|
ოქტომბრის თვეში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
- ანტიდასავლური გზავნილების ერთ-ერთი მთავარი თემა პალესტინა-ისრაელის ომი იყო. მკვიდრდებოდა აზრი, რომ დასავლეთმა რელიგიასა და იდენტობასთან ბრძოლით ისლამურ ქვეყნებს აგრესიისკენ უბიძგა. ასევე, გვხვდებოდა მტკიცება, რომ დასავლეთი საქართველოში ღაზის სექტორიდან დევნილი მოსახლეობის მიღებას გვაიძულებს.
-
თურქოფობიური გზავნილები კვლავ საქართველოს ექსპანსიისა და ისლამიზაციის საშიშროებაზე აკეთებდა აქცენტს, ამ საფრთხის შემაკავებელ ერთადერთ ძალად კი რუსეთს განიხილავდა.
-
ქსენოფობიური შინაარსის განცხადებებში საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები სახელებოდნენ დეზერტირებად, რუსები კი — მშვიდობისმყოფებელად, რომლებმაც თავიანთი ქვეყანა იმის გამო დატოვეს, რომ უკრაინელების დახოცვა არ სურდათ.
-
არმენოფობიური გზავნილები სომეხ დევნილებს — საფრთხედ, ხოლო ეთნიკურად სომეხ ქართველებს ნეგატიურად წარმოაჩენდა, ანტიაზერბაიჯანული ნარატივები კი აზერბაიჯანული ეთნოსის არსებობას უარყოფდა და მას თურქეთთან აკავშირებდა.
-
ანტისემიტური გზავნილების ავტორები ყურადღებას ებრალების მხრიდან უკრაინის ოკუპაციის საშიშროებაზე ამახვილებდნენ.
-
რასისტული გზავნილებით ფერადკანიან ადამიანებს დაბალ სოციალურ საფეხურზე მყოფ, კრიმინალისკენ მიდრეკილ მოქალაქეებად განიხილავდნენ, რომლებმაც წარსულ ტრავმებთან გამკლავება ამ დრომდე ვერ შეძლეს.
-
ჰომოფობიური ნარატივების დიდი ნაწილი მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს შეეხო. ზოგიერთი აქტორის მტკიცებით, კანონმდებლობის ცვლილებით ევროკავშირი მათ გამოხატვის თავისუფლებას მიზანმიმართულად უზღუდავს.
-
ჰომოფობიური სიძულვილის ენა დაუკავშირდა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ლაშა შეროზიას და წალენჯიხის მერს, გია ხარჩილავას. ერთ შემთხვევაში კი ისრაელზე ტერორისტული ჰამასის თავდასხმა “მამათმავლური გარყვნილების” გამო სასჯელად იყო წარმოჩენილი.
-
სექსისტური სიძულვილის ენის სამიზნეები პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები იყვნენ.
|
|
|
|
ოქტომბრის თვეში ქსენოფობიური გზავნილები თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ოკუპანტ/არამეგობრულ ქვეყნებად წარმოაჩენდა, “ტერიტორიული და ეროვნული მთლიანობისთვის” კი საზოგადოებას რუსეთისადმი მადლიერებისკენ მოუწოდებდა. კვლავ ვრცელდებოდა გზავნილები საქართველოში სომეხი ლტოლვილების ჩამოსახლების საშიშროებაზე. გარდა ამისა, ზოგიერთი აქტორი უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვდა.
|
|
|
უცხო ქვეყნის მოქალაქეები დემოგრაფიული ექსპანსიის საფრთხეა
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “მე ქუჩაში დავდივარ, აი, ჩადით აჭარაში, ქართველებს ვერ ნახავთ უკვე ქუჩებში… როგორც ეხლა დიდ დიღომში წადით, ირანული კვარტლები გეგონება”.
