|
თებერვლის თვეში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა
-
ჰომოფობიური განცხადებების ერთი ნაწილი საქართველოს პარლამენტში ინიცირებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონოპროექტს უკავშირდებოდა, რომელიც იმ არასამთავრობოების გაკონტროლების მექანიზმად იყო წარმოდგენილი, ვინც “ლგბტქი პროპაგანდაშია” მხილებული; ნაწლი კი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას, მკვიდრდებოდა აზრი, რომ ჯარში ჰომოსექსუალების გამო უკრაინას რუსეთზე უპირატესობის მოპოვების პერსპექტივა არ ჰქონდა.
-
ქსენოფობიური გზავნილები, უკრაინელ ლტოლვილებს, ქართველების სამუშაო ადგილების დაკავებასა და კანონისაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობაში ადანაშაულებდა.
-
თურქოფობიული გზავნილების ნაწილი, თურქეთში მომხდარი დამანგრეველ მიწისძვრას ისტორიული წარსულის გამო სასჯელად განიხილავდა.
-
კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციული განცხადებები, ერთი მხივ, უკრაინაში კათოლიკურ ეკლესიას “უკრაინული ნაციზმისა” და ლგბტ პროპაგანდის გამო ადანაშაულებდა, მეორე მხრივ, რომის პაპს მწვალებლობასა და ერთი და იგივე სქესის ქორწინების ლეგალიზაციის მცდელობაში ამხელდა.
-
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვისთან მიმართებით არასამთავრობო ორგანიზაციის ქალი წარმომადგენლების მიმართ სექსისტურ განცხადებები კეთდებოდა.
-
ანტიდასავლურ განცხადებებში მკვიდრდებოდა აზრი იმის შესახებ, რომ დასავლური ორგანიზაციების დაფინასება, ერთი მხრივ, ლგბტ პროგანდას, მეორე მხრივ კი, ეკლესიასთან ბრძოლას ემსახურება.
|
|
|
|
იანვრის თვეში ჰომოფობიური განცხადებები სამ თემას უკავშირდებოდა:
- პარლამენტში “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც იმ არასამთავრობოების გაკონტროლების მექანიზმად იყო წარმოდგენილი, ვინც “ლგბტქი პროპაგანდაშია” მხილებული.
- უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რა დროსაც მკვიდრდებოდა აზრი, რომ ჯარში ჰომოსექსუალების გამო უკრაინას რუსეთზე უპირატესობის მოპოვების პერსპექტივა არ ჰქონდა. მართლმადიდებელი რუსეთი კი თავის მხრივ ჰომოსექსუალობას ეფექტიანად ებრძოდა.
- სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზებში ლგბტქი+ თემატიკის გაშუქება და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, თამარ შავგულიძის ფილმის “კომენეტების” ტრანსლაცია
|
|
|
|
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ხელს შეუშლის დასავლეთინად მართულ იმ ორგანიზაციების ფუნქციონირებას, რომლებიც ლგბტ პროპაგანდას ეწევიან
|
|
|
|
სპირიდონ ცქიფურიშვილი, სასულიერო პირი: “ყველანაირი სიბინძურის პროპაგანდა უნდა იყოს დასჯადი, ეს კანონი [უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებზე] უნდა იქნას მიღებული. ეს ფული [საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი] არის არამიზნობრივად ფულის ხარჯვა. იმისთვის აფინანსებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ მომავალი თაობა გარყვნან და გაათახსირონ?”
ოთარ ჭითანავა, პატრიოტთა ალიანსი: “გამოდიან, როგორც გითხარით უკვე, [არასამთავრობოები] ლგბტს პროპაგანდით, იმით, რომ აი, კარგი ამბავია ეს თურმე და ეს უნდა იცოდეს ჩვენმა მომავალმა თაობებმა. აი, ეს არის ის რეალობა, რომელშიც დღეს ვიმყოფებით... და აი, ამ კუთხით თუ შეიქმნება რაღაც მექანიზმი [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი], რომელიც ლაგამს ამოსდებს ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელიც სწორედ ასეთ „მოღვაწეობას“ ეწევიან, ეს იქნება ძალიან კარგი“.
ლევან გაბაშვილი, საქრთველო და მსოფლიოს ჟურნალისტი: "ვეღარც ნიდერლანდების წარმომადგენლები დაგვიქნევენ თითს, როცა ოფიციალურად გაცხადდება, რომ ლგბტ თემის მხარდამჭერი აქციების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნიდან ფინანსდება. აქვე იქნება ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი… და ამ ყველაფრის ოფიციალურად, დოკუმენტურად გარკვევის შემდეგ [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი] დღის წესრიგში აუცილებლად დადგება კითხვა – გვსურს თუ არა ასეთი ამერიკა და ევროპა? გვინდა თუ არა სწორება მათ ღირებულებებზე?"
|
|
|
|
უკრაინა რუსეთთან ომში ვერ გაიმარჯვებს, რადგან ჯარში ლგბტ თემის წევრები მსახურობენ
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ს წამყვანი: “გეი წყვილი, რომელიც არის უკრაინელი ჯარისკაცები ამჟამად, საუბრობენ, რომ თეატრში მუშაობდნენ და ეხლა არიან ომის ხაზზე და ამათ უნდათ, რომ ამ წყვილების ისტორიას რომ მოუყვებიან უკრაინელ ხალხს, უკრაინელი ხალხი გაგიჟდება და ამით წავა ფრონტზე?!... კაცი, რომელიც ომის პერიოდში კანონის მიღებაზე ფიქრობს ერთსქესიან წყვილთა, ამ ქვეყანას შეიძლება რამე პერსპექტივა ჰქონდეს? კაცი, რომელიც თავს ესხმის ეკლესიებს, რომელიც არის რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში და წვერებით გამოათრიეს სასულიერო პირი, ამათ უნდათ, რომ ღმერთმა გადმოხედოს?”
|
|
|
|
მართლმადიდებელი რუსეთი ებრძვის გარყვნილებას, მაშინ, როცა უკრაინა/დასავლეთი ჰომოსექსუალობის პროპაგანდას ეწევა
|
|
|
|
გურამ ფალავანდიშვილი,ბავშთა უფლებების დაცვის საზოგადოება: ‘’ … თან ეხლა ამათ [უკრაინელებს] რა ღირსება აქვთ, ჰომოსექსუალების ბრბო არის. არ არსებობს ადამიანი იყოს მათთან პარლამენტში, ტელევიზიაში ან სამსახურში რომ არ იყოს მიმღებელი ამ გარყვნილების, