Copy
View this email in your browser
 
ტენდენციები

აგვისტოს თვეში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • ქსენოფობიური გზავნილები მეტწილად საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანს, სომხეთს, განსაკუთრებით კი, თურქეთს მიემართებოდა. ეს უკანასკნელი წარმოჩენილი იყო, როგორც საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, მის შემაკავებელ ერთადერთ ფაქტორად კი რუსეთი სახელდებოდა. პარალელურად, ამავე გზავნილების ავტორები ქსენოფობიად წარმოაჩენდნენ საქართველოში რუსული გემის შემოსვლისა და რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინების თემაზე პროტესტს.
  • მას შემდეგ, რაც საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაცხადდა, აგვისტოს თვეში ახალი გზავნილები გამოჩნდა. ამჯერად დასავლეთის ალტერნატივად რუსეთთან ერთად ჩინეთიც იყო შემოთავაზებული. აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ტრადიციული ჩინეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველოს არასდროს დააკარგვინებს იდენტობას. ამასთან, ანტიდასავლური გზავნილების უმრავლესობა აშშ-სა და ევროკავშირს კვლავ ომის, გადატრიალებისა და გარყვნილების მოსურნედ სახავდა. 
  • აგვისტოს თვეში ჰომოფობიური გზავნილები შოვში მომხდარი ტრაგედიის თემასაც დაუკავშირდა. მეწყრის ჩამოწოლის მიზეზად რაჭაში “ჩატარებული” “მამათმავლური და დედათმავლური  ორგიები” სახელდებოდა.  გასული თვეების მსგავსად, ლგბტ პროპაგანდის გამავრცელებლად აშშ და ევროპა წარმოჩინდებოდა, რუსეთი კი — როგორც მართლმადიდებელი, ტრადიციების დამცველი სახელმწიფო.
  • სექსისტური სიძულვილის ენა გამოყენებული იყო აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორში მომუშავე ქალების მიმართ.
ქსენოფობია

აგვისტოს თვეში ქსენოფობიური გზავნილები, რუსეთის გარდა, ყველა მეზობელ ქვეყანას ოკუპანტად წარმოაჩენდა. თურქეთი საქართველოსადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ სახელდებოდა. მკვიდრდებოდა აზრი თურქული ექსპანსიის შესაჩერებლად რეგიონში რუსული ჯარის ჩადგომის საჭიროებაზე.

თუ რუსეთია ოკუპანტი, საქართველოს ყველა მეზობელი ოკუპანტია

გიორგი გახოკიძე (გიგო რიონელი), პროზაიკოსი: “სომხეთსაც აქვს ჩვენი მიწები მითვისებული და აზერბაიჯანსაც, ასევე, თურქეთს. ახსოვს ეს ვინმეს? მხოლოდ რუსეთი გვახსენდება, რუსეთზე აპელირება ტრენდად იქცა, უფრო ზუსტად, აქციეს ტრენდად. აქ, საქართველოში, სკოლებში ასწავლიან აზერბაიჯანულსაც და სომხურსაც, ავკრძალოთ? დიდუბეში იტალიური სკოლაა, უკრაინელებსაც თავიანთ ენაზე გაუხსნეს სკოლა… იურიდიულად ყველა ეთნოსს აქვს უფლება, გახსნას თავისი კერძო სკოლა. ისე, რუსეთშიც არის ქართული სკოლა, იტალიაშიც და აშშ-შიც… იქნებ რუსეთში მცხოვრები მილიონამდე ქართველიდან დამისახელოთ ერთი მაინც, ვინც რუსეთში მოხუცს უვლის”?

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “რატო არ ეკითხებით აზერბაიჯანელებს, თუ ამ ლოგიკით მიყვებით, გარეჯი არი თუ არა ოკუპირებული? ან კიდევ სხვა მეზობლებს ჩვენსას, იგივე სომხებს და რა ვიცი, ყველას. ყველას ჩვენი ტერიტორიები აქვს და რუსები გეუბნებიან, რო მოდი, დავილაპარაკოთ და დაგიბრუნებთ ამ ტერიტორიებს, თუ დავილაპარაკებთ”.

