Copy
View this email in your browser
 
ტენდენციები

სექტემბრის თვეში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • ქსენოფობიური გზავნილები მეტწილად კვლავ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს უკავშირდებოდა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შეტევა დაიწყო, ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს, სომეხი ლტოლვილების ჩამოსახლება საქართველოში იგეგმებოდა. 
  • კონფლიქტის თემაზე ქსენოფობიური გზავნილების ზოგიერთი ავტორი სამხედრო დაპირისპირებაში აზერბაიჯანის მხარეს იჭერდა, რადგან ამ უკანასკნელს — რუსეთის, ხოლო სომხეთს დასავლეთის მოკავშირედ განიხილავდა. თუმცა გვხვდებოდა ანტიაზებაიჯანული გზავნილებიც, რომლებშიც აპელირება ისტორიულ ოკუპაციაზე ხდებოდა. ერთ შემთხვევაში საქართველოში მომხდარი სტიქია 2 ქვეყნის საზღვარზე მყოფი სადავო საკულტო ნაგებობის - დავით-გარეჯის გამო ღვთის სასჯელადაც კი იყო წარმოჩენილი.
  • საქართველოში მყოფი უკრაინელების მიმართ ქსენოფობიური გზავნილები მათ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების გამო კეთდებოდა.
  • დასავლეთისგან განსხვავებით, მართალია, ჩინეთი ქართული იდენტობისთვის საფრთხედ არ განიხილებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ზოგიერთი აქტორი უვიზო მიმოსვლით გამოწვეულ დემოგრაფიულ რისკებზე ამახვილებდა ყურადღებას.
  • ჰომოფობიური გზავნილები კვლავ ანტიდასავლურ კონტექსტში გვხვდებოდა და ყურადღებას ახალგაზრდების “გადაგვარების” საშიშროებაზე ამახვილებდა. ამჯერად ჰომოფობიური ნარატივები თიბისი ბანკსა და მის მიერ დაფუძნებულ ლიტერატურულ პრემია საბასაც დაუკავშირდა.
  • რასისტული გზავნილების ავტორები საქართველოში მყოფ ფერადკანიან ადამიანებს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად წარმოაჩენდნენ, ზოგ შემთხვევაში კი მათ საპირწონედ “თეთრს რუსეთს” გვთავაზობდნენ.
  • რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის სამიზნე უკრაინის პრეზიდენტი გახდა. მტკიცება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მართლმადიდებელი არ არის, მის დასაკნინებლად გამოიყენებოდა.
  • სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებაზე სუს-ის განცხადების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად მკვიდრდებოდა აზრი, რომ დასავლეთი საქართველოში არეულობას, მათ შორის, “გეი რევოლუციას” ამზადებს.
  • სექსისტური სიძულვილის ენა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა, ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს  მიემართებოდა.
ქსენოფობია

სექტემბერში ქსენოფობიური გზავნილები ძირითადად სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს უკავშირდებოდა. აქცენტი კეთდებოდა სომხეთის მხრიდან — დემოგრაფიული, აზერბაიჯანის მხრიდან კი — ტერიტორიული ექსპანსიის საშიშროებაზე. თურქეთი კვლავ წარმოჩენილი იყო ოკუპანტ სახელმწიფოდ, რომლის შეკავებაც მხოლოდ რუსეთს შეუძლია. ქსენოფობიური გზავნილები საქართველოში მყოფი უკრაინელების მიმართ მათ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების გამო კეთდებოდა.

არმენოფობია

 

საქართველოში სომეხი ლტოლვილების ჩამოსახლება იგეგმება

 

მამუკა კარტოზია, პატრიოტთა ალიანსი: “ეხლა უამრავი ლტოლვილი გაჩნდება, დაიცლება ეხლა და ვხედავთ ჩვენ, არცახიდან, ყარაბახიდან მოდიან სომხები და არ არის გამორიცხული, ეს სომხეთის მოსახლეობა რომ აქეთ, საქართველოსკენ წამოვიდნენ და… მე არ გამოვრიცხავ, რომ აფხაზეთისკენ აიღონ გეზი… მთლად მასე ჩვენ ნუ უყურებთ ამას, იმიტომ, რომ აფხაზეთში, გარკვეულწილად, უკვე ტერიტორიები ნაყიდი აქვთ და უკვე სომხური პოპულაცია გაიზარდა…”

