Copy
View this email in your browser
 
ტენდენციები

ნოემბრის თვეში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა: 

  • ქსენოფობიურ გზავნილებს შორის ფიგურირებდა მოსაზრება, რომ საქართველოს მეზობელი ქვეყნების ექსპანსიონისტური მიზნები რუსეთს  საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ და რეგიონში ვითარების დაბალანსებისკენ უბიძგებდა. 
  • ქსენოფობიური განცხადებების ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გენეტიკური მტრობის და შრომით ბაზარზე კონკურენციის კონტექსტში მოიხსენიებდა, ხოლო საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს დემოგრაფიულ საფრთხესთან აკავშირებდა. 
  • ქსენოფობიური შინაარსის იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ქართველი ქალების მიერ ინვიტრო განაყოფიერების შესახებ.  
  • თურქოფობიური გზავნილები ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ ცვლილებებსაც დაუკავშირდა. 
  • რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებების ნაწილი უკრაინის ომს უკავშირდებოდა და ანტისემიტური გზავნილების მეშვეობით ამკვიდრებდა აზრს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია “ებრაული კლანის” დამსახურებაა. 
  • ისლამოფობიური შინაარსის გზავნილები საქართველოში მეჩეთების მშენებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული, კათოლიკური ეკლესიის შესახებ გაკეთებული განცხადებები კი ვატიკანის მიერ ტრანსგენდერი ადამიანების ნათლობის დაშვების  გადაწყვეტილებას მოჰყვა. 
  • ძალადობრივი პარტია “ალტ ინფო-კონსერვატიული მოძრაობა” ექსტრემისტულ განცხადებებს აკეთებდა  და ერთი მხრივ, ლგბტქია+ ადამიანების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას ქრისტიანობით ამართლებდა, მეორე მხრივ, თურქეთის ან რუსეთის მხრიდან “გარყვნილი” საქართველოს ოკუპაციას ლეგიტიმურად მიიჩნევდა. ამავე დროის იგივე პარტია რუსეთში ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ მიღებულ კანონს სანიმუშოდ სახავდა
  • მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია მიიღო, უფრო ინტენსიური სახე მიიღო გზავნილებმა, რომლებიც ევროკავშირს ქართული იდენტობის და ტრაიდიციული ოჯახის საფრთხედ წარმოაჩენდა.
  • სექსისტური სიძულვილის სამიზნეები ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია გახდა, რომლის მიმართ მმართველი პარტიის წარმომადგენელმა შეურაცმყოველ ლექსიკას მიმართა, ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ქსენოფობია

ნოემბრის თვეში ქსენოფობიურ გზავნილებს შორის ფიგურირებდა მოსაზრება, რომ საქართველოს მეზობელი ქვეყნების ექსპანსიონისტური მიზნები რუსეთს  საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ და რეგიონში ვითარების დაბალანსებისკენ უბიძგებდა. ქსენოფობიური განცხადებების ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გენეტიკური მტრობის და შრომით ბაზარზე კონკურენციის კონტექსტში მოიხსენიებდა, ხოლო საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს დემოგრაფიულ საფრთხესთან აკავშირებდა.  პატიმრობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქსენოფობიური განცხადება ქართველი ქალის ხელოვნურ განაყოფიერებას შეეხებოდა. ქსენოფობიური გზავნილების ერთი ნაწილი კი საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს, კერძოდ, აზერბაიჯანულ თემს დემოგრაფიული საფრთხის კონტექსტში განიხილავდა. 

რეგიონში საფრთხის შეკავება მხოლოდ რუსეთს შეუძლია

მიხეილ ჟღენტი, სოლიდარობა მშვიდობისათვის: “რამე რომ მოხდეს და ამ მეზობლებმა ეთნიკურად მონათესავე  მოსახლეობის დაცვა გადაწყვიტონ, სად მივდივართ? განვმარტავ: სამცხე-ჯავახეთს სომხეთი დაიკავებს, თუ ბორჯომამდე არ მოვლენ, ქვემო ქართლს — აზერბაიჯანი, აჭარას — თურქეთი და დაგვრჩება ქუთაისი-თბილისი. როგორ ფიქრობთ, რუსეთი დაჯდება და ხელს არ გაანძრევს”? 

