|
“არა ფობიას!” ბიულეტენი, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი (MDF) 2014 -2019 წლებში გამოსცემდა, განახლდა და დაინტერესებული აუდიტორიისთვის კვლავ ხელმისაწვდომია. ბიულეტენი სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური გზავნილების შესახებ MDF-ის მედია მონიტორინგის მიგნებების ყოველთვიურ შედეგებს ასახავს, რომელიც პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში ხორციელდება.
მონიტორინგის სუბიექტები განახლდა და ძველ სუბიექტებს ანტილიბერალური და კრემლისტური გამოცემების ფეისბუქ გვერდები დაემატა. დეტალური ინფორმაცია მონიტორინგის მეთოდოლოგიის შესახებ ხელმისაწვდომია აქ.
|
|
|
|
ოქტომბრის თვეში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
- ქსენოფობიური გზავნილები მეტწილად არაბი, ირანელი, თურქი მიგრანტების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხოლო რუსი მიგრანტების მიმართ იგივე აქტორების დამოკიდებულება შედარებით ლოიალური იყო;
- თურქოფობიური გზავნილები რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდებოდა, რა დროსაც რუსეთის მარცხი რეგიონში თურქეთის გავლენის გაძლიერების ტოლფასად და მუსლიმანური ქვეყნების გარემოცვიდან მომდინარე საფრთხედ იყო წარმოჩენილი. თურქეთის მტრად განხვილსთან ერთად რუსეთთან საერთო რელიგიურ იდენტობაზე კეთდებოდა ხაზგასმა.
- ჰომოფობიური განცხადებები მეტწილად პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატურის განხილვას და ცნობილი ქართველი დიზაინერისთვის საპატიო თბილისელის სტატუსის მინიჭებას უკავშირდებოდა;
- ანტიდასავლურ გზავნილები, ერთი მხრივ, ამკვიდრებდა აზრს, რომ დასავლეთი მართლმადიდებლობას ებრძვის, ეთავს გვახვევს ჰომოსექსუალობას, მეორე მხრივ, რუსეთის, როგორც ჰომოსექსუალობასთან მებრძოლი ქვეყნის პოზიტიურ რეპრეზენტაციას ახდენდა. რიგ შემთხვევებში, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მიერ ტერიტორიების დაკარგვა, მათ დასავლურ საგარეო პოლიტიკას და ლგბტ თემის უფლებეთან იყო დაკავშირებული.
- გენდერული ნიშნით დისკრიმინული განცხადებები, “დროას ლიდერის ელენა ხოშტარიას, ასევე სახალხო დამცველის კანდიდატ ანა აბაშიძის წინააღმდეგ იყო მიმართული და უმეტესწილად გარეგნული ნიშნით და გენდერული სტერეოტიპებით გაკიცხვით შემოიფარგლებოდა.
|
|
|
|
ოქტომბრის თვეში ჰომოფობიური განცხადებები, ძირითადად ორ საკითხს უკავშირდებოდა:
- პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატურბის განხილვას;
- თბილისის მერის კახი კალაძის მიერ თბილისობის დღესასწაულზე, ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიასთვის საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებას.
სხვადასხვა წყაროები ამ თემებთან მიმართებით ამტკიცებდნენ, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი მხოლოდ ლგბტ+ თემის უფლებების დაცვით არის დაკავებული და სხვა მოქალაქეთა უფლებრივ საკითხებს უგულებელყოფს; ცნობილი ქართველი დიზაინერისთვის საპატიო თბილისელის სტატუსის მინიჭება კი მისი იდენტობის გამო იყო მიუღებელი.
|
|
|
|
ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „საქართველოში არის ერთი ასეთი სტერეოტიპი, პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში, რომ სახალხო დამცველი აუცილებლად უნდა იყოს ლგბტ თემის დამცველი! ასე წარმოუდგენიათ, ლომჯარიამდეც ასე იყო... ახლა უფლება ყველასი უნდა დაიცვა, მათ შორის ლგბტ პირების, თუკი მათ ვიღაცა შეურაცხყოფს ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მაგრამ, ასეთი დამახინჯება ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ფუნქციების და კომპეტენციების, არის მაჩვენებელი, ერთიც მხრივ იმის, რომ აშკარად ინტელექტუალური შეცდომაა, მეორეს მხრივ, შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ სუვერენიტეტის არქონის! …“.