ანტიაზერბაიჯანული

სტიქიური უბედურებები დავით-გარეჯზე უარის თქმის გამო ხდება

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “სტიქიური უბედურებები რომ ხდება, აი, რატომ ხდება? ჩვენ ვისჯებით, აი, ჩვენი მეორე იერუსალიმზე უარის თქმის გამო. მაინტერესებს ეს ხალხი დავით გარეჯი საქართველოაო, რომ ყვიროდა, სად არი ეს ხალხი?... 6 ათასი გარეჯელი იმიტომ ეწამა, იქ რომ აზერბაიჯანს წაეღო ჩვენი ეს ტერიტორიები და შემდგომ შეექმნა თვითონ ისტორია თავისთვის? ჩვენით შექმნეს ისტორია მათ”.

თურქოფობია

თურქეთი საქართველოში რელიგიურ ექსპანსიას ახორციელებს

ნიკოლოზ მჟავანაძე, წამყვანი: “ის მედრესეები რო შენდება კიდე და ის, რომ ჩვენი ქართველი გოგო-ბიჭები რომ მიყავთ თურქეთში და მთლიანად, აი, მომავალ თაობას რომ გვიგლიჯავენ, ამაზე რატო არ წუხდებით თქვენ, აი, რუსკი ვაენი კარაბლზე რო ყვიროდით იქ, აი, იმ რო შემოვიდა ლაინერი… მაინტერესებს ერთი ამაზე ხმას რატო არ იღებთ, რო, აი, ქართველი გოგო-ბიჭები მიყვათ თურქეთში სასწავლებლად თურქული ფულით”.

ჩინეთთან უვიზო რეჟიმი დემოგრაფიული ექსპანსიის საფრთხეა

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “არაა აუცილებელი, თუ დასავლეთთან მეგობრობ, ავტომატურად პიდარასტი გახდე და თუ ჩინელებთან მეგობრობ, არაა აუცილებელი, ყველა ჩინელი საქართველოში ჩაასახლო!“ [....] თანხაც შემოვიდეს, ჩინური ქარხნებიც გაიხსნას, პრობლემა არ არის, აბრეშუმის გზაც მშვენიერია ჩვენთვის, ანაკლიის პორტიც მშვენიერია ჩვენთვის, მაგრამ ერთადერთი საფრთხე, რაც მოდის ჩინეთიდან, ეს არის დემოგრაფიული ექსპანსია და მაინცდამაინც იმას რომ უშვებ ჩინეთიდან და პიდარასტობას უშვებ დასავლეთიდან, კარგი, რა, ბოლობოლო! ხო არსებობს რაღაც ელემენტარული, ხომ უნდა მიხვდე, არა”?!

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქონების გასხვისება მიუღებელია

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “არავინ არ ამბობს იმაზე, რო, აი, თურქები რო ყიდულობენ, არაბები, ირანელები… აღმაშენებელზე რო გაივლი და ეს აღმაშენებელი, თვითონ დავით აღმაშენებელი ამათ არც იციან... დარწმუნებული იყავით თქვენ, რომ დავით აღმაშენებელი ამათ ჰგონიათ რაღაცა, რომელიღაცა კერძი, ან საჭმელი, ან ტორტი. აღმაშენებელზე გაივლი და ნახავ, რო, აი, დავითის სული მართლა შეწუხებულია და არ ვიცი, ეხლა თურქების არი აღმაშენებელი. დიდ დიღომში გაივლი, დიდი დიღომი ირანელებისაა, აჭარა მთლიანად თურქების არი…”

საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები დეზერტირები არიან

 
 
 

დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: “ხელისუფლებას ასი თვალისა და ყურის გამოჩენას ვურჩევთ და მოვუწოდებთ, რომ უკრაინელი დეზერტირები, რომელთათვისაც მოსახვედრი ტყვია ქართველ მებრძოლებსა და იმ ჯუმბერ სილაგავას მოხვდა, რომელიც დნეპროპეტროვსკში ცოლ-შვილის თვალწინ დახვრიტეს, სასწრაფოდ ქვეყნიდან გაყაროს! არ შეიძლება, საქართველოს უპირველეს გამზირზე საპროტესტო აქციებს უცხო ქვეყნის მოქალაქენი, უფრო სწორად სამხედრო დეზერტირები აწყობდნენ”!