თურქოფობია

თურქეთი საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობასა და ტერიტორიულ მთლიანობას


გია კორკოტაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი: “ვინც სარგებელში ხართ ამ ტურისტებისგან, ბოდიში მომითხოვია და ეგება, გატოკდეთ და ამ ვითომ ფუტურისტ პატრიოტებს, რომლებიც რუსეთს აგინებენ და თურქეთის დიდ დიშლას ვერა გრძნობენ უკანალში, 2008 წლის ომის დროს ამერიკელების ჩამოტანილი პამპერსები ჩაუფინოთ, ფუფლო პატრიოტებს რამე არ გეეპაროთ!”
 

დიტო ჩუბინიძე, სეზონი TV-ის თანაწამყვანი: “ბათუმს ქათქათას, შესანიშნავ ქართულ ქალაქს, ამ ბოლო ხანებში თურქის ფერი შეეპარა და კარგავს ის ეროვნული ქალაქის ანტურაჟს და ეროვნული ქალაქის შეფერილობა. [...] თუ საქართველოს არ ეყოლება იქ ვიღაცა ისეთი, რომელიც 800-ათასიან თურქულ არმიას აიძულებს, რო აქეთ თვალი არ გამოაპაროს, ჩვენ დავკარგავთ ამ ტერიტორიას”.

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ყიდიან ქართულ მიწებს ამ თურქებზე და ქართველი კაცი კიდე დაჩაგრულია აჭარაში, ქართველი გოგოები მიყავთ იქ და რეები ხდება კიდე, გული აგერევა მართლა. რანაირად უნდა დაისვენო აჭარაში შენ გემრიელად, როდესაც მოლა გაგაღვიძებს დილას, თურქულ რესტორანში წახვალ მარტო და ქართული არაფერი არ არი. ქუთაისის ქუჩაზე მღვდელი ვერ გავა, თუ ანაფორა არ გაიხადა. ეს არის საქართველო?!”

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “აჭარაში უნდა შეხვიდე და გადაუარო უნდა ქვეყნის მოღალატეებს, გაწმინდო უნდა თურქული სპეცსამსახურები, გამოათრიო უნდა სახლებიდან”.

თურქეთის ესქსპანსიისგან საქართველოს დაცვა მხოლოდ რუსეთს შეუძლია

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “აჭარა-გურია გადარჩება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის და რუსი ჯარის გარეშე ვერ გადარჩება, დღეს აჭარა აღარ არი ქართული, აჭარა ქართული იყო ასლან აბაშიძის დროს და იმის შემდგომ აჭარა გათურქდა. ნაძირალა სააკაშვილმა მისცა 30 ათას თურქს მოქალაქეობა, ვითომ ლაზებს მივეციო და ვინ უნდა გადაარჩინოს და ისლამიზაცია მიდის. დღეს ყველაზე ბედნიერი არი თურქები, იმიტო, რო ისინი უკვე ფრთებს გაშლიან”.

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “აჭარა დაიკარგება რუსების გარეშე, აჭარა ჩვენ მოგვიტანა რუსის ჯარისკაცმა რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. ჩვენ მაგის დამბრუნებლები არ ვიყავით, მარა ეს ამ უვიცებმა არ იციან ისტორია, მაგათმა არაფერი არ იციან საერთოდ და დღესაც იგივეს ვამბობ, აჭარას, გურიას, ჯავახეთს და მთლიან საქართველოს ვერ შევინარჩუნებთ, თუ ჩვენ რუსეთთან არ გვექნება ურთიერთობა”.

სხვა ქსენოფობიური გზავნილები

ეკა ნასყიდაშვილი, ჟურნალისტი: “აღმაშენებელს თურმე არაბული ქუჩა ჰქვია დღეს”. ქვეყანაში, სადაც არაბები და ბანგლადეშელები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში, დაკანონებული აქვთ მიწები, სახლები, აწარმოებენ ბიზნესს, თურმე რუსია ყველაზე საშიში”.

