართველოში ვერასდროს გეი-აღლუმები და პარადები ვერ ჩატარდება. ეს არის გამორიცხული. თუ ამას კიდე გაბედავთ, აუცილებლად მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს ერთხელ და სამუდამო ამ ქვეყანაში…

ნურავის ნუ ეგონება, რომ ამათ ვინმე დაიცავს. გადაუვლის ქართველი ხალხი ზემოდან.“

პრაიდის კვირეულის ორგანიზატორები ბავშვებში ლგბტ პროპაგანდას ეწევიან  

ჯაბა ჟვანია, “ალტ-ინფოს” ჟურნალისტი: “მინდა დავუბრუნდე აი ამ პედოფილების მიერ დაანონსებულ, ხვალ, პედოფილურ ფესტივალს, სადაც ბავშვების მოყვანა, ასე ვთქვათ, დაწერეს წელს პირველად, რო ბავშვებიც მოიყვანეთო და, რა თქმა უნდა, მათი მთავარი სამიზნე აგერ, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაც იყო დღეს, რო, რა თქმა უნდა, მათი სამიზნე არ ხართ არც თქვენ, არც მე, ჩვენი თაობა, ზრდასრული ადამიანი. მათი სამიზნე არის პატარა ბავშვები, თქვენი შვილები, ჩვენი, ყველა თითოეული ჩვენგანის შვილები, იმიტო რო შვილები მათ არასდროს არ ეყოლებათ. ეგეთი გაუკუღმართებული ავადყოფები შთამომავლობას არ იძლევა, თქვენ მოგეხსენებათ, ამიტომ მათი მთავარი სამიზნე არის სწორედ სხვისი შვილები.”


სოსო მანჯავიძე, “გონიერი”-ს წამყვანი: ,,ამოიყვანეთ ბავშვები [პრაიდზე], ჩვენ იქ ფრანებს გავაკეთებინებთ. გვახსოვს ეს ყველაფერი. ანუ რო ავიღოთ ეს თვითონ რელიგიური, სისხლიანი პრაქტიკა ბავშვების მსხვერლშეწირვის პრაქტიკა ხო, და რო ავიღოთ ბავშვების ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიის დაზიანების პრაქტიკა, რაც პრინციპში ერთი და იგივეა ხომ. ეს კონცეპტუალურად ეს ერთი და იგივე მოვლენებია. ანუ რას აკეთებდნენ ესენი, რომ ბავშვებს იტყუებდნენ იქ, ფრანების გაფრენის რაღაც იმითი, რა ქვია მოტივით და სინამდვილეში უნდა ეჩვენებინათ, დაეზიანებინათ ბავშვების ფსიქიკა თავიანთი ქცევით და როგორც იქცეოდნენ კი ვნახეთ.”

საქართველოში ლგბტ პროპაგანდა უნდა აიკრძალოს

საქართველოს საპატრიარქო: „[3-8 ივლისს დაგეგმილი პრაიდის კვირეულის შესახებ] ჩვენს ქვეყანაში გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა, სამწუხაროდ, არ წყდება. ამაზე მოწმობს მიმდინარე წლის ივლისში დაანონსებული “ლგბტ კვირეული"", რომელსაც, მისი მიზნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს თუნდაც დახურულ სივრცეში გამართვის დროს. მიგვაჩნია, რომ ლგბტ პროპაგანდა დაუშვებელი და მიუღებელია, მით უფრო, ქვეყანაში, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ქრისტიანული ფესვები აქვს. … საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არაერთგზის გამოთქმული პროტესტის უგულებელყოფა არის მისი უმთავრესი ფასეულობების უპატივცემულობა და მკაფიო გამოხატულება მორალური ზიანის მიყენების მცდელობისა. …ეკლესია არასდროს მოუწოდებს ძალადობისკენ, პირიქით, მოსახლეობაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ზრუნავს. ამიტომ დღეს შეიძლება განსაკუთრებულად დროული იყოს მოწოდება საზოგადოებისადმი, გვემსჯელა საკანონმდებლო გზით ზემოაღნიშნული პრობლემის დარეგულირების შესახებ”. 