|
|
|
საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები დეზერტირები არიან
|
|
|
|
დავით ახრახაძე, ომის ვეტერანი: “გეივსო რუსებით აქაურობა? არ გავსებულა და უკრაინელი დეზერტირებით კი გეივსო საქართველო. [...] აქ ჩამოსულ უკრაინელ ბიჭს რომ ვუყურებ, ჩემში ის არის დეზერტირი, რუსი დეზერტირი, ქე მაინც, იმიტომ მაინც არის დეზერტირი, რომ უკრაინელი არ მოკლას”.
|
|
|
უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესი უნდა გამკაცრდეს
|
|
|
|
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: “საჭიროა საკანონმდებლო დაცვა ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული სიტუაციისა… ძალიან ადვილად ხდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება უცხოელებზე. ეს იქნებიან არაბები, იქნებიან თურქები, იქნებიან ირანელები თუ ასე შემდეგ… ჩვენ შეგვიძლია, რეესტრის ეროვნულ ბიუროებში ვნახოთ, რამდენი უცხოელია უკვე საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე და საქართველოს სიმდიდრის მფლობელი, ყველაზე სახიფათო, რაც არი ჩვენი ქვეყნისთვის”.
|
|
|
საქართველომ სომეხი ლტოლვილები არ უნდა მიიღოს
|
|
|
|
დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: “იმედია, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ გამოიჩენს ნოე ჟორდანიასეული ხელისუფლების სიბრიყვეს და საქართველოს ჭიშკარს არ გაუღებს სომეხ დევნილებს, რომლებსაც ისტორიულმა სამშობლომ მასპინძლობაზე უარი უთხრა. სომეხი დევნილები, რომლებმაც თომა მეწოფეცის თქმით, ათასი კაცი შეჭამეს, საქართველოში დარჩნენ და მათ სამშობლოში დაბრუნება არცკი უფიქრიათ. იმ კაციჭამიების შთამომავალთაგანი რამდენია დღეს გვარგადაკეთებული და გენეტიკური დივერსანტი და რამდენი გვიზის პარლამენტში, ღმერთმა უწყის”.
|
|
|
|
დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: “აზერბაიჯანი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ერთეული, მზისქვეშეთში არასოდეს არსებობდა და ისეთივე ხელოვნური ქმნილებაა, როგორც, მაგალითად, “კაზანტრიპი”... სინამდვილეში აზერბაიჯანელი ნიშნავს თურქს”.
|
|
|
თურქეთის ექსპანსიისგან ჩვენი დაცვა მხოლოდ რუსეთს შეუძლია
|
|
|
|
მამუკა კარტოზია, პატრიოტთა ალიანსი: “ხვალ რომ დადგეს ეს საკითხი და რუსეთს თავისი პრაგმატული, ნაციონალური ინტერესებისთვის დასჭირდეს… დავუშვათ თქვას, რომ მე ვხუჭავ თვალს, ხო, მეორე დღეს თურქის ჯარი აჭარაში იქნება და შეიძლება, გურია და აჭარაც შემოიერთოს”.
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ჩვენ [რუსეთთან ერთად] უნდა გაგვეკეთებინა, ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი. ეს ჩვენთვის კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ იქ არ მოხდებოდა დღეს რაც ხდება, რომ აჭარის ისლამიზაცია, რომ მეჩეთებად არის ქცეული მთელი აჭარა”...
|
|
|
ებრაელები უკრაინის ექსპანსიას გეგმავენ
|
|
|
|
მაყვალა ბერიანიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: “უკვე ცნობილი გახდა, რომ მთელი ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ოდესასა და მის შემოგარენში რუსეთმა მიწასთან გაასწორა, თურმე ომის დაწყებამდე სულ ებრაულ ფირმებს ჰქონიათ აღებული და იგეგმებოდა ყველაფრის დემონტაჟი, რათა ახალი შენობები და კვარტლები აეშენებინათ. [...] ის, რაც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ისრაელის მისამართით განაცხადა, ბევრ რამეს ცვლის. მოგეხსენებათ, მან თქვა, რომ მთელი 56 წლის განმავლობაში ისრაელი ტანჯავს და ოკუპაციაში ამყოფებს პალესტინას. საცოდავ უკრაინას, რომელიც მიწასთან არის გასწორებული, სიურპრიზები წინა აქვს. როგორც კი ისრაელში ვითარება დაიძაბა, ხომ ხედავთ, 15 ათასი კაცი მაშინვე საქართველოში დაბრუნდა. უკრაინაში ათასჯერ და ასჯერ 15 ათასი ჩავა ისრაელიდან”.