ისლამოფობია

გასული თვეების მსგავსად, მუსლიმური ქვეყნები საქართველოსთვის კვლავ საფრთხედ იყო წარმოჩენილი.

ნიკოლოზ მჟავანაძე, წამყვანი: “თქვენ ერთი რამე იცოდეთ, რომ ამ მუსლიმური ქვეყნების გარემოცვაში, რომლებშიც ჩვენ ვიმყოფებით, თურქეთი, ჩდილოეთ კავკასია, აზერბაიჯანი, აქით ირანიც კბილებს ილესავ ჩვენზე, თქვენ რა გგონიათ, რა პერსპექტივები გვაქ ჩვენ”?!

ჰომოფობია

აგვისტოს თვეში ჰომოფობიური გზავნილები უმეტესწილად ისევ დასავლეთს უკავშირდებოდა, საქართველოში მათი ინტერესებისა და ლგბტ პროპაგანდის გამტარებად კი NGO სექტორი, ოპოზიციური მედია, ხელისუფლების ოპონენტები და “მაკდონალდსი” იყო წარმოჩენილი. ჰომოფობიური განცხადებები კეთდებოდა შოვის ტრაგედიის თემაზეც.

შოვის ტრაგედია ჰომოსექსუალური გარყვნილების გამო მოხდა

დავით ისაკაძე, დეკანოზი: “ჩვენ არ ვიცოდით იმის შესახებ, თუ რა მომხდარა შოვში 1 წლის წინ. იქ ე.წ. მთის ფესტივალი ჩატარდა. [...] 3 დღის განმავლობაში იქ იყო კლუბური ნარკოტიკი, მამათმავლური და დედათმავლური ორგიები… შოვისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კოტეჯები იყო და დღეს აღარ არსებობს. 3 დღის განმავლობაში ეს ორგიები ზუსტად იქ ხორციელდებოდა, ტყეებში. 3 დღის განმავლობაში ეს წმინდა ადგილი წაბილწეს – და აი, რისხვაც. პირდაპირ, თითი ღმრთისა არის აქ. იქაურობა პირდაპირ დაისაჯა იმ დიდი განსაცდელით, რაც ჩვენ გვეწვია.”

უკრაინა ლგბტქი+ ღირებულებებისთვის იბრძვის

სპირიდონ ცქიფურიშვილი, დეკანოზი: “სინამდვილში, რისთვის მიდის ომი, ლგბტ დიქტატურის დამყარებისთვის, სოდომიის დაკანონებისთვის მიდის ომი იმ ფლანგიდან. ომის დროს ჩაატარეს ხარკოვში ლგბტ აღლუმი თუ ფესტივალი, მიწის ზევით რო ვერ გააკეთეს, მეტროში ჩაატარეს და ყოველ წელიწადს, ომის დროსაც კიევში აღნიშნავენ”.

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ქალბატონი სარა, ქალბატონი კი არ არი, მამაკაცია, ტრანსგენდერი სარა ეშტონ ჩირილო. ამერიკელი ტრანსგენდერი დანიშნეს უკრაინის შეარაღებული ძალების პრესსპიკერად, ანუ დასავლეთის აუდიტორიას რომ გააცნოს უკრაინაში მიმდინარე პროცესები, უკრაინამ დანიშნა უკრაინული შეარაღებული ძალების პრესპიკერად ეს ტრანსგენდერი. ქალბატონი არ არი, არ შეგეშალოთ, კაცია, ტრანსგენდერი”. 

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ამათი იმედი აქვს [უკრაინას], ეს ტრასგენდერი ქალი ბოლოს მოუღებს, სარა ეშტონ ჩირილო ბოლოს მოუღებს პუტინს, ეს იცეკვებს სტრიპტიზს”.