 
რასიზმი

ფერადკანიან ადამიანებს საქართველოში აზრის დაფიქსირების უფლება არ აქვთ

 

დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: “არ შეიძლება, ვიღაც ბუხრიდან ჩამოვარდნილი შავი კაცი [საქართველოში მცხოვრები აფრიკელი] ტელევიზიით თითს გვიქნევდეს და გვეკითხებოდეს, რა ფრითენზიები გაქვთ”?

ფერადკანიანი აშშ VS თეთრი რუსეთი

გრიშა ონიანი, საზოგადება სტალინი: “შვილებს ზანგებს აძლევთ, ხომ და ეს ხომ შესაძლებელია?! სადღეგრძელოს ამბობთ, ხომ?! მე რუსი რომ მიყვარდეს, არ შეიძლება... კაცო, რუსი რომ მიყვარდეს, რატომ არ შეიძლება? შენ თუ შეიძლება, რომ გიყვარდეს ამერიკელი, ვთქვათ, ფერადკანიანი, ხო შეიძლება, არა?! მე არ შეიძლება, რომ თეთრი ქალი მიყვარდეს”?

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსი: “უკრაინა მართლა მთლიანად აშშ-დან იმართება და ზელენსკი არის სპეციალურად მოყვანილი იმისათვის, რომ გაანადგუროს უკრაინელი ერი, რადგან ზელენსკი არც უკრაინელია, არც მართლმადიდებელია და საერთოდ ქრისტიანიც არ არის.”

ისლამოფობია

გასული თვეების მსგავსად, მუსლიმური ქვეყნები საქართველოსა და ქრისტიანული რელიგიისთვის საფრთხედ განიხილებოდა.

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “გურიაში, ცხოვრებაში რომ მეჩეთი არ ყოფილა და 28 მეჩეთია, ეს ნორმალურია? მე პატივსა ვცემ მუსლიმებს და მუსლიმურ რელიგიას, მაგრამ საქართველო იყო ქრისტიანული ქვეყანა და მე არ მინდა, საქართველო გახდეს არაქრისტიანული ქვეყანა. არასდროს საბჭოთა კავშირში, კომუნისტების პერიოდში ერთი მეჩეთი არ ყოფილა გურიაში და დღეს რა ხდება”?

ჰომოფობია

სექტემბრის თვეში ჰომოფობიური გზავნილები ოპოზიციურ პარტიებს, ახალგაზრდებსა და ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებულებს, მათ შორის, ქართველ ავტორს, ზაზა ბურჭულაძეს უკავშირდებოდა. ისინი დასავლეთის დაფინანსებით ლგბტ პროპაგანდის გამავრცელებლებად სახელდებოდნენ.

ჰომოსექსუალი ადამიანების სიკვდილით დასჯა ღირსების საქმე იყო

შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “პიდარასტობის მსვლელობას რო პრაიდი და ღირსების მარში რო დაარქვი, ეგ არ იყო ღირსება მაშინ, სხვა რაღაცა იყო...მაგაზე სიკვდილით დასჯა იყო ან პირდაპირი მნიშვნელობით. აი, ჩვენი წესი რა იყო, იცი? ღირსება რო იყო, აი, ღირსების კოდექსში ეწერა პიდარასტი დაბრიდეთ, გაიგე? ღირსების და კანონებში ეწერა, დაბრიდეთ. რაღაც მომენტში შეიძლება, წამებითაც კლავდნენ, გაიგე და რას იძახი, ბიჭო”?! 