უცხოელები ქართველებს სამუშაო ადგილებს ეცილებიან

დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: "ტურიზმი, რომელიც თურმე საქართველოში ყვავის, უცხოეთიდან შემოსეული ყვავ-ყორნების ნავსაყუდელი ხდება, საიდანაც ჩვენი სამშობლოს გენეტიკური მტრები და საქართველოს ისტორიის გამყალბებლები ქართველ დასაქმებულებს აძევებენ”.

ქეთი ბურნაძე, გიდების ასოციაცია “საგა”: “შემოსეული ირანელები, არაბები, თურქები, სომხები, რუსები, უკრაინელები, ბელარუსები და ყველა, ვინც არც ქართული იცის და არც საქართველოს ისტორია, თავისი ქვეყნიდან იწვევენ ტურისტულ ჯგუფებს და თავად უწევენ ექსკურსიამძღოლობას…”

ქართველი ქალი უცხოელისგან არ უნდა განაყოფიერდეს

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი: "ჩვენ გვჭირდება ბევრი ბავშვი. ქართველმა ქალებმა მუცლით უნდა ატარონ თავიანთი შვილები და არა ამერიკელი, ავსტრიელი, ბანგლადეშელი თუ არაბი“.

საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზებაიჯანელები დემოგრაფიულ საფრთხეს ქმნიან  

 

ნიკოლოზ მჟავანაძე, წამყვანი: “დღეს საქართველოში მრავლდება, მხოლოდ არაქართველები... დღეს საქართველოში ყველაზე უფრო დიდი გამრავლების პროცესი არის აზერბაიჯანულ ეთნოსში”.

დიტო ჩუბინიძე, სეზონი TV-ის თანაწამყვანი: „ეთნიკურ უმცირესობაში ძალიან მალე აღმოვჩნდებით… თან საქართველოში უკვე ყველაზე დიდი გვარი არის ალიევი, როგორც ვიცი მე… მე არ ვერჩი, კაცო, ყველა ერს გაუმარჯოს თავის სამშობლოში...“

არმენოფობია

დიტო ჩუბინიძე, სეზონი TV-ის თანაწამყვანი: “ტყუილებს ასწავლით ბავშვებს, სომხეთის გაქრისტიანებაზე უფრო მეტი წერია საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში, ვიდრე საქართველოს შესახებ იმიტომ, რომ სომხებმა დაწერეს, გვარგადაკეთებულმა სომხებმა დაწერეს”.

თურქოფობია

ნოემბრის თვეში თურქოფობიული გზავნილების ერთი ნაწილი ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილ ცვლილებებს შეეხებოდა, კერძოდ, სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებასა და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, არაგრიფირებული სახელმძღვანელოებით სწავლების დაშვებას. აღნიშნული ცვილებები სკოლებში თურქული გავლენების გაძლიერების საფრთხედ იყო წარმოჩენილი. თურქოფობიური განცხადებების მეორე ნაწილი კვლავ ამკვიდრებდა აზრს იმის შესახებ, რომ თურქეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული  აქვს.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებები საქართველოში თურქულ გავლენას გააძლიერებს

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “აი, თურქეთი, მაგალითად, საქართველოში, აჭარაში, ქვემო ქართლში დააფინანსებს სკოლას, სადაც იქ რაღაც საკუთარი სახელმძღვანელოებით ასწავლიან ბავშვებს, რა კარგი იყო ოსმალეთი და როგორ ბოროტულად და ისე წაართვეს რუსებმა საქართველო ოსმალეთის იმპერიას და მთელი რიგი ტერიტორიები უნდა დაუბრუნდეს დიად ოსმალეთს”.