ალექსანდრე ფალავანდიშვილი, ალტ-ინფოს წამყვანი: “ჩვენ გვაქვს იმის უფლებაც და ვალდებულებაც, ჯერ ვითხოვთ რო კანონს, აიკრძალოს ელგებეტე პროპაგანდა. თუ სახელმწიფო ჩემ შვილებს, ჩემ ქალაქს, ჩემ ქვეყანას არ იცავს ელგებეტე პროპაგანდისგან, მე როგორც მამას, როგორც მოქალაქეს, მაქ არა თუ უფლება, არამედ ვალდებულება, მაშ შორის, ძალით დავიცვა ჩემი შვილები, ჩემი ქვეყანა, აი, ამ ელგებეტე დღის წესრიგის დამკვიდრებისგან. ამაშია საქმე და არა იმაში, რო ვიღაცა ცოდოა, რომელიც ცოდვაში ვიპოვეთ და მივიდეთ და ჩავქოლოთ, ამას არავინ არ ამბობს და ამის დაბრალება ჩვენზე არის დიდი უნამუსობა.”

დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: „წინა გადაცემაში ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, აი, ამ საკანონმდებლო, რომ იტყვიან, აკრძალვების შესახებ, რომ, აი, ეს გარყვნილთა და სოდომისტთა, მოკლედ, ეს შტურმი რამ უნდა აკრძალოს, რამ უნდა შეაჩეროს, რამ უნდა დაარეგულიროს და მე მოგახსენეთ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, იმის შესახებ, რომ ეს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ძალიან მკაცრი გადაწყვეტილება, რომ ეს ელგებეტე, ესე იგი, პროპაგანდა სასწრაფოდ იქნას აკრძალული კანონის ძალით.“

სოსო მანჯავიძე, “გონიერი”-ს წამყვანი: ,,ამოიყვანეთ ბავშვები [პრაიდზე], ჩვენ იქ ფრანებს გავაკეთებინებთ. გვახსოვს ეს ყველაფერი. ანუ რო ავიღოთ ეს თვითონ რელიგიური, სისხლიანი პრაქტიკა ბავშვების მსხვერლშეწირვის პრაქტიკა ხო, და რო ავიღოთ ბავშვების ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიის დაზიანების პრაქტიკა, რაც პრინციპში ერთი და იგივეა ხომ. ეს კონცეპტუალურად ეს ერთი და იგივე მოვლენებია. ანუ რას აკეთებდნენ ესენი, რომ ბავშვებს იტყუებდნენ იქ, ფრანების გაფრენის რაღაც იმითი, რა ქვია მოტივით და სინამდვილეში უნდა ეჩვენებინათ, დაეზიანებინათ ბავშვების ფსიქიკა თავიანთი ქცევით და როგორც იქცეოდნენ კი ვნახეთ.”

ვატო შაქარიშვილი, საქართველო უპიველეს ყოვლისა: „მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს პროცესი უკვე, საორგანიზაციო პროცესი, დაწყებული გვაქვს, ეს გულისხმობს ხელმოწერების შეგროვებას პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით, რომ 2024 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს საყოველთაო პლებისციტი კითხვით: ემხრობით თუ არა ელჯიბიტი პროპაგანდის აკრძალვას?...“

საქართველოში პრაიდის კვირეულის ჩასაშლელად გამოყენებული ძალადობრივი ქმედებები დასაშვებია

ირაკლი მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: „[8 ივლისს ჩატარებულ აქციაზე საუბრობს, სადაც ლგბტ ფესტივალი ჩაშალეს] თუ გაინტერესებთ კაცო პასუხი სინამდვილეში რა არი, არ მოსულა [ძალადობა] კი არა, ეგეთი [გეი] საქართველო რო არ იყოს, მაგისთვის სისხლის ღვრა მოსულა ჩვეულებრივად! აი ომი! 