ლიტერატურული პრემია “საბა” ლგბტქია+ ადამიანებს გადაეცემა

ნიკოლოზ მჟავანაძე, წამყვანი: „ამ ბანკის (თიბისის) უშუალო აქტიური ჩარევის შედეგად ტარდება ეს ლიტერატურული კონკურსი საბა, სადაც პორნო პოეტებსა და ბოდიში და, პრასტიტუტკებს აჯილდოვებენ და პიდარასტებს აჯილდოვებენ... ბურჭულაძე, რომელიც პატრიარქს გალიაში ჩასმას უპირებს და ეკლესიას შეურაცხყოფს, „სახარება ვირისა“ დაარქვა თავის წიგნს და ესე იგი, ბოდიში და, თვითონაც ამბობს, რო მე ვარ მეპირფალოსეო.“ 

ოპოზიციური პარტიის წევრები ლესბოსელები არიან

ნიკოლოზ მჟავანაძე, წამყვანი:  “ესე იგი მეპირფალოსეებისა და რაღაცა, აი, ამ ორალური სექსის მოყვარული პარტიის წარმომადგენლებმა რაღაცა მომაძახეს, მოღალატე ხარო, 4-წამიანი ვიდეო. აი ეს ხალხი, ჩემო მეგობრებო… აი, პიდარასტებიც არ არიან, ესენი არიან ლესბოსელები. აი, პიდარასტები კიდე უფრო მაღლა დგანან ამათზე, იმიტო, რო არაფრის თავი ამათ არა აქვთ…”

ლგბტ პროპაგანდამ ახალგაზრდა თაობა გარყვნა / გადააგვარა 

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “საყურეებიანი, კალგოტკიანი ბიჭებით გაივსო საქართველო, ეს საქართველო ვაჟკაცების ქვეყანა არი და არა ბოდიში და პიდარასტების ქვეყანა.” 

ჰომოფობიურ აქციაზე ძალადობისთვის დაკავებულები ციხეში უსამართლოდ სხედან

ჯაბა ჟვანია, ალტ-ინფოს წამყვანი: “ბიჭები არიან ციხეში ხუთ-ხუთი წლით, და რის გამო? იმის გამო, რომ ჩამოხსნეს გარყვნილების დროშა და არ დაუშვეს გარყვნილების პარადი”.

ანტიდასავლური

ანტიდასავლური გზავნილები აქტიურად ამკვიდრებდა აზრს, რომ დასავლეთი მომავალი თაობის გადაგვარებაზე მუშაობს, ებრძვის ქართულ იდენტობას და ევროინტეგრაციისთვის ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს.

ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს

ტრისტან წითელაშვილი, გენერალ-მაიორი:  “ამ ადამიანმა [ჯოზეფ ბორელმა] პირდაპირ წაახალისა ის ოპოზიციური ძალები, ის ელგეპეტე თემები, ის ლიბერალური ძალები, რომლებმაც უნდა დაიწყონ მოქმედება ქვეყნის წინააღმდეგ და ხელისუფლების წინააღმდეგ. [...] მთავარი საკითხი იყო ის, რასაც ისინი ითხოვდენ, რო დააკანონონ ერთსქესიანთა ქორწინება, რო ესე იგი მიეცეს ამ ელგეპედე თემს ის აღლუმების ჩატარების უფლება, ხო, ეს უნდათ მათ და ამის ორგანიზება უნდათ საქართველოში”.

ევროპა საქართველოში გეი რევოლუციას ამზადებს

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “საქართველოში მზადდება რეალურად გეი რევოლუცია. არავითარი ევროპისკენ სწრაფვა ეს არ არის. როგორც გახრწნილი არის ევროპა დღეს, ევროპა, სადაც გვითხრა იმ სტრასბურგის სასამართლომ, რომ წმინდა ნინო როა გამოსახული პრეზერვატივზე, ესო შეეგუეთ, არის გამოხატვის თავისუფლებაო.” 