ზურაბ მახარაძე, კონსერვატიული მოძრაობა: "ჩვენ იდეალური სახალხო დამცველი შევქმნათ… ზუსტად ვაყალიბებ - ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბიოლოგიური ქალი, რომელიც თავს გრძნობს კაცად, არის სოროსის ფონდში ნამუშევარი და აწუხებს ჭარბი წონა…"
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „მოქმედი, აი, ახლა ვისაც სურს სახალხო დამცველობა, ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჰომოსექსუალების, ლესბოსელების, სხვა ელგებეტე პირების დამცველი.... მე ვთვლი, რომ სახალხო დამცველის შესახებ კანონი ბევრად უფრო ღრმად და სერიოზულად არის დასახვეწი... რომ გაიგოს სახალხო დამცველმა, რომ მისი უფლებები და მისი ამოცანები არ არის მხოლოდ ელგებეტეს დაცვა და საერთოდ ეს არ არის მთავარი საკითხი სახალხო დამცველისა. “
ალექსანდრე ფალავანდიშვილი, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება: „სახალხო დამცველი უნდა იყოს ხალხის დამცველი და ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ ხალხის დამცველები, აქამდე არიან ხალხის მტრები... … და ეს ბავშვების გარყვნა და ბავშვების გათახსირება აქციეს მთავარ უფლებად პერვერტების, ესეიგი მთელი სახელმწიფო უნდა მოიმართოს დასავლეთის ასე ვთქვათ, სურვილია ეს, რომ მთელი სახელმწიფო და ამაში წინა რიგში არის სახალხო დამცველი მოიმართოს იმაზე, რომ დაკანონდეს, დამუშავდეს, დაიქოქოს საქართველოში ეს ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რაც გულისხმობს ჩვენი შვილების გარყვნილებისთვის კარტ-ბლანშის მიცემას, პერვერტებისთვის კარტ-ბლანშის მიცემას და აი, ამის ადვოკატირებას სახალხო დამცველის მიერ...“
გია კაჭარავა, რეჟისორი: "[სააკაშვილმა] ლიბერასტული პარტია დააფუძნა, რომელიც წინააღმდეგობაშია ქართულ ტრადიციებთან. ხომ ხედავთ, რა ამბავია ატეხილი ომბუდსმენის არჩევასთან დაკავშირებით - ყველაზე მეტი ქულა მიანიჭეს ქალს, რომლის ინტერესის უპირველესი საგანია სქესობრივ უმცირესობათა დაცვა!“
|
|
|
|
მალხაზ თოფურია, პატრიოტთა ალიანსი: „ისეთი გადაწყვეტილება მიაღებინეს ამ საპატიო თბილისელზე ამ კახი კალაძეს, რომ თავისი რეიტინგი და თავისი კონსერვატიული და ვაჟკაცური ბუნება შუაზე გადახია... რა თქმა უნდა, მიაღებინეს. მას არ ჰქონდა არანაირი სურვილი, რომ ვთქვათ, ვიღაცა მიშისტი მწამებლების მომხრე გათხოვილი მამაკაცის [დემნა გვასალია], ვთქვათ, საპატიო თბილისელობა, შეეძლო საპატიო თერძობა მიენიჭებია..“
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: „პირადად მე ძალიან არ მომეწონა, როცა მერმა თბილისის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა დიზაინერ [დემნა] გვასალიას, რომელიც ოფიციალური მამათმავალია." (ასავალ-დასავალი)
|
|
|
|
ქსენოფობიური გზავნილებში უმეტესწილად ანტიმიგრანტული განწყობები იკვეთებოდა, რაც არაბების, ირანელების და თურქების წინააღმდეგ იყო მიმართული ერთი მხრივ, კრემლისტური აქტორები მიგრაციის პროცესს და კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენელბის მიერ მიწების შეძენას დემოგრაფიული საფრთხის კონტექტში განიხილავდნენ, მეორე მხრივ, ისინი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და მედიას კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევდნენ.