თუ რუსეთი ოკუპანტია, თურქეთიც ოკუპანტია

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: “მილიონმა თურქმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, 54-ჯერ  შემოიჭრა 1000 წლის განმავლობაში… 33% ტერიტორიების არის თურქეთში, უბრალოდ კი არა, გაათურქეს იქ მოსახლეობაც კი. რატომ არის მილიონი თურქი რომ გადმოვიდა, კარგი და სულ თურქებით რომაა ეს ქვეყანა გავსებული და 100 ათასი რუსი თუ 100 ათასი უკრაინელი რომ შემოვა, რატოა ცუდი”?

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებების ნაწილი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან  შეჭრას უკავშირდებოდა და ანტისემიტური შინაარსის იყო. მკვიდრდებოდა აზრი, თითქოს, ებრელები უკრაინის ანექსიას გეგმავენ, რუსეთის სამხედრო აგრესიის მიზეზი კი უკრაინაში “ებრაული კლანის” ქმედებები გახდა. ისლამოფობიური განცხადებების ნაწილი საქართველოში მეჩეთების მშენებლობას ისლამიზაციის საფრთხესთან აკავშირებდა. კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ განცხადებები კი ვატიკანის მიერ ტრანსგენდერი ბავშვების ნათლობის  ნებართვის გაცემას მოჰყვა, რაც სახიფათო ნაბიჯად ფასდებოდა.

უკრაინაში  ომის მიზეზი “ებრაული კლანია”

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: “ვინ მოაწყო ეს ომი? მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც მაიდანი დაერქვა მაშინ, როცა უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერდა მხარს არსებულ პრეზიდენტს, გააგდეს და პრაქტიკულად, ებრაული კლანი მოიყვანეს. მე ებრაელების წინააღმდეგ კი არ გამოვდივარ, მაგრამ მინდა, ვთქვა, რომ ის იაცენუკი, ვინც იყვნენ, ესენი ყველანი არ წარმოადგენდნენ უკრაინელებს. დღესაც, ვინც პრეზიდენტია უკრაინელი არ არის, პოლონელი ებრაელია... ამას მოჰყვა იმ წამსვე ყირიმის დაკარგვა…”

ებრალები უკრაინის ანექსიას გეგმავენ

 

ლევან ადეიშვილი, პოლიტოლოგი: "სიონისტებმა თავიანთი მარიონეტების მიერ მართული ქვეყნების ხელით ჯერ კიდევ მაიდნამდე წამოიწყეს ფარული ქმედებები, რამაც მოიტანა უკრაინაში ომი! მიზანი და ამოცანა ერთია: უკრაინაში გაყოფილ მიწებზე ახალი ისრაელი უნდა აშენდეს! ამისათვის კი აუცილებელია პალესტინაში შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომელიც ებრაელთა მასობრივ გადასახლებას ლეგიტიმურ საფუძველს შესძენს."

 

მეჩეთები ისლამიზაციის საფრთხეს ქმნიან

ნიკოლოზ მჟავანაძე, წამყვანი: “წადით თქვენ აჭარაში და უკვე იქ ნელ-ნელა, იქაც უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ ისლამიზაცია ხდება სრული. გურიაში, კაცო, გურიაში, ესე იგი, საერთოდ ცხოვრებაში მეჩეთი არ ყოფილა და ეხლა მეჩეთები იქნება იქა”.

კათოლიკური ეკლესიის არატრადიციული მიდგომები მეტასტაზების სახეს იღებს

დავით ქართველიშვილი, ხალხის ძალა:  „ტრანსგენდერი როგორ უნდა მოინათლოს, როგორც კაცი თუ როგორც ქალი? ამაში ხომ არა ბუნება კარნახობს ამას მღვდელს, არამედ, რასაც განაცხადებს თვითონ… რაღაც ისეთ ძალიან სახიფათო გზას, ცივილიზაციურ, კონფლიქტურ გზას დაადგა თვითონ კათოლიკური ეკლესიაც კი, რომელიც თითქოს უნდა იყოს გამაერთიანებელი ამ ტრადიციული მიდგომებისა და ქრისტიანული ცივილიზაციისა და ისიც კი არის უკვე დაავადებული და მეტასტაზები არის შესული”.