ამერიკის პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი პედოფილია

შოთა მარტინეკნკო, კონსერვატიული მოძრაობა: “დადის იქ ხმები იმაზე, რო ნუ, აი, ეს პედოფილები არიან ამერიკის პოლიტიკური ელიტის საკმაოდ დიდი ნაწილი, აი, ეს ბაიდენის წრე, კლინტონების წრე, მთელი ეს რაღაცა... ჰოლივუდი, მთელი ეს ფინანსური ელიტა, კულტურული ელიტა. ესენი არიან ჩაფლული რაღაცა გარყვნილ პედოფილიურ რაღაცა დროსტარებებში. ეგ ხმები ისეთი ინტენსივობით დადის, რო, აი, დაახლოებით, მიშაზე რო დადიოდა მიშას დროს. [...] ძალიან მაღალი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რო უბრალოდ სიმართლესთან გვაქ საქმე. აი, მართლა ვიღაცა გარყვნილი ავადმყოფი პედოფილები მართავენ დასავლეთს”.

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “სხვათა შორის, არცთუ ისე კარგათ არის საქმე ჯო ბაიდენის ოჯახში. საკუთარმა შვილმა, ანუ ჯო ბაიდენის შვილმა, გამოაქვეყნა დღიური, მემოარები...სადაც ის იხსენებს შემთხვევას, თორმეტი წლის ასაკში ერთად, მან და მამამისმა, ჯო ბაიდენმა, როგორ მიიღეს შხაპი. ჩემი აზრით, თორმეტი წლის გოგონა მამასთან ერთად შხაპს არ უნდა იღებდეს. ყველაზე ისე რო ვთქვათ, აი, მე მგონი, რაღაცაშია საქმე, ხო?! [...] ვიღაც იზვრაშენეც პედოფილი რატომ უნდა იყოს პრეზიდენტი”?

დასავლეთი მომავალი თაობის გარყვნაზე / გადაგვარებაზე მუშაობს

შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “მშობლებს არ ექნებათ უფლება, თავისი პრინციპებით გაზარდონ შვილები, სისტემა სრულიად არაადამიანური იდეოლოგიით დაიწყებს მათი შვილების გაზრდას, დაღუპავს იმათ, გადააქცევს რაღაცა გაუბედურებულ… გააუპატიურებენ, ფსიქოლოგიას დაუნგრევენ, რაღაცა ავადმყოფად გადააქცევენ და მერე ნუ, მომავალი თაობა, რა თქმა უნდა, მაგ პირობებში განწირული იქნება. [...] ადგილობრივები ვინც არიან, ისინი დაიღუპებიან, შემოვლენ მიგრანტები ჯანმრთელი ერებიდან, რომლებიც არ გაგიჟდნენ. ისინი გადახარშავენ ადგილობრივებს, აითვისებენ”.

ნიკოლოზ მჟავანაძე, წამყვანი: „სოროსი ჩამოვიდა, ჯერ კიდევ ჯუმბერ პატიაშვილი რომ იყო აქ ცეკას მდივანი. შეხვდა ეს ჯუმბერ პატიაშვილი და რა საკითხზე იყო, იცით ჩამოსული? აი, ზუსტად აი, ამ განათლების თემაზე, კულტურის საკითხებზე. ჯერ კიდევ 1988-87 წლიდან ჩაიდო უკვე ეს კოდი იქ, რომ საქართველოში მომავალი თაობა უნდა განადგურებულიყო.“

ტრისტან წითელაშვილი, სამხედრო ექსპერტი:  “მილიარდები დახარჯეს სწორედ იმაში, რომ მიგვეღო სწორედ ის გარყვნილი თაობა, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს. ამერიკული ბაღები, რომელიც თავის დროზე შექმნეს, ამერიკული სკოლები… აი, სწორედ ის ახალგაზრდები არიან ესენი, რომლებმაც ის ამერიკული ბაღები, ამერიკული სკოლები გამოიარეს. [...] აშშ ხარჯავს უზარმაზარ თანხებს იმაში, რომ მან მიიღოს ის თაობა, რომელი თაობაც იქნება მისთვის ადვილი სამართავი. დასჭირდება გამოიყვანს ქუჩაში, დასჭირდება ჩაიხადონ შარვლები, ჩაიხდიან შარვლებს ერთი სიტყვის თქმაზე”.