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, წამყვანი: „ეს ხალხი რომ დასახლდება, მერე ეხლა ირანი, აბა ერთი მერე ვინმემ გაბედოს აბა თქვას, რომ აბა წავიდეთ აქედან. იმ წუთას არაბეთის მთავრობა გამოვა და გიტირებთ ყოფას. აბა, შეეხეთ. გამოვა ირანის მთავრობა და იტყვის, ესენი არიან თქვენი მოქალაქეები და არავინ არ გაბედოს აქ ჩვენი ეთნოსის დაჩაგვრა. გამოვა თურქეთი და იტყვის, ვინ მოგცათ უფლება თურქების დასჯისო და ეს ნაძირლები დასდევენ რუსებს, რუს ტურისტებს, ეს ხაზარაძე ეს არარაობა ესა... გინახიათ თქვენ რუსების მიერ ნაყიდი მიწები და რუსების მიერ ნაყიდი სახლები? მიწებზე მაქვს საუბარი. ხომ ვეძებთ ეხლა ჩვენ, ვერაფერი ვერ აღმოვაჩინეთ... მნიშვნელობა არა აქვს, გინდა სინგაპურელი იყოს, გინდა ფრანგი იყოს, ახლა არაბებზე იმაზე კი არა ვართ დაგეშილები მარტო... ზოგიერთი ფულიანი ტიპი გაყურსული რომ არის, მერე მაინტერესებს ერთი იმ ფულს სად წაიღებს, არაბებთან ერთად იქნება?!“
|
|
|
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ქართული მიწების არაბების გასხვისების ფაქტზე გამოვიდნენ ეს ნაცების ტელევიზიები და თქვეს, რომ იცი რაო? რუსები მიწებს ყიდულობენო, რუსი ტურისტებისთვის სახლები უნდა ააშენონო!.. რეესტრში მაინც ჩაიხედე შე რეგვენო შენ, რომ 100% წილის მფლობელი არი ეგვიპტის მოქალაქე! როცა ამ ფრაზებს წერ, მე იმაზე მტკივა გული, რომ არაქართველი ყიდულობს ამ მიწებს და არაქართული მოსახლეობა შემოდის აქ, შე იდიოტო შენ! და წერ რაღაცა სისულელეებს!“
მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი: „[მთავრობაში] იციან თუ არა იმის შესახებ, რომ არაბებს დიდძალი მიწები გადაეცათ და კასპის რაიონში სოფელს აშენებენ?! გიჟებივით რომ გაჰყვირიან ე.წ. ოპოზიციონერები, დიდი რაოდენობით რუსები გადმოდიანო, იმას ვერ ხედავენ, თავზე ირანელები, თურქები და არაბები რომ გვასხედან და აქედან წასვლას არ აპირებენ?“
|
|
|
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „გრძელდება... „არაბიზაცია“ საქართველოში... და რაოდენ სამარცხვინოა ჩვენთვის, დღევანდელი საქართველოსთვის, რომ აი, 13 საუკუნის შემდეგ ისევ არაბებთან გვიწევს ჭიდილი ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად.“
|
|
|
|
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტია: „აგერ, ბაზალეთიდან დაწყებული ყველგან, ირანელებისა და არაბების სოფლები შენდება. არავინ ამის პატრონი და განმკითხავი არ არის. ასე რომ, მიდის დემოგრაფიული ექსპანსია ყველა მიმართულებიდან-ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან.“
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ს წამყვანი: „ეს საქართველო ქართველების აღარ იქნება ძალიან მალე. კახეთში ერთი-ორი აზერბაიჯანელი ჩაასახლეს იქ იმიტომ, რომ ნახირი მოემწყესათ... კაბალი რომ არის და ყველაზე დიდი არის, დღეს ეს სოფელი აზერბაიჯანელების კუთხით და კახეთში არჩევნების ბედი წყდება ამ კაბალის მოსახლეობის აქტივობით… ბრიტანეთის პრემიერი გახდა ეროვნებით ინდუსი... და ძალიან მალე საქართველოს პრემიერიც იქნება არაბი. ასე თუ გაგრძელდა ტაბახმელაში, თუ არაბული სოფელი შეიქმნა ბაზალეთში, კახეთში, შიდა ქართლში და თითოს ათი და ოცი ცოლი ჰყავთ, ქართველები გარბიან და ესენი შემოდიან, დემოგრაფიული მდგომარეობა შეიცვლება და უმრავლესობაში იქნებიან ესენი... მე ყველა ეროვნებას პატივსა ვცემ, მაგრამ იცით რა, მიწები არ უნდა გაიყიდოს.“
|
|
|
|
თურქოფობიული განცხადებების ერთი ნაწილი ამკვიდრებდა აზრს, რომ რუსეთის დამარცხება უკრიანასთან ომში და რეგიონში მისი პოზიციების შესუსტება, საქართველოსთვის თურქეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის და მუსლიმური სახელმწიფოების გარემოცვის გამო საფრთხე იყო, მეორე ნაწილი კი თურქეთის ექსპანსიონისტურ მიზნებზე საუბრობდა და ამ კონტექსტში რუსეთთან საერთო რელიგიურ ფაქტორზე ამახვილებდა ყურადღებას.
|
|
|
|
|
|