რუსულ კანონს ლგბტქი+ ადამიანები აპროტესტებდნენ

დიტო ჩუბინიძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “გაიშიფრა, რომ 7-8 მარტის ცნობილი აქციების დროს ის ხალხი, ვინც იქ იდგა, ეს ე.წ. დაბოლილი და აღტყინებული თაობა, თურმე ყოფილა ეგრეთ წოდებული გეი კლუბების და ამ ბილწი შეხვედრის და შეკრების ადგილების მუშტრები და იმ ხალხიდან ყოფილა გამორეკილი ესენი… ბოლოსდაბოლოს, ხალხო, მართლა გეი გადატრიალება ხო არაა? ესღა გვაკლია სრული ბედნიერებისთვის საქართველოში, ეს გეი პროპაგანდისტების მიერ მოწყობილი რევოლუცია”.

“მაკდონალდსის” ფრენჩაიზის მფლობელები ლგბტ პროპაგანდას ეწევიან

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ეს სოფო ჭყონია, რომელმაც კიდე ფეშიონ ვიქი ჩაატარა და იქ ქართველი ბიჭები გამოიყვანა სასქესო ორგანოებით, 8 ივლის ადგებოდა და ჭყონია გამოვიდოდა კალგოტკებით, თავზე ექნებოდა სასქესო ორგანო  და ეს იქნებოდა მოდის კივილი… მართლა წააგეს ომი”.

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “აი, ამათ უნდათ, ამერიკელების ოცნება რა არი, რო საქართველო იყოს სექს ინდუსტრიის ქვეყანა, ქართველი ქალები დაკავდნენ სექსით, მამაკაცები იყვნენ პლანქეშები. [...]  ეს საქართველო უნდათ ამათ, რო ქართველი ქალი ბოზობდეს, მერე ვიღაცა ინდოელი ურტყამდეს.”

დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: "კოკა-კოლას" გამყიდველი ელტონ ჭყონიაც, რომელიც ბოლო დროს გეი აქტივისტად ჩამოყალიბდა, ე.წ. ჭუტა წერეთელთან ერთად გენეტიკური დივერსანტია, რომელიც შეელია თავის წარმომავლობას, მაგრამ ვერაფრით შეელია საქართველოს მტრობას და მცირეწლოვანი ბავშვების გარყვნა-გათახსირების ბინძურ გეგმას!”

სხვა ჰომოფობიური გზავნილები

კოკა მორგოშია, კონსერვატიული მოძრაობა: “მაგათმა [ლგბტ ადამიანებმა] თავის უკანალის დეოკუპაცია მოახდინონ ჯერ და ჩვენ ჩვენს დეოკუპაციას მოვაბავთ თავს რამენაირად”.

ანტიდასავლური

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაცხადების შემდეგ ჩინეთს წარმოაჩენდნენ საქართველოს “ნამდვილ მეგობრად”, რომელიც ქართველებს არასდროს აიძულებს იდენტობის შეცვლას. პარალელურად, გასული თვეების მსგავსად, დასავლეთი ცოდვისა და პედოფილიის პროპაგანდისტად სახელდებოდა, რუსეთი კი — ერთმორწმუნე მეზობლად, რომელიც გარყვნილებას კანონით კრძალავს. აშშ და ევროპა დადანაშაულებული იყო საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევასა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაში.

დასავლეთი ქართული იდენტობის წინააღმდეგ

დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: “ბიჭი კაცად მინდა, გაიზარდოს, გოგო ქალათ მინდა, გაიზარდოს და ჩვენ იმედი გვქონდა ამერიკის შეერთებული შტატების, რო გვერდში დაგვიდგებოდნენ და 30 წლის განმავლობაში ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს დედო ძარღვს ურტყავთ პირდაპირ ამერიკულ ხელკეტებს, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ თუ რაიმე ჭუჭყი იყო ერში დაგროვებული ის ზემოთ ამოლიცლიცებული იყო და გეი პარადების ჩატარება გინდათ… ამას თქვენ აკეთებთ ყველაფერს ყველაფერს, ეს გეი აგენტურა დარაზმეთ საქართველოს წინააღმდეგ”.

დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას / გარყვნილებას

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატები, თუ მაგათ მიეცი უფლება, ოფიციალურ გეის დაგვისვამს პრეზიდენტად, იქნება კაცი, რომელსაც კაცი ეყოლება ცოლად. ეს არი მათი მიზანი, რო, ბოლო ბოლო, გაანადგურონ ეს ქვეყანა”.

ვატო შაქარიშვილი, საქართველო უპირველეს ყოვლისა: “ლიბერალური, ე.წ. ვოუკისტური დღის წესრიგით თუ კაცი, თავს ქალად აიდენტიფიცირებს ან პირიქით, გარშემო ყველა აპრიორი უნდა დაეთანხმოს. ამის ნათელ გამოვლინებასთან გვაქვს დღეს ჩვენ საქმე – ვიღაც თავს გმირად აიდენტიფიცირებს, ჩვენ კი გვავალდებულებენ ის ასეთად ვაღიაროთ”.

კოკა მორგოშია, კონსერვატიული მოძრაობა: “თქვენ რო იძახით, რო ჩვენ თაობას ვერ გადააგვარებენო, მაგაში შეგეწინააღმდეგებით, ჭოხონელიძე და სოხაძე ხო გადააგვარეს?  ჭოხონელიძე დადგა ლგბტ თემის [მხარეს] და სოხაძე”.

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ყველაზე დიდი ლგბტ დროშა არის ევროკავშირის დროშა. დღეს ფაქტი არის, რო დასავლეთი არის პროპაგანდისტი გარყვნილების”.

ლგბტ პროპაგანდისგან რუსეთი გვიცავს

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა, იმ ბელარუსთან და იმ  სერბეთან ერთად, რომელიც იცავს მართლმადიდებლობას და მიიღეს კანონი იმ გარყვნილების საწინააღმდეგოდ. ეხლა მე მაინტერესებს, კითხვას ვსვამ, რო იძახით დასავლეთისკენ მივდივართ, ესე იგი პიდარასტებთან წავიდეთ?!”

დავით მხეიძე, ავტორი: “საქართველოს ძლიერი მფარველი, ანუ რუსეთი, სჭირდება და არა პედერასტული „მოკავშირე“, აშშ”.

ტრადიციული ჩინეთი “გარყვნილი დასავლეთის” საპირწონედ

დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „ბარაქა ღარიბაშვილის, რომ საქართველოს ნამდვილი მეგობარი აპოვნინა! მართლაც, მილიარდნახევრიანი ჩინეთი საქართველოს არასოდეს აიძულებს გარყვნილი სოდომისტების პარადის გამართვას და იმ მკვლელებისა და სახელმწიფო დამნაშავეების ციხეებიდან გამოშვებას, რომლებიც საჯიშე ბიჭებს ქუჩებში სწორედ ამერიკელების ლოცვა-კურთხევით ხოცავდნენ."

ნანა კაკაბაძე, ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის: “უდიდესი პოლიტიკური მოთამაშე, რომელიც შენს ტერიტორიულ მთლიანობას უსიტყვოდ აღიარებს, თან ცხოვრების წესის შეცვლასაც არ გთხოვს — არის თუ არა ლოგიკური, საქართველომ ჩინეთზეც გააკეთოს აქცენტი”?

ოლეგ იაძე, სპორტსმენი, ქართული ოცნების თანადამფუძნებელი: “ჩინელს არც სქესის შეცვლა დაუძალებია ოდესმე ქართველებისთვის და არც ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება. ვფიქრობ, თუ საქართველოს თავის მოსახლეობაზე მზრუნველი მთავრობა ეყოლება და შესაბამის საკანონმდებლო ბაზასაც შექმნის, რათა ქართველებს ვერავინ წამოგვაჯდეს თავზე, მაშინ ნამდვილ მეგობრებსა და პარტნიორებსაც შევიძენთ”!