ჰომოფობია

ძალადობრივი პარტია “ალტ ინფო-კონსერვატიული მოძრაობა” ექსტრემისტულ განცხადებებს აკეთებდა  და ერთი მხრივ, ლგბტქია+ ადამიანების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას ქრისტიანობით ამართლებდა, მეორე მხრივ, თურქეთის ან რუსეთის მხრიდან “გარყვნილი” საქართველოს ოკუპაციას ლეგიტიმურად მიიჩნევდა ამავე დროის იგივე პარტია რუსეთში ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ მიღებულ კანონს სანიმუშოდ სახავდა. გამართლებულად მიიჩნევდა. ჰომოფობიური ნარატივები ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ ცვლილებებსაც დაუკავშირდა, ჰომოფობიური სიძულვილის ენა კი პერსონალურად მიემართებოდა ოპოზიციონერ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს, რომელმაც სექსისტური სიძულვილის ენის სამიზნე კოლეგა დაიცვა.

ლგბტქია+ ადამიანებზე ძალადობა ქრისტიანულია

 

ირაკლი მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “ძალადობა არ შეიძლება” არის ლიბერალიზმი! ამას ქრისტიანობად ნუ გამოაცხადებთ… ეგ არის ლიბერალების აპრობირებული მეთოდი, რომ აი, ქრისტიანობა იმას ასწავლის, რომ ძალის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება… ნურავინ ნუ იქნება რაღაცა ქრისტეზე უფრო ქრისტიანი, რა. რაც არასდროს არ თქმულა მაგას ნუ გამოვიყვანთ ქრისტიანობად… საქართველოს საზოგადოება როცა მართლა ქრისტიანული იყო, დღევანდელი საზოგადოება რომ ახლოსაც ვერ მივა, გეი პარადი მაშინ წარმოუდგენელ მოვლენად ითვლებოდა იმიტომ, რომ დახოცავდნენ! დახოცავდნენ, პირდაპირ სიკვდილით დასჯიდნენ”.

რუსეთის და თურქეთის მხრიდან “გარყვნილი” საქართველოს ოკუპაცია გამართლებულია

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “აი, მე რომ ვიყო რუსი ან თურქი, რომელსაც პრეტენზია მაქვს, რომ მე ბევრად უფრო მაღალი მორალური წარმოდგენები მაქვს და ბევრად უფრო მორალური საზოგადოება გვაქვს და უნდა გავფართოვდე, საერთოდ და ამ დროს არის რაღაცა გვერდზე, რაღაცა, რა ვიცი, პიდარასტების და ბოზების რაღაცა ერთობა, რატო არ უნდა დავიპყრო? აი, ერთი არგუმენტი მითხარით, მე რომ ვიყო პუტინი ან ერდოღანი, თუ საქართველო გახდა ასეთი, აი, სალიბერასტეთი ბოლომდე, რატო უნდა არ დავიპყრო, მითხარით, რატო უნდა დავტოვო ეგეთი? რა არგუმენტი არსებობს… რა ვიცი, მე მგონია, რო ეგეთმა საქონლობამ საერთოდ არ უნდა იარსებოს”.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებები ლგბტ პროპაგანდას გააძლიერებს

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “რა მოხდება ეხლა ამ კანონების, ამ ცვლილებების მიღების შედეგად… [...] ლიბერალები გახსნიან თავიანთ სკოლებს, მთელი ფონდები გაჩნდება, ანუ ლიბერალებს ფულები არ აკლიათ, მერწმუნეთ, სადაც ბავშვებს ასწავლიან, რო, რა ვიცი, ელგებეტე საკითხი ნორმაა. ჩვეულებრივად ტრანსგენდერმა შეიძლება ასწავლოს ბავშვს იმიტო, რო ჩვენი კანონმდებლობით, პირველ რიგში, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით და დღეს უკვე ამ ცვლილებების მიღებით, ლეგალურია, ჩვეულებრივად დაკანონებულია”.

ჰომოსექსუალობა კანონით უნდა აიკრძალოს

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: „რუსეთში მიიღეს ეხლა კანონი საერთოდ აიკრძალება ლგბტ, საერთოდ ცნება გაქრება რუსეთში, ანუ არცერთ ორგანიზაციას არ დაარეგისტრირებენ და ჩვეულებრივად კრიმინალური აქტის ჩადენას გაუტოლდება. ხოდა აი, ზუსტად, აი, ამ რუსულ კანონს მივიღებთ“.

პოლიტიკური პარტიების, ვინც ლგბტქია+ ადამიანების უფლებებს აღიარებს,მიუღებელია

დიტო ჩუბინიძე, სეზონი TV-ის თანაწამყვანი: “უბედურება ტრიალებს საქართველოში, რომ სოდომიაზე ხელმომწერ პარტიას ჰქვია “სტრატეგია აღმაშენებელი”, ეს ჭიჭე [გიორგი] ვაშაძე რო არის, რა და აი, მაგან ხმა როგორ უნდა მიიღოს?! ქართველებო, დაფიქრდით, კაცმა ხელი მოაწერა სოდომისტურ აქტზე 15 გეი პარტიასთან ერთად შარშან წინ, მაისში და პარტიას ჰქვია “სტრატეგია აღმაშენებელი” და ამას როგორ აძლევთ ხმას”?!

სხვა ჰომოფობიური გზავნილები

შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “[ალეკო ]ელისაშვილიც ტრანსგენდერია, რა და გეტყვი, რატო. გენდერი ხო ძალიან ბევრნაირი არსებობს, რა. გენდერი ამოუწურავია და მაგალითად, ესეთი გენდერი, აი, ესეთი კაცი ადრე არ არსებობდა, ეგ არ არის მთლად, აი, ტრადიციული შინაარსის კაცი, ეგ არის ცოტა, აი, დროში და რეალობაში დაკარგული ვიღაც გენდერი...ამას რა სჭირს, იცი? აერია, აი, კაცების მიმართ რა მოსულა და ქალების მიმართ რა მოსულა, ეგ დროში აერია, გაიგე და  ქალი, აი, შეიძლება იყოს უკიდურესად ამორალური, მარა მაგას უნდა დაიცვას, როგორც მანდილოსანი…”

ანტიდასავლური

მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია მიიღო, უფრო ინტენსიური სახე მიიღო გზავნილებმა, რომლებიც ევროკავშირს ქართული იდენტობის და ტრაიდიციული ოჯახის საფრთხედ წარმოაჩენდა. გარდა ამისა, დასავლეთი წარმოჩენილი იყო მხარედ, რომელიც ფემინისტებსა და სექსუალურ უმცირესობებს პრივილეგიებს ანიჭებს, გარკვეული სიკეთეების სანაცვლოდ კი კაბალურ მოთხოვნებს გვიყენებს.

ისრაელზე ჰამასის თავდასხმა “მამათმავლური გარყვნილების” გამო სასჯელია

 
 
 

შოთა მარტინენკო, კონერვატიული მოძრაობა:  “პირდაპირ იმის სწავლება ხდება ბავშვებისთვის, რო რაღაცა რო არ მოგეწონება, შენ შეგიძლია პოლიციას მიმართო... ვიღაც ბავშვი დასვეს და აყურებინებენ, აი ყველა ჩვენ ბავშვებს, რო შეგიძლია შენ მშობლებს უჩივლო და მშობელი ვიღაც ბოროტი ვიღაცაა იმიტომ, რო, აი, გაათხოვებს ეხლა რა... რაღაცეები, ისეთები ხდება, მშობლებისგან საფრთხეები მომდინარეობს ბავშვებო და არსებობს ასეთი საზოგადო ობიექტური სიკეთე, სახელმწიფო და სახელმწიფოსთან უჩივლეთ ხოლმე თქვენს მშობლებს, რა, ამ წარმოდგენებით. თან ევროკავშირი ამას ქმნის, ევროკავშირის პროგრამა და ჩვენი ხელისუფლება ამას პირდაპირ ასწავლის და რა თქმა უნდა, მაგის შედეგად საბოლოო ჯამში, როცა სახელმწიფო მაგას გიქადაგებს: შენი მშობლებისგან წამოიდგინეთ, გაკვეთილია, რო შენი მშობლებისგან გჭირდება დაცვა.“