დასავლეთის მიერ გარყვნილი თაობა აფხაზეთს ვერ დაიბრუნებს

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ეს არი ღმერთდაკარგული თაობა, ეს არი დასავლეთის მიერ შექმნილი ნაძირლების თაობა. ესენი არიან ნაძირლები. ამათ არც სამშობლო აინტერესებს. [...] დღეს ესე იგი აგერ საგალობლებს ეს გალეშილი ახალგაზდები შოვში, ესე იგი აშაყირებენ იმას და მერე გატივლებული დადიან... ნიფხავით იარეთ თქვენ საყვარლებთან და თქვენ ბოზებთან... აფხაზეთში არი საკმაოდ მკაცრად რეგულირებული [ჩაცმულობა]... ისინი დაგიბრუნდებიან, რომ შეხედავენ აგერ საგალობლებს ასე შეურაცხყოფთ, როდესაც გატიტლიკანებულები დარბიხართ, გაბოზებული, გაჩათლახებული? გაბოზებული, გაჩათლახებული საქართველო არავის არ უნდა. მე არ მინდა ეგეთი საქართველო და აფხაზს ენდომება?“ 

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “აი, ასეთი თაობა აღზარდა დასავლეთმა, ლგბტ დროშით, სოდომიის დროშით წმინდა ნინოს ჯვართან. ასეთი თაობა შექმნა ამერიკამ. ეს არის მიშას ბუჩქების თაობა, ასეთი ადამიანები არის წამოწეული დღეს. [...] ხვალ და ზეგ როგორ ფიქრობთ, ეს პიდარასტი თაობა რამეს იზამს? ეს პიდარასტი თაობა, რომელიც ჯვარს შეურაცხყოფს, ესენი რამეს გააკეთებენ ქვეყნისათვის? ამათ აფხაზეთი და სამაჩაბლო რამეში აინტერესებთ”?

ოჯახურ დანაშაულში ბრალდებულები დასავლეთის პატიმრები არიან

ირაკლი მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “დასავლეთიდან წამოსული მოთხოვნები, რომ გენდერული პოლიცია შექმენი, კვოტირება ქალების, იქ რაღაც ოჯახებში ძალადობისთვის ბრალდებით დაიჭირე. ყველაზე მეტი პატიმარი მაგაზე ზის და იქ რაღაც სკოლაში ბავშვებს გენდერული თეორიები ასწავლე. კი, კი, ამას ასწავლის. ამას ყველაფერს ასრულებს და მერე დასავლეთმა მოსთხოვა, რომ ჩამოვიდა ეხლა იქ ევროპის წარმომადგენელი და ეხლა ჩამაბარე გამოცდები…”

დასავლეთი საფრთხეს უქმნის ქართულ იდენტობას

გიორგი ახვლედიანი, მედიაპოლიტიკის ექსპერტი: “ომის დაწყების შემდეგ მოხდა სწორედ იმაზე ღიად საუბრის დაწყება, როგორ ითხოვს [დასავლეთი] ჩვენგან ყველაფერ არაქართულს და ანტიქართულს, ომის დაწყებით დაწყებული და ეკონომიკის დანგრევით დამთავრებული და ა.შ”.

ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი:  “ნუ გგონიათ, ნატოსა და ევროკავშირის დაპირება მხოლოდ ჩვენთვის არის მოფიქრებული, ანალოგიური დაპირებებით არაერთი ქვეყანა კვებეს წლების განმავლობაში და სანაცვლოდ ქვეყნის კანონმდებლობისა და ცხოვრების წესის ამერიკულ თარგზე მოჭრას ცდილობდნენ. ჰო, ცხოვრების წესისაც, რადგან უძველესი კულტურები და ტრადიციები მათ არაფერში სჭირდებათ".

დასავლეთი=ლგბტ გარყვნილება

შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: „დასავლეთი არი პიდარასტობა, ანუ პროპიდარასტობა! მაგაშია საქმე, სხვა რაღაცა კი არ არის. ფემინიზმი და პროპიდარასტიზმი.