 
სექსისტური სიძულვილის ენა
სექსიზმი/ მიზოგინია

სექსისტური სიძულვილის ენის ადრესატები აგვისტოს თვეში აშშ-ის ელჩი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორში მომუშავე და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ქალები იყვნენ.

ნიკოლოზ მჟავანაძე, დიტო ჩუბინიძე, სეზონი TV-ის წამყვანები: “მინდა, მოვუწოდო ამ [გია] ხარჩილავას, გადაარჩინე საქართველო და მოიყვანე კელი დეგნანი ცოლად. იქნება მერე ცოტა ჭკუაზე მოვიდეს. 

დიტო ჩუბინიძე: ბატონო გია, თქვენ თუ იბჭკვნით ჯვარს ქალბატონ კელიზე, ესე იგი, აი, როგორც ჯოვანი ბოკაჩო ამბობდა, ამით აამებთ ღმერთს და ეამება ორთავ მხარესა, ხოდა დაგადგებათ საშველი თქვენც და დაისვენებთ ჩვენც და ტრიფონიც დაისვენებს და საქართველოს ეშველება. ესე იგი, იმიტო რო, აი, ეს ქალი ეს, ეს ისე ახუნტრუცებულია, რომ მე მგონია, გადაბუგავს საქართველოს და სანამ წავა, ეგ იქნება თქვენ მაინც დაამშვიდოთ და თქვენც დამშვიდებით…ძვირფასო ხელისუფლება, რაღაცნაირად დაქოქეთ სიტუაცია და ეს ხარჩილავა სულ მთვრალია და ამ თვალს [არ ისმის] გაატანეთ ქალი და გეუბნებით, რევოლუცია იქნება მოხსნილი.”

ნიკოლოზ მჟავანაძე, წამყვანი: “ტელემედიის 90% არიან გეები ეს კაცები, ქალები არიან ლესბოსელები და ამიტომაც აფრიალებენ ამ ტრანსგედიმეების დროშას. ქალბატონი ია ფარულავა, ეს ფეიკ ორგაზმები ვიცოდი, მარა ამ ქალმა საერთოდ აიშვა მემგონი. ქალბატონო ია, რა გიჭირთ ასეთი ვერ გავიგე, არა ხართ ეხა მთლად ისეთ  მდგომარეობაში, რომ ვიღაცამ არ შემოგხედოს და ვერ გავიგე სულ ამ სექსზე დაგეშილი რო ხარ, ასე გიჭირთ?!  მადლი მოისხას ვიღაცამ”.

გენდერული სტერეოტიპებით გაკიცხვა

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “მე, მაგალითად, ესე მიმაჩნია, რო ოჯახი, რომელიც ზრდის ქართველ ბავშვს, გოგოს პირველი ამოცანა არის ქართველების გამრავლება, ხო. ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი ერი”.

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “აი, გულმოსაკლავი ის, რო ქართველი ქალები იმიტომ, რომ რაღაცა უკეთესი მომავლისთვის, თავიანთი ბედნიერი მომავლისთვის, ფულისთვის  თხოვდებიან… თუ ქართველი ქალი ადგება და ყველა უცხოეთში გათხოვდება უცხოელზე, ვინ უნდა გაამრავლოს აქ, თქვენ ასე ზრდით თქვენ შვილებს და თუ თქვენ ასე ზრდით თქვენს შვილებს, რო შვილო, ოღონდ შენ იყავი ბედნიერი და თუ გინდა ამერიკელს გაყვები და იტალიელებს, მათხოვრები ყოფილხართ თქვენ და თქვენ ყოფილხართ ერის მოღალატეები.”