დასავლეთი მხოლოდ ფემინისტების და სექსუალური უმცირესობების უფლებებს იცავს

შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “ევროპაში იკრძალება ძალადობა პიდარასტზე. ჩვეულებრივ ადამიანზე ძალადობა კი არ... აი, ანტიპიდარასტული შეხედულებების ჩვეულებრივ ადამიანებზე ძალადობა არ იკრძალება, კაცო... შეგიძლია, პალესტინას დაუშვა და კორპუსები და კვარტლები ჩააგდო მიწაში და ჩააბეტონო, მაგას პრობლემა კი არა აქვთ, კაცო, ეგ ანტიდემოკრატიული ბავშვები იქნებიან. აი, პროპიდარასტული ხალხი არი ხელშეუხებელი“.

ქალებზე/ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულები დასავლეთის პატიმრები არიან

 

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “ციხეები არის გადავსებული მამაკაცებით, აი ამ მანკიერი, მახინჯი კანონების შედეგად, რომელიც დასავლეთიდან ბრძანების ფორმით რო წამოვიდა, შეასრულა „ოცნებამ“... მაგალითად, ნებისმიერმა ქალმა რო რაღაცა დაგაბრალოს, რაღაც ოცი წლის წინ ამან ჩემზე რაღაცა, აი, ჩემზე იძალადა, ეგრევე გაგიშვებს მოსამართლე ციხეში პატიმრობით… ისეთი პრაქტიკა დაამკვიდრეს სკოლებში ფემინისტური, გარკვეული ნარატივები გაუღვივეს ქალებს, რომ ბავშვს, შვილს აჭერინებენ მამას, ცოლს, აჭერინებენ ქმარს და რამდენია, იცით, ასეთი ადამიანი ციხეში”?

ევროკავშირი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას

 

ტრისტან წითელაშვილი, სამხედრო ექსპერტი: “ეხლა ეს რეკომენდაცია, რომელი რეკომენდაციაც ჩვენ შემოგვტენა ევროკავშირმა, მე აქ პირდაპირ დავინახე ის, რომ მშვიდობით პატიოსნებავ, გაუმარჯოს ბოზებს და პიდარასტებსო! [...] დაახვიეთ ეგ ფურცელი და შეტენეთ ერთ ადგილას აი, იმ ევროკავშირის ლიდერებს და წაიღეთ უკან, ჩვენ არ გვჭირდება მაგი”!

გიორგი რაზმაძე, ფილოსოფოსი: “რა პირობები იქნა დაყენებული, აი ამ, ასე ვთქვათ სტატუსთან დაკავშირებით? მე მინდა გაცნობოთ, რომ პირობები არის ის, რომ აქ ჩატარდეს და ნორმალიზაცია მოხდეს უკიდურესი პერვერსიის, რასაც ქვია მამათმავლობა, რასაც ქვია ლესბოსელობა, რასაც ქვია ტრანსგენდერობა, რასაც ქვია, არ ვიცი სხვა მრავალი პლიუს-ქიუ სრული სიგიჟე, ანუ რეალურად პერვერსია ხდება სიმართლის”.

სექსისტური სიძულვილის ენა

სექსისტური გზავნილების დიდი ნაწილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას შეეხებოდა, როდესაც მმართველი გუნდის დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ კოლეგას, თეონა აქუბარდიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ნოემბრის თვეში სექსისტური სიძულვილის ენის სამიზნე ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებთან ერთად პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც გახდა.