სტალინმა საქართვლო ლგბტ გარყვნილებისგან იხსნა

დიტო ჩუბინიძე, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი: ,,სტალინის ძეგლის აღდგენაზე რამდენჯერაც მიდგება საქმე, იმდენჯერ პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები პიტკინივით არიან გორში მაშინვე გაჩენილები და არიან ერთ ამბავში, იხევენ ყველაფერს. ვინ ეკითხებათ მაგათ? ვინ კითხავს პოლონეთის ელჩს საქართველოში ჩვენ სტალინის ძეგლს დავდგამთ, შიშველი გიული ალასანიას ძეგლს დავდგამთ თუ გაშიშვლებული ნიკა გვარამიას ძეგლს, ვინ კითხავს პოლონეთის ელჩს, ვინ კითხავს ბალტიისპირეთის ელჩს ვის ძეგლს დავდგამთ ჩვენ…სტალინმა შეაჩერა ეს ბინძური მოძრაობა [ლგბტქ+ თემი] და 50 წლით დაამუხრუჭა, შეაჩერა ეს ბინძური მოძრაობა, თორე რო არ ყოფილიყო შეილება ეხა დღეს მართლა უკვე გოგირდის წვიმა ყოფილიყო მოსული უკვე დედამიწაზე კაი ხნის. მაგრამ ფაქტია რო შეაჩერა ეს.”

ლგბტქი იდეოლოგიის პროპაგანდა დემოგრაფიულ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის

გიგილა ბარამიძე, პოლიტიკოსი: ,,ქვეყანა, რომელსაც სერიოზული დემოგრაფიული პრობლემები აქვს, არ შეიძლება, ავადმყოფურ ლგბტ კულტურას ამკვიდრებდეს! სიბერწის წახალისება ერისათვის დამღუპველია!"

ანტიდასავლური

ანტიდასავლური გზავნილების დიდი ნაწილი, ჰომოფობიური გზავნილების მსგავსად,  3-8 ივლისის პრაიდის კვირეულის საკითხებს შეეხო. პრაიდის ღონისძიებების მხარდაჭერის საფუძველზე, დასავლეთი საქართველოში ცოდვისა და პედოფილიის პროპაგანდისტად წარმოჩინდა მაშინ, როდესაც რუსეთი ლგბტქი იდეოლოგიის პროპაგანდას კანონით კრძალავს. გზავნილების ნაწილით ხაზი გაესვა საქართველოსა და დასავლეთის ღირებულებით შეუთავსებლობას, თუ რამდენად საფრთხის შემცველია დასავლური პროპაგანდა ქართული ტრადიციებისა და იდენტობისთვის. კონსერვატიული მოძრაობის მხრიდან, პრაიდის კვირეულის ღონისძიებების ჩაშლის ერთ-ერთ მიზნად საქართელოსათვის ევროპული მომავლისათვის ხელის დასახელდა.

დასავლეთი, პრაიდის კვირეულის მხარდაჭერით, ცოდვის პროპაგანდას ახდენს საქართველოში

გიორგი ჯამდელიანი, სასულიერო პირი: „აღმაშფოთებელია, რომ მრავალი წლის განმავლობაში ”ლგბტ” მოძრაობა და სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხო ქვეყნებიდან, ცდილობენ ჩვენს საზოგადოებაში გააჩინონ მიმღებლობა გაუკუღმართებული ცხოვრების წესისა. მათ გადაწყვეტილი აქვთ რვა ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროპაგანდირება მოახდინონ ღვთისათვის საძულველი და განმამწარებელი სოდომიტური ცოდვისა, რისთვისაც აღიგავა პირისაგან მიწისა ქალაქები – სოდომი და გომორი. მათ არ უნდა მიეცეთ საშუალება ჩაატარონ ეგრეთ წოდებული ღონისძიება არც ლისის ტბაზე, არც ბაზალეთის და საერთოდ არცერთ კუთხეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. მათი სამიზნეები არიან ჩვენი შვილები და მომავალი თაობა. საზოგადოებამ უნდა მოახერხოს მშვიდობიანი გზით აღკვეთოს “ლგბტ” ტერორიზმი ქვეყანაში!“