მორალური კრიტერიუმებით თავდასხმა
 

დიტო ჩუბინიძე, სეზონი TV-ის თანაწამყვანი: “არ შეიძლება, დავიჯერო, 700 ქართველი ქალი თურქებზეა შეყვარებული, მხოლოდ, აი, სიყვარულის გამო გათხოვდნენ იქა? არა, ფული, ფული. ქართველი ქალი ასე არ ცხოვრობდა, ქართველი ქალები ასე ფულზე რო გაგიჟებულიყვნენ, დღეს ჩვენ ქართულად არ ვისაუბრებდით. ეტყობა, შეიცვალა ყველაფერი, ეტყობა, ჩვენი სისხლიც გაწყალდა, ეტყობა, ის ზნეობა და ის ღირსება, რომლებზეც ჩვენ ხშირად ვაპელირებთ და ხშირად გულში მჯიღებს ვიცემთ, სადღაც დავკარგეთ, სადღაც დაგვრჩა. ცოტა ვიღაცამ წაგვართვა, ცოტა ჩვენ დავკარგეთ და მივედით აქამდე.”

 
გარეგნული ნიშნით დაცინვა / შეურაცხყოფა

ნიკოლოზ მჟავანაძე, წამყვანი: “რო შედის ეს ქალბატონი გიული ალასანია, ასე მგონია, მოდის ჩვენებაზე შედის. პოდიუმზე რო შედიან, ხო იცი, გაივლის ახალი ტანისამოით, გამოივლის ახალი ტანისამოსით. თან გემოვნებით მაინც ჩაიცვი, შე დალოცვილო. 15 წლის გოგო ხო არა ხარ, კიკიმორასავით რო გამოიყურები”?!

სლატშეიმინგი

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ეს არის დასავლეთის მიერ დაფინანსებული, კარგად ნაკვები [ირაკლი აბსანძე], იმ ბასიანიდან კაბით გამოაგდეს, შემოაფხრიწეს კაბა. ხოდა, ესეთი მედია გვყავს. ის ითხოვს კაცებს, მიხმარეთო, ამბობს ია ფარულავა, ეს იმას ეუბნება პოლიციელებს [ირაკლი აბსანძე], იქ ნატო გოგელია სნუპ დოგს რეპავს და მერე ესენი დაჯდებიან, შეიკრიბება ბოზ ბანდა და არჩევს ქვეყნის საქმეს”. 

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი, დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: “ეს არი მიზანმიმართული პოლიტიკა ამერიკის სპეცსამსახურებისა და მათთან დაკავშირებული სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების, რომ საქართველოში კონსერვატორული, ეროვნული მრწამსის მატარებელი ქართველობა არ უნდა იყოს. აქ უნდა იბოგინოს მხოლოდ გეი-აგენტურამ, აი ზურაბ გირჩი რომ არის, ამნაირი ე.ი. უკანალმორღვეულმა, ამორალურმა და სინდის-ნამუს გარეცხილმა ადამიანებმა და ეკა გიგაურისნაირმა, ამ გათახსირებულმა, ისა რა ქვია, როსკიპებმა. [...] მიიღეთ ზომები და ეკა გიგაურის, აი, ამ [ნიკოლოზ მჟავანაძე]: „ეროვნული ბოზი“ ეფროსინეებისგან გაწმინდეთ იუსტიციის სახლი. როდემდე შეილება, აი ამ ბოზებმა მართონ ეს ქვეყანა?”

მონიტორინგის მეთოდოლოგია ხელმისაწვდომია “არა ფობიას!” ვებ-გვერდზე: http://www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის მიერ, პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ბიულეტენში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

გენდერის თემატიკის კვლევა კვლევა, პროექტის  “მათი სახე - მათი უფლებები - ეთიკური მედია კავკასიაში” ფარგლებში,  მედიის განვითარების ფონდის  და  ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” თანამშრომლობით  ხორციელდება.

 
Facebook
Website
Email






This email was sent to <<Email Address>>
why did I get this?    unsubscribe from this list    update subscription preferences
Media Development Foundation · 34/36 Kobuleti St. · Entrance I, Floor 4, Apartment # 5 · Tbilisi 0179 · Georgia