მორალური კრიტერიუმებით თავდასხმა

ირაკლი ბერაია, ქართული ოცნება: “ქალბატონი [თეონა] აქუბარდია არაერთხელ არის ნამყოფი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე. [...] როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არცერთხელ დარბაზში არ მჯდარა, იყო გაქცეული, ან შოპინგზე, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, პახმელიაზე, ბალიშიდან ეზარებოდა თავისი წამოწევა. [...] რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია ყოველთვის მოიხსენიებს ბოლო ერთი წელია ჩვენს კომიტეტს და მეც, არცთუ ისე სახარბიელოდ, არის ის, რომ მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება, მისნაირებთან და ვიღაც ვიღაცეებთან სელფების გადაღების და გაფეისბუქების საშუალება, აეროპორტის ლაუნჯებში შესვლის, იქ გასკდომის და გამოთრობის საშუალება და გაშხლართვის და ვინ მას იცნობს, ძალიან კარგად მიხვდება, მე რაზე ვსაუბრობ და შესაბამისად, მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს”.


ჯაბა ხუბუა, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: “რა ძალას შეუძლია, გაწმინდოს მისი [ხათუნა სამნიძის] პოლიტიკური ბიოგრაფია, რომელიც ნეოლიბერალიზმით, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ბრძოლით, მოხუცი პატრიარქის ლანძღვა-გინებითა და მკვლელი, მწამებელი და გამაუპატიურებელი რეჟიმის შემქმნელ ნაცბანდასთან პარტნიორობით არის დაბინძურებული"?!

 

სლატშეიმინგი

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ესენი [ოპოზიციონერი დეპუტატი ქალები]  ვინც არიან, გავიგე, ბოზადარები არიან და პრასტიტუტკები არიან და თქვა კიდევაც ამ კაცმა, რომ ენა ნამყოფიო და გაშხლართული... ბოლო შინაარსი, აი, ეს იყო, აი, ამ ბერაიას და, აი, ამ ღუდუშაურის ნათქვამის, რომ სპლაშნოი სექსები აქვთ, უცხოეთში რომ დადიან... მეტი რაღა უნდა ეთქვა იმას, კულტურული ფორმებით თქვა, ესენი არიან ბოზებიო და მეც ვეთანხმები, არიან ბოზები.“

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “ეს არის დასავლეთში დამკვიდრებული რაღაცა სიმახინჯე, კაცები დაკოდეს, ეს ფემინისტი ბოზი ქალები თავზე დაასვეს… ანუ ამ ფემინისტმა, ამ ნაბოზარმა ყველაფერი იკადროს, ხელით შემეხოს, იფურთხოს და კაცმა, კაცს მანდილოსანივით უნდა მიუდგე”.

სექსიზმი/მიზოგინია

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “ელისაშვილი და იმ ქალის [ხათუნა სამნიძის] თავით უნდა გააღო კარი. არა, ბიჭო, აბა ეხლა ვიღაცა ფემინისტი ნაბიჭვარი ხელით უნდა მეხებოდეს და მე უნდა მოვითმინო....” 

გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით დაცინვა/შეურაცხყოფა



შალვა რამიშვილი, პოსტვ-ის წამყვანი: “ამას ნუ ვებრძვით რა, ამ გოგოს [სოფო ჯაფარიძეს] ნუ ვებრძვით, რა. პროსტა სულელი გოგოა, რა, სულელუკაა, რა“.

მონიტორინგის მეთოდოლოგია ხელმისაწვდომია “არა ფობიას!” ვებ-გვერდზე: http://www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის მიერ, პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ბიულეტენში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

გენდერის თემატიკის კვლევა კვლევა, პროექტის  “მათი სახე - მათი უფლებები - ეთიკური მედია კავკასიაში” ფარგლებში,  მედიის განვითარების ფონდის  და  ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” თანამშრომლობით  ხორციელდება.

 
Facebook
Website
Email






This email was sent to <<Email Address>>
why did I get this?    unsubscribe from this list    update subscription preferences
Media Development Foundation · 34/36 Kobuleti St. · Entrance I, Floor 4, Apartment # 5 · Tbilisi 0179 · Georgia