სექსისტური სიძულვილის ენა

სექსისტური სიძულვილის ენა ძირითადად უკავშირდებოდა 20 სექტემბერს, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის სიტყვით გამოსვლისას, პროტესტის ნიშნად, ბანერი გაშალეს, წარწერით — “Русский военный корабль, иди н..уй”! ქალების დასამცირებელად მთავარი გზავნილები სექსუალურად არამიმზიდველებად და დაუკმაყოფილებლებად მათი წარმოჩენა იყო.

სექსიზმი/ მიზოგინია

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: ბოდიში და, რამე პრობლემები თუ გაქვთ [მიმართავს ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს] და ვერ გაკმაყოფილებთ ეს თქვენი პარტნიორები, ხო, რა ვქნათ ეხლა ჩვენ, რა ღონე ვიხმაროთ? აი, ძალიან უნდა, რა ვიცი, გაიმეტოს კაცმა თავი, რომ თქვენ დაგაკმაყოფილოთ, იმიტო, რომ, რა ვიცი, ეხლა ძალიან ძნელია თქვენი, რა ვიცი, რომ გიყურებს ადამიანი, დათვრე უნდა, რომ კაცმა მართლა ამათ, გაწირო თავი მართლა.

გენდერული სტერეოტიპებით გაკიცხვა

გელა ზედელაშვილი, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი: “დედაკაცი, რომელიც კაცებზე იწევს, ძალიან საშიშია. საკმარისია, ოდნავ მაინც გაგკაწროს, ეგრევე რამდენიმე აცრაა საჭირო. აშკარად ჩანს, ეგეთი დედაკაცები უკვე მომრავლდნენ პარლამენტში და რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ისინი უფრო გაავდებიან... ამ წუთში ცოფიან დედაკაცებს კრიზისი აქვთ, სადეპუტატო ვადა ეწურებათ და როგორც კი წარმოიდგენენ, მომავალ ამ დროს "ქუხნაში" უნდა დასხდნენ, კრუნჩხვებში ვარდებიან, ანჩხლობენ და საცემრად იწევენ." 

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: “ძალიან ვწუხვარ, რომ, განსაკუთრებით, ქალი დეპუტატები გამოირჩევიან ყველაზე სამარცხვინო საქციელით, რაც კი შეიძლება, იკადროს პარლამენტის წევრმა. ეს არის დისკრედიტაცია, მათ შორის, ქალის როლისა პოლიტიკაში, როდესაც მთავარი როლი, რაც მათ აქვთ მოსხმული, ეს არის ისტერია, რადიკალიზმი და აბსოლუტური შელახვა ადამიანის ღირსების. ვფიქრობ, ეს ქალი დეპუტატები არიან, რომელიც განსაკუთრებულად შეურაცხყოფენ როგორც პარლამენტის მანდატს, ასევე, ჩრდილს აყენებენ ქალის როლს პოლიტიკაში და მათი გამოისობით ხდება ისეთი აღქმის ჩამოყალიბება, თითქოს ქალს პოლიტიკაში შეუძლია მხოლოდ ისტერიის მოწყობა და რადიკალიზმი“.

სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი: “არ ვინატრებდი პრეზიდენტის ადგილზე ყოფნას. დავუშვათ, გარდაიცვალა სააკაშვილი და ქალმა, დედამ, როგორ უნდა იცხოვროს, რომელსაც შეეძლო ერთი სიცოცხლის გადარჩენა და ეს არ გააკეთა”.

მორალური კრიტერიუმებით თავდასხმა

ნიკოლოზ მჟავანაძე, წამყვანი:  “კტო პლატიტ, ტოტ ზაკაზევაიტ მუზიკო” და ეხლა, ეხლა ამხელა ფულებს რომ გაძლევენ, ათი ათას დოლარს რომ გაძლევენ თვეში... “სამ მანეთად ფოთის პოლიცმეისტერიც გაიხდისო” და ეხლა ათი ათას დოლარად გაიხდის ნინო ლომჯარია, აბა, რა იქნება ეხლა, მარა დიდი სიამოვნება არ იქნება მისი გახდა ჩემთვის პირადად იმიტო, რო არა აქვს ის ფიგურა, რომ რაღაცა სიამოვ…”

დიტო ჩუბინიძე, სეზონი TV-ის თანაწამყვანი: “ისე, ბაიას [პატარაიას] კარგი ფეხები ჰქონია. ბაია, დაგვანახე ეს ფეხები, სახე დამალე და ფეხები დაგვანახე… ნუ ილაპარაკებ, ბაია და ფეხები დაგვანახე, კაცო. რა ლამაზი ფეხები ჰქონია. არა, კარგია და რა ვიცი ეხლა, რა”.

გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით შეურაცხყოფა / დაცინვა

სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსი: “როდესაც ეპიდემია გავრცელდა, კოვიდი რომ გავრცელდა, ლომჯარია გამობრძანდა და განაცხადა, აი, დაინფიცირებულებს იზოლირებას რომ უკეთებთ და სასტუმროებში, ცალკე ნომერში რომ გამოკეტავთო, ეს არისო ადამიანის უფლებათა დარღვევაო. შეიძლება, ადამიანის სიბეცე ამაზე შორს წავიდეს? სხვათა შორის, მაშინ ვუწოდე მე ამ ადამიანს სულელი და ეწყინა.”

ნიკოლოზ მჟავანაძე, წამყვანი: “ეს ქალი [სალომე ზურაბიშვილი] არის ქერქეტა დედაკაცი, ქართული ენა ვერ ისწავლა. ეს რომ ლაპარაკობს თარჯიმანი გჭირდება ადამიანს. ეს ქალი არის ნაღმი...“

ეიჯიზმი

ლევან გაბაშვილი, “საქართველო და მსოფლიოს” ჟურნალისტი: "[სალომე] ზურაბიშვილი იქცევა ისე, როგორც ჭირვეული ბავშვი. ხომ გახსოვთ ქართული სიბრძნე, სიბერეში ბაბუები და ბებიები შვილიშვილების ჭკუისანი არიანო. ვერ გეტყვით, ვის ჭკუაზეა გადასული ქალბატონი სალომე, მაგრამ…"

სლატშეიმინგი

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “აი, ვინ უნდა ისურვოს ქართველებთან დიალოგის… აი, რომ შეხედავენ, ქართველი ქალი ადის და ითხოვს, ბოდიში და, სასქესო ორგანოს. წადით, შვილო, წადით და ბორდელებში ჩაბარდით… თქვენი ადგილი არის ბორდელში და არა პარლამენტში. თქვენ უნდა იყოთ დასაქმებულები ბორდელებში. სამნიძეს მივმართავ, კორძაიას მივმართავ… ქალი რომ იმას დაიწერს, რა ქვია, სასქესო ორგანოების მოთხოვნილების, იმას რაღაცა წარწერა რომ ექნება. რა გინდათ თქვენ პარლამენტში, მაინტერესებს. თქვენი ადგილი არი პოლიტიკურ ბორდელში და არა მარტო პოლიტიკურ ბორდელში… იქ შეიძლება დაკმაყოფილდეთ თქვენ და ვერ გავიგე, რა. 

გიორგი ძაძამია, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი: "კვესიტაძე, რომელსაც ცხონებულმა თამაზ წივწივაძემ ჯერ კიდევ ოცი წლის წინათ მოუწოდა, ეკა, ჩამოდი სააკაშვილის მუხლებიდანო, ჩამოსვლას კვლავაც არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მიშას მუხლებზე ნამეტანი სივიწროვეა და ადგილი, ფაქტობრივად, აღარ არის!"

 

მონიტორინგის მეთოდოლოგია ხელმისაწვდომია “არა ფობიას!” ვებ-გვერდზე: http://www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის მიერ, პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ბიულეტენში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

გენდერის თემატიკის კვლევა კვლევა, პროექტის  “მათი სახე - მათი უფლებები - ეთიკური მედია კავკასიაში” ფარგლებში,  მედიის განვითარების ფონდის  და  ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” თანამშრომლობით  ხორციელდება.

 
Facebook
Website
Email






This email was sent to <<Email Address>>
why did I get this?    unsubscribe from this list    update subscription preferences
Media Development Foundation · 34/36 Kobuleti St. · Entrance I, Floor 4, Apartment # 5 · Tbilisi 0179 · Georgia