დასავლეთი, პრაიდის კვირეულის მხარდაჭერით, ცოდვის პროპაგანდას ახდენს საქართველოში

დიტო ჩუბინიძე, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი: “რუსეთი იცი რატო არ მარცხდება ამ ამერიკა, გლობალურ დასავლეთთან ომში? იმიტო, რო რუსეთთან თუ დასავლეთს აქამდე ქონდა მორალური უპირატესობა რუსეთთან შედარებით, ეხლა დასავლეთს რუსეთთან შედარებით მორალური უპირატესობა აღარა აქვს, პირიქით არი უკვე საქმე. პირიქით არი იმიტო, რო დასავლეთი გახდა ხრწნილების, სოდომიის, ელგებეტე გარყვნილების ბუნაგი და ახლა პუტინი გინდა დიქტატორი ეძახე, გინდა ჩაუშესკუ, გინდა მაო ძედუნი. ფაქტია, რო რუსეთში აიკრძალა ეს სოდომი და ეს ელგებეტე პრაიდები. ამ ხალხს ვერსად ვერ აკრძალავენ, ესენი რაც კაცობრიობა არსებობს არსებობდნენ, ყოველთვის, ახლაც არიან და ხვალაც იქნებიან, მაგრამ ელგებეტე პროპაგანდა რუსეთში არი აკრძალული კანონის ძალით, ვერ გამოვლენ, პარადებს და ღია მსვლელობებს ქუჩებში ვერ გამართავენ, განსხვავებით დასავლეთისგან, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც ხელისუფლება ჯიუტად არ იღებს აი ამ ბინძურ კანონს, აი ამ ბინძურთა აქტივობების და საჯარო მსვლელობის და ე.წ. პრაიდების შესაკავებლად და შესაჩერებლად. ამას ვერ აკეთებენ იმიტომ, რომ არის ზეწოლა დასავლეთის ელჩებისგან.”

დასავლეთი პედოფილიის პროპაგანდას ეწევა

ალექსანდრე ფალავანდიშვილი, ალტ-ინფოს წამყვანი: ,,ის ქვეყნები, რომელიც ტოლერანტობით დასნებოვდნენ და წინააღმდეგობას აღარ უწევენ ამ იდეოლოგიას, მათში, მათ ახალგაზრდებში 1%-დან 22%-მდე ავიდა სოდომისადმი მიკუთნებულობა, საფრანგეთში, ამერიკაში და სხვადასხვა დასავლურ ქვეყნებში თავს მიაკუთნებს ამ ცოდვას. ეს არის პედოფილების მოძრაობა და ხუთი ივლისის ბიჭებს რაც შეეხება ხო, ეს ადამიანები ციხეში სხედან ელემენტარული მიზნით, რომ პედოფილებს არ მისცეს საკუთარი გეგმების განხორციელების საშუალება. …  ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი შვილების გარყვნას ცდილობს და ამაში მონაწილეობს ხო, ეს ადამიანები დაიკავებენ ციხეებს და ეს ადამიანები ჩაჯდებიან ციხეში, არა იმიტომ რომ ვიღაცა რომ კონკრეტულ ცოდვაშია და თავს ვერ ერევა, არა, იმიტომ რომ ცოდვის პროპაგანდას ეწევიან და ჩვენი შვილების გარყვნას ცდილობენ ძალით, ძალმომრეობით.” 

ალექსანდრე ფალავანდიშვილი, ალტ-ინფოს წამყვანი: „ეს ,,მაშასადამე'' ევროპა, დღეს იქცა ელგებეტედ და პირდაპირ გვითხრა ეს ჩვენმა პრეზიდენტმა - ბავშვებში ელგებეტის პროპაგანდაზე აკრძალვა ნიშნავს ევროპასთან დაპირისპირებას. პირდაპირ გვითხრეს.“

"ასავალ-დასავალი, 3 – 9 ივლისი
ზაზა დავითაია, ასავალ-დასავლის ჟურნალისტი: "ახლახან ვნახე ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გამართული ლგბტ აღლუმის ამსახველი ვიდეოს ფრაგმენტი, სადაც ნათქვამია: "ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ პერვერტები (გარყვნილები) და მოვდივართ თქვენი შვილებისთვის, რომ წაგართვათ ისინი!"