|
|
|
|
არაქართულ ეთნიკურ წარმომავლობაზე ხაზგასმა მოწინააღმდეგე მხარის დისკრედიტაციის მიზნით ხდებოდა. ამ ნიშნით დისკრიმინაციის სამიზნეები ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და უკრაინის რადას ფრაქციის, “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია გახდნენ.
|
|
|
|
ლევან ხაჭაპურიძე, მოქალაქე: “სააკაშვილის ოსი მამა და დედა შევაგინე... სააკაშვილის ბაბუა, მიშა სააკოვი ატენის ხეობის თავში ცხოვრობდა. ის სუფთა ოსური სოფელია. პაპამისი მიშა სააკოვი და პავლე ხაბალაშვილი, ანუ ხაბელოვი, მეზობლები იყვნენ. იმ სოფელში 70% არიან სააკიანები და 30% — სიუკაევები. გაიხსენეთ, 2010 წელს სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტს დიმიტრი გორდონს და მასთან აღიარა, რომ მისი გვარი სამხრეთ ოსურია. მათი გვარგადაკეთებული გენეტიკური დივერსანტი მთავრობა-მეთქი და კარგად შევუკურთხე”.
დიტო ჩუბინიძე, სეზონი TV-ის თანაწამყვანი: “დაღუპა ქვეყანა ამ გარეწარმა, აი, ამ გათახსირებულებმა, ამ პადონოკებმა და ამ პოდოლიაკებმა და ის ქართველი რომ არის, ის კი ქვეწარმავალი კიდე. ის რა ქართველია, კაცო, გაგრიდან გაქცეულის ნაძირალა, დავით არახამია. ის რა გვარია კიდე, ეგ დასადგენია და ეგ რა ეროვნებისაა, ისიც გასარკვევია კიდე, რა”.
|
|
|
|
სექტემბრის თვეში ჰომოფობიური ნარატივების დიდი ნაწილი მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხებოდა. ზოგიერთი აქტორი ჰომოფობიური მაგალითებით ცდილობდა, ეჩვენებინა, როგორ გამოხატვას უწესდება შეზღუდვები. ასევე, ჰომოფობიური სიძულვილის ენა პერსონალურად მიემართებოდა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ლაშა შეროზიას მის მიერ დადგმული სპექტაკლის გამო, რომელშიც, ამავე გზავნილების ავტორების მტკიცებით, სექს სათამაშო იყო გამოყენებული. ჰომოფობიის სამიზნე, ასევე, გახდა წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა, ზუგდიდის ქუჩების ფერადი ქოლგებით მორთვის გამო.
|
|
|
|
დიტო ჩუბინიძე, სეზონი TV-ის თანაწამყვანი: “ეს შეროზია უნდა გამოაგდო მანდედან, სულ პანჩურები უნდა ურტყა. ეგ უნდა პროქტოლოგმა შეამოწმოს, ვინ არის საერთოდ. როგორც კი ლაპარაკი დაიწყო, შუბლზე აწერია, ვინ არის ეგა, მაგრამ, მე მოვუწოდებ ზუგდიდის საზოგადოებას, ამათ თავიანთი გაჭირვება ეყოფათ, ამათ ცემა და რაღაცა… მე მოვუწოდებ ზუგდიდის საზოგადოებას, ამ გათახსირებულებს პასუხი გაეცით, რა და ეს პედარასტები გამოყარეთ თეატრიდან”.
მალხაზ თოფურია, პატრიოტთა ალიანსი: “წალენჯიხაში მოინდომეს რაღაც გეი-ფესტივალი. არ ვიცი, ეს მათი მერი, რომ ჰკითხოთ, კაი მოქეიფე, ამ დროს, ჩვეულებრივი ქათამი ყოფილა და რაღაც ქოლგები დააკიდებინა იქ და გამოვიდნენ წალენჯიხელები... და ეს ქოლგები პირდაპირ, მაპატიეთ შედარებისთვის და, გაუკეთეს ერთ ადგილას ის ქოლგები და ჩამოახსნევინეს. სხვათა შორის, პოლიციამაც ეს სიხარულით გააკეთა”.
|
|
|
ისრაელზე ჰამასის თავდასხმა “მამათმავლური გარყვნილების” გამო სასჯელია
|
|
|
|
გიორგი რაზმაძე, დეკანოზი: “შემთხვევითაც არც არაფერი ხდება. [...] რამდენიმე კვირის წინ იერუსალიმში მილიონიანი პიდარასტების მარში მოეწყო და ეს, რაც მოხდა ეხლა ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, სადაც ნარკოტიკი და მეძავობა და მამათმავლობა მიღებულია, იქიდან წაიყვანეს და დაატყვევეს სამასამდე ადამიანი. [...] ცოდვას შესაბამისი სასჯელი მოსდევს ხოლმე”.
|
|
|
ჰომოფობებს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ
|
|
|
|
ირაკლი მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “სიძულვილის ენად ჩაითვლება, გეტყვით, რა, მაგალითად: არ ვემხრობით იმას, რო საჯაროდ ჩატარდეს რაღაც ელგებეტე პარადი, ეს არის მიუღებელი, ამის ჩატარება უნდა აღმოვფხვრათ. გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “მიმაჩნია, რო ელგებეტე პროპაგანდა არის საქონლობა, ამორალურობა და არაადამიანობა, ესეც უკვე სიძულვილის ენაა… შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “ჰომოსექსუალობა არი გარყვნილება და პათოლოგია...კაცი ტრანსგენდერი, რომელიც იძახის, რო ქალია, სინამდვილეში, ფსიქიკური დარღვევა აქ”.
|
|
|
ლგბტქია+ ადამიანებზე ძალადობა გამართლებულია
|
|
|
|
ირაკლი მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “სიძულვილის ენად ჩაითვლება, გეტყვით, რა, მაგალითად: არ ვემხრობით იმას, რო საჯაროდ ჩატარდეს რაღაც ელგებეტე პარადი, ეს არის მიუღებელი, ამის ჩატარება უნდა აღმოვფხვრათ. გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “მიმაჩნია, რო ელგებეტე პროპაგანდა არის საქონლობა, ამორალურობა და არაადამიანობა, ესეც უკვე სიძულვილის ენაა… შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “ჰომოსექსუალობა არი გარყვნილება და პათოლოგია...კაცი ტრანსგენდერი, რომელიც იძახის, რო ქალია, სინამდვილეში, ფსიქიკური დარღვევა აქ”.
|
|
|
ლგბტქია+ ადამიანები საკანონმდებლო პრივილეგიებით სარგებლობენ
|
|
|
|
შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “თუკი მიდის ვიღაც პიდარასტი და ვიღაცამ ცემა, სხვანაირ ჭრილში უნდა ირჩეოდეს ეგ საკითხი, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი რომ მიდის და ვიღაცამ ცემა? ეგ საერთოდ რა მიდგომაა, ვერ ვხვდები… ის არის სრული ლიბერალიზმი ეს რაღაც, პიდარასტი მიდის და რახან პიდარასტია მაგის გამო, რო ოთხ წელს სვავენ ხალხს ციხეში”.
|
|
|
პროსახელისუფლებო არხებზე ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, წამყვანი: “[ნათია ორველაშვილი, იმედის ჟურნალისტი] ბავშვებს ეუბნებოდა: დემნა გვასალია რა მაგარია, ხო იცითო, არა. ანუ ბიძინა ივანიშვილის კუთხეში ქალი აეკეთებდა სოდომიის პროპაგანდას, აი, სკოლის მოსწავლეებთან”.