ევროკავშირის წევრობა გეი-პროპაგანდის სანაცვლოდ

ზურაბ მახარაძე, ალტ-ინფოს წამყვანი: ,,დასავლეთი გვტენის ამას [პრაიდს], გვეუბნებიან, რო ევროკავშირში ვერ შეხვალთ გეი ორგიების გარეშე. ეგ არი პრიორიტეტი, ხალხო, თქვენი კულტურა და ათასწლოვანი ისტორია ფეხზე გვკიდია, ეს არი პრიორიტეტი. რახან ეგ გაირკვა, ვიღაცეებს ძაან არ უნდათ რო გაირკევს, უბრალოდ, აი, უბრალოდ არ მომწონს ტიპის საუბარზე, მაგათ ფეხზე კიდიათ, არაფერი პრობლემა არ აქვთ ეგეთზე. როცა სახელი ერქმევა კონკრეტული, ეგ არი წინაპირობა [ევროინტეგრაციის], უნდა განისაზღვროს, ჩვენი ფლანგი გახდა ეფექტური იმიტო, რო ზუსტად განსაზღვრა მტერი ვინ არი....” 

დასავლეთი თავს გვახვევს/ლგბტ პროპაგანდას ეწევა

ანდრია კემულარია, დეკანოზი: ,,[3-8 ივლისს დაგეგმილ გეი ფესტივალზე საუბრობს] ელჩების განცხადება ცხადყოფს, რომ ე.წ. უმცირესობები იმართებიან უცხო ქვეყნებიდან. მათი იდეოლოგიის პროპაგანდა წარმოადგენს უცხო ქვეყნების ინტერესს, რომელიც მკვეთრ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ზნეობრივ ტრადიციასთან და მრწამსთან. … საჯარო მსვლელობების მიზანი  არის პროპაგანდა სიბილწისა, რასაც ვერანაირად ვერ შევეგუებით. !

ზვიად ავალიანი,პოსტ TV-ს წამყვანი: „გვასაღებენ და გადაყავთ უფლებების დაცვა პროპაგანდაში და საბოლოო ჯამში რომ ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რაც ხდება საფრანგეთში და ამერიკაში და იქაც დიდი პროტესტი ამაზე, რამდენიმე კვირის წინ კალიფორნიაში სკანდალი იყო სკოლაში, თან კალიფორნიაში რომელიც ყველაზე ლიბერალური შტატია განსაკუთრებით ამ კუთხით და იქაც კი პროტესტია იმიტომ, რომ ყოველგვარ ზღვარს გადაცდა ეს პროპაგანდა, რომელიც თითქოს იწყება უფლებების დაცვით და საბოლოოდ სრულდება იმით, რაც რამდენიმე კვირის წინ, ივნისში ესტონეთი გახდა პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც დააკანონეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება... ზოგიერთი ჟურნალისტი მართლა ისე წარმოადგენს, ან უფლებადამცველი, რომ თითქოს მხოლოდ უფლებების დაცვაზეა ლაპარაკი, მაგრამ საბოლოო ჯამში აქ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ პოლიტიკურ კამპანიასთან.“

პრაიდის კვირეულის ღონისძიებების ჩაშლა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: „რა თქმა უნდა, გეიპრაიდის არ ჩატარება გულისხმობს ევროპულ მომავალზე დარტყმას. ეს არი ქვაკუთხედი, ეს იდეა არი ქვაკუთხედი, ამას თუ არ ატარებინებ, თან არ ატარებინებ იმ ფორმით აი წინააღმდეგობაში შედიხარ, ან მითუმეტეს კანონს თუ იღებს საერთოდ და კანონამდეც მივაყვანინებთ აქაურ პოლიტიკურ ელიტას საქმეს, ეგ გამორიცხავს ევროპაში ინტეგრაციას. ამიტომ, კი, რა თქმა უნდა, შიგ ევროპაში დავარტყით ეხლა ჩვენ ამ აქციით. უბრალოდ აგერ მეორე მხარეს თუ რამის თავი აქვს, ან ეხლა უნდა მოახდინოს ამის დემონსტრაცია, ან შემდეგი და შემდეგი თვეები და წლები ტენდენცია ჩვენ სასარგებლოდ იქნება“.