|
|
|
|
ანტიდასავლური გზავნილები აქტიურად ამკვიდრებდა აზრს, რომ დასავლეთმა ისლამის შეურაცხყოფით მუსლიმური ქვეყნების კოალიციის შექმნა და მათი აგრესია წაახალისა. წინა თვეების მსგავსად, აშშ და ევროპა კვლავ იდენტობასთან მებრძოლ და მომავალი თაობის გარყვნით დაინტერესებულ ძალად იყო წარმოჩენილი. ამ მიზნით “მართულ პროცესად” ფასდებოდა ჰეოლოუინის დღესასწაულიც, რომელიც 31 ოქტომბერს აღინიშნა.
|
|
|
დასავლეთმა საკუთარი ქმედებებით ტრადიციულ საზოგადოებებს / მუსლიმურ ქვეყნებს აგრესიისკენ უბიძგა
|
|
|
|
გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “აი, წარმოვიდგინოთ საფრანგეთში ცხოვრობ, მარსელში, რაღაც მესამე თაობის ალჟირელი მიგრანტი ხარ… შენი იდენტობა არ დაგიკარგავს, იმიტომ რომ მარსელის უმრავლესობა შენიანები ცხოვრობენ და აი, ამ რაღაც გეტოებში დაიბადე, მეტ-ნაკლებად ეკონომიკური შესაძლებლობები იდენტური გაქვს, არაფერი ისეთი ფრანგს არ აქვს, რაც შენ არ გაქვს… და ეს ფრანგი გახდა რაღაცა, რავი, კაბა ჩაიცვა კაცმა, ქალი რაღაცა, რა ვიცი მე, ის გახდა და რაღაცა გაგიჟდა ეს ფრანგი. გამოშტერდა, ცხოველი გახდა. ვერ არჩევს სქესს, თავის ბავშვს აჭრის გენიტალიებს, ბიჭს აცმევს გოგოს ტანსაცმელს. აი, რანაირად არ უნდა იყო მის მიმართ აგრესიული… რანაირად უნდა ინტეგრირდეს ეს მის საზოგადოებაში მე ჩემამდე ვერ დადის”.
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “მეათეჯერ წვავენ შვედეთში ყურანს, წმინდა წიგნს მუსლიმანებისათვის, ეს შვედეთის მთავრობას ფეხებზე კიდია, ეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებააო. ირანში ვნებათაღელვა მიდის ამის გამო სერიოზული, თურქეთში… რა გინდათ? ვერ გავიგე, რატო იმას შვებით… ჩვენთვის რა თქმა უნდა ქრისტიანობაა ყველაზე მთავარი რელიგია, მაგრამ მე პირადად მუსლიმანების უფლებებიც რო ირღვევა, მაგაზეც, რა თქმა უნდა, გული მტკივა… ეს ნაძირალა დასავლეთის პოლიტიკა, რო, აი, სწორედ ეს დაპირისპირებები მოხდეს, რატო, რატო უნდა მისცე შენ, იმას აუნთო მწვანე შუქი, იმ შარლი ებდოს, რომ მუჰამედის კარიკატურა იყოს, რატო უნდა დაიწვას ყურანი, დადექი და ბოდიში და დაწვა თუ გინდა, თავი… აბა, ეხლა პიდარასტების სიმბოლო დაწვი, იმაზე კანონი დაგსჯის.
|
|
|
ევროკავშირი სტატუსის სანაცვლოდ ღაზის სექტორიდან დევნილების მიღებას გვაიძულებს
|
|
|
|
ბესო ბარბაქაძე, საქართველო და მსოფლიოს ჟურნალისტი: “ცდილობენ, საქართველოს მსგავს ქვეყნებს, 1 და 2 დევნილი კი არა, 50 000 შეტენონ. შეიძლება, ისიც არ იცის ბევრმა, რომ ლტოლვილების მიღების თხოვნთ ევროკავშირმა საქართველოს რამდენიმეჯერ მიმართა. საქართველოში არსებობს თავშესაფარი, რომელშიც 20-მდე პალესტინელი ცხოვრობს (მხოლოდ ქალები და ბავშვები), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ, სადაც 20-მდე ადამიანი დავაბინავეთ, იქ 50 000-საც უნდა გამოინახოს ადგილი… ამიტომ ვამბობთ, რომ საქართველო არ უნდა დახარბდეს არც ევროპა-ამერიკელების მიერ შემოთავაზებულ გრანტებს და არც სხვა პირობებს, თუნდაც დევნილების შეფარების სანაცვლოდ, კანდიდატის სტატუსი მოგვცენ. არ გვინდა ასეთი სტატუსი”.
|
|
|
დასავლეთი თავს გვახვევს სატანისტურ დღესასწაულებს
|
|
|
|
სპირიდონ ცქიფურიშვილი, დეკანოზი: “ეს სატანური რიტუალები, გარყვნილების პროპაგანდა, ნარკოტიკებში ერის ჩახშობა, კაზინოებში, ერის გაუბედურება და ასე შემდგომ, საერთოდ, ჩვენი ახალი დამპყრობლის, ლიბერალური დასავლეთის მიერ ხო არ არის ძალდატანებით გაკეთებული? ვაი, ვაი, რო ზუსტად ასეა, სწორედ მაგაშია საქმე... გრანტები ხომ არ არი მიზეზი? [...] ჰელოუვინი ეს არის მართული პროცესი, ჩვენი მომავალი თაობა რომ გამოგვტაცონ ხელიდან”.
|
|
|
დასავლეთში ქართველ მოძალადე ჰომოფობებს შენატრიან
|
|
|
|
გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “საქართველოს ისტორიაში ყოფილა, რომ დასავლეთიდან ჩამოსულა ლიბერასტი და მისულა აქაურ ლიბერასტებთან და რამე მასწავლეთ, ხალხო? აქეთ თუ ჩაუტარებს ამ კლოუნებს ტრენინგს და ჩვენ რომ 5 ივლისი მოვაწყვეთ, რა ვიცი, ძალიან ბევრი დასავლელი გვიკავშირდებოდა, არ ვიცი, საიდან იგებდნენ ჩვენს ნომრებს, მაშინ მთლად ეგრე არ ვიყავით გაქაჩულები და ძალიან ბევრი ევროპელები გვხვდებოდნენ, გვირეკავდნენ და ოღონდ თქვენ გვასწავლეთ, როგორ უნდა ვიყოთ თქვენნაირები”.
|
|
|
პროდასავლელი კავკასიელი “გეოპოლიტიკური ტრანსგენდერია”
|
|
|
|
ჯაბა ჟვანია, ზურა მახარაძე ალტ-ინფოს წამყვანები: “ყველაზე სასაცილოდ და კომიკურად გამოიყურება კავკასიელი, რომელიც თავს აიდენტიფიცირებს ევროპასთან… — ზურა მახარაძე: მე ხო იცი, მაგას ტერმინი მოვუფიქრე, გეოპოლიტიკური ტრანსგენდერი, ანუ შენ წარმოიდგინე, რო ევროპაში ხარ, ოღონდ არა ხარ და ისე იქცევი, ვითომ ევროპის გულში ცხოვრობ, ოღონდ არ ცხოვრობ, რა და არაადეკვატური ხარ”.
|
|
|
ევროინტეგრაცია=იდენტობის დაკარგვას
|
|
|
|
ირაკლი მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “თუკი ეგ არის შესაძლებელი, რო საქართველო რუსეთმა გაარუსოს, მაშინ ისიც შესაძლებელია, რო ევროპამ საქართველოს ქართველობა წაართვას და გააევროპელოს და ნუ, ევროპელობაში რაც იგულისხმება, ეგ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ქართველის ფასეულობებთან იმიტომ, რომ ნუ, ქრისტიანობასთან მოდის წინააღმდეგობაში”.
მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი: “ევროკავშირში შესვლა გარკვეული კომფორტის მიღებასთან ერთად ნიშნავს ქართველობის იდენტობის მოსპობას, ლგბტ ჯგუფების გაძლიერებას, ეკლესიის დასუსტებას და საქართველოში ლტოლვილების ნაკადის შემოსვლას. პირდაპირ გეუბნებით, ევროპას დღეს ბოროტი ძალა მართავს”.
ლევან გაბაშვილი, საქართველო და მსოფლიოს ჟურნალისტი: “ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების შემთხვევაში ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ლგბტ თემის გაბლატავება იქნება. მათ აღლუმსაც ჩაატარებინებენ, ზუსტად ისე, როგორც ეს წელს მოლდოვაში გააკეთეს, როცა სხვადასხვა ქვეყნიდან კიშინიოვში 1500-მდე ლგბტ აქტივისტი ჩავიდა და მათ მთელი ქვეყნის სამართალდამცველები იცავდნენ, რათა ქუჩაში ამაყად გაევლოთ. სანაცვლოდ, მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, საქართველომ – არა. ჩნდება კითხვა, რომელიც ხმამაღლა უნდა დაისვას: გვჭირდება კი სტატუსი ამ ფასად”?
|
|
|
|
სექსისტური სიძულვილის ენა
|
|
|
|
ოქტომბრის თვეში სექსისტური სიძულვილის ენის სამიზნეები პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები გახდნენ.
|
|
|
|
გენდერული სტერეოტიპებით გაკიცხვა
|
|
|
|
ჯუმბერ თავართქილაძე, პოლიტოლოგი: “არასოდეს არ გვეღირსება ჩვენ ღირსეული ხელისუფლება, მანამ სანამ ქართველი ქალი ოჯახში არ დაჯდება და წესიერ შვილებს ქვეყანას არ გაუზრდის, როგორ შვილებსაც ვუზრდით ქვეყანას, ისეთ ხელისუფლებას ვღებულობთ. [...] ქართველმა მანდილოსნებმა, ქართველმა დედებმა უნდა დაუბრუნდეთ ოჯახებს და უნდა დაიწყოთ ისეთივე შვილების აღზრდა, როგორსაც ზრდიდან ჩვენი წინა თაობის დედები. [...] მამა კი გაზრდის შვილს, მაგრამ ისეთ სითბოს ვერ ვერ მისცემს, როგორც დედა აძლევს. დედის გაზრდილი შვილები სულ სხვანაირად გამოიყურებიან, სულ სხვა მენტალიტეტი აქვთ და სულ სხვანაირად აზროვნებენ.
|
|
|
|
გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით დაცინვა / შეურაცხყოფა
|
|
|
|
გელა ზედელაშვილი, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: “არა, შეიძლება სალომე ბაბომაც ხანძთელივით 102 წელიწადი იცოცხლოს, მის გადატკეცილ ლოყებს რომ ვუყურებ, ალბათ, ეგრეც იქნება, მაგრამ ეგ არ არის საკმარისი, მის დანახვაზე, ხანძთელი გაგახსენდეს”.
|
|
|
|
გარეგნული მახასიათებლების ნიშნით შეურაცხყოფა / დაცინვა
|
|
|
|
ტრისტან წითელაშვილი, სამხედრო ექსპერტი: “ანი წითლიძე რომ პოლიტიკაში ეყოლება პარტიას, ანი წითლიძე, ანაკლიის ჭაობის ბაყაყი და ის... სალომე სამადაშვილი, დინგმონგრეული ღორი”.
|
|
|
|
სპირიდონ ცქიფურიშვილი, დეკანოზი: “ქალი რომ იტყვის, ქალიშვილების დედა, როდის მოვა დრო, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი გაქრებაო, აი, ქალიშვილების დედა რომ ამას იტყვის და ქალიშვილი სრულწლოვანია, უეჭველი, 90%, ქალიშვილები ჰყავს ბოზები და უბრალოდ არ არის გაცხადებული და დედას უნდა, რომ ისეთი სისტემა შეიქმნას, რომ ბოზობა არ იყოს... ამორალურ საქციელად არ ითვლებოდეს”.
|
|
|
|
|
|