დასავლეთი ქართული იდენტობის წინააღმდეგ

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ.-ს წამყვანი: „რეალურად, აქ გვაქვს ჩვენ ერთ მოცემულობასთან საქმე. როგორც მტერი შემოგვესია და გვითხრა, ფეხი დააბიჯეთ ხატებზეო, გახსოვთ ალბათ 100 000 მოწამის გმირობა მტკვრის ხიდზე, ფაქტიურად ამას გვეუბნება დღეს დასავლეთი, დააბიჯეთ თქვენს სიწმინდეებზე, დააბიჯეთ თქვენს ხატებზე და რა მოხდა.”

ლევან ვასაძე, ,,ერთობა, რაობა, იმედი”: ,,აი ეს რაღაც დაუდევარი განცხადებები იმის შესახებ თურმე, რო შეთავსებადია ის, რაც ჩვენი ტრადიციაა იმასთან, რასაც ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უცხოეთიდან გვაძალებენ არის მეამიტური და დადგება მომენტი, როდესაც ხელისუფლებას სადემონსტრაციოდ მოუწევს აირჩიოს საკუთარი ხალხის ნორმები, ღირებულებები, ის ფასეულობები, რომლითაც თითოეული მათგანი საკუთარ ოჯახში იზრდებოდა და, რომლის მიხედვითაც მათ უნდათ მათი შვილები იყონ აღზრდილი, თუ ამ ღირებულებების ღალატი, აი ისევ ჩვენდა სამწუხაროდ პერიოდში წელიწადისა დაგვიდგა ეს ცხელი დღე, ეს არჩევანი.”

გიორგი რაზმაძე, დეკანოზი: „დღეს ქრისტეს რჯულს, ზუსტად ამერიკის ელჩი და ეს კონჩიტა დანარჩენი ელჩები ფეხქვეშ თელავენ, თავზე გვაფურთხებენ და გვეუნებიან, თქვენი რწმენა თქვენი ღმერთი ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს. თქვენ, თუ გინდათ, რომ დაგვემსგავსოთ ჩვენ, გახდით ჩვენნაირი. ვერანაირად ვერ გავხდებით თქვენაირი. ღმერთმა დაგვიფაროს.

მომთმენია ქართველი ხალხი, მაგრამ ბოლო რომ აევსება, მერწმუნეთ, რომ ერთს დაიძახებენ და მთლიანად ამ ამერიკის საელჩოს, თავის ევროპელ ელჩებთან ერთად გადაყლაპავენ. დამიჯერეთ ეს ნამდვილად ესე იქნება.“

სექსისტური სიძულვილის ენა

ივლისის თვეში, სექსისტური სიძულვილის ენის ადრესატები ძირითადად აღმოჩნდნენ როგორც პრაიდის კვირეულის მხარდამჭერი ჟურნალისტები, ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ქალები. გზავნილები შეეხო ასევე ოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ, ნანუკა ჟორჟოლიანის საჯარო პოზიციას.

გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით დაცინვა

დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავლის ჟურნალისტი: ,,ასეთი დაბალი ინტელექტის და დაბალი განვითარების და ფაქტობრივად ასეთი ადამიანის [თეა სიჭინავა] დასმა ტელეეთერში, საქართველოში ნომერ პირველი რეიტინგის მქონე არხის ეთერში და ქალს არა აქვს არანაირი, ესე იგი, დარწმუნებული ვარ მაგას “თხა და გიგოც” არ აქვს წაკითხული რა, დარწმუნებული ვარ და რომელ საერთაშორისო პოლიტიკას და რომელ შიდა პოლიტიკას გაარჩევს ხალხო.”

დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავლის ჟურნალისტი: ,,ნანუკა ჟორჟოლიანი, ეს უწიგნური, ეს წერა-კითხვის უცოდინარი, ეს, ნუ მე არ ვიცი, სად დაიბადნენ, ვინ ასწავლათ…სოციალურ ქსელში დაწერა, რო ვინმემ მითხარითო თურქეთს რომელი ტერიტორიები აქვს ოკუპირებულიო. რომელი ტერიტორიები და ისა, ვივამედის კლინიკა, კრეტინი.”

მორალური კრიტერიუმებით თავდასხმა

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ.-ს წამყვანი: ,,ა, ესეთი გახრწნილი ადამიანი [ნინო ზაუტაშვილი] ეს რო არი მე არ მეგულება. ეს იყო სხვათა შორის ერთ-ერთი იყო, როდესაც იქ, კიბეებზე ჩამოჯდა მრავალჯერ, როდესაც ანტიეროვნული პოზიცია დაიკავა და რო ლაპარაკობს, რო ჩემი გადაცემის კარი ღიაა, როდის იყო რამე სახელმწიფოებრივ, ეროვნულ თემაზე ამას ტრიბუნა დაეთმო სხვისთვის. რატო უნდა ვაფინანსებდე ამ გეიაქტივისტს, ზაუტაშვილს მე პირველ არხზე, წადი შვილო და იყავი იმ მთავარზე და იმ ფორმულაზე. თავს ლაფი დავასხი მართლა ამ პირველი არხის ხელმძღვანელობას და ამ ხელისუფლებას მინდა მივმართო, რა აზრი აქვს ამ ფულის გადახდას იმ არხზე, სადაც ასეთი გეიაქტივისტები არიან… ეს ეხლა ჰოლანდიის საელჩოს დაფინანსებით კეთდება ეს კლიპები [საუბარია პირველი არხის ვიდეოებზე პრაიდის შესახებ], გამოყავთ ესეთი ადამიანები, რომლებიც ცნობადი სახე აქვთ, რატო, ვინ ქმნის ამ ცნობადობას, ჩვენი გადახდილი ფულით აი ამ ზაუტაშვილს უკეთდება პიარი, აქვს ალბათ 3-5 ათასი ლარი ხელფასი და ჩვენ ვაფინანსებთ იმას რო ასეთი ადამიანები იჯდნენ პირველ არხზე.”

გარეგნული ნიშნით დაცინვა/შეურაცხყოფა

დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავლის ჟურნალისტი: ,,ჩემი ანი, დავამსგავსე ქალს თუ არა? თავიდან ხომ იყო ოთარი, ახლა დავამსგავსე ქალს...ქალმა მოიწადინა და რაღაცას დაემსგავსა რა. აქამდე ვერ ვარჩევდი ქალი იყო თუ კაცი და ახლა უკვე ქალს გავხარ, ჩემო ანიტა. იმედია გაუმჯობესდება ეს ამბავი. მაგრამ, მთელი უბედურება ის არის, რომ კაცები ემსგავსებიან ქალებს. ანი კი დაემსგავსა ქალს, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ზოგიერთი კაცი ემსგავსება ქალს.”

მონიტორინგის მეთოდოლოგია ხელმისაწვდომია “არა ფობიას!” ვებ-გვერდზე: http://www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის მიერ, პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ბიულეტენში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

გენდერის თემატიკის კვლევა კვლევა, პროექტის  “მათი სახე - მათი უფლებები - ეთიკური მედია კავკასიაში” ფარგლებში,  მედიის განვითარების ფონდის  და  ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” თანამშრომლობით  ხორციელდება.

 
Facebook
Website
Email






This email was sent to <<Email Address>>
why did I get this?    unsubscribe from this list    update subscription preferences
Media Development Foundation · 34/36 Kobuleti St. · Entrance I, Floor 4, Apartment # 5 · Tbilisi 0179 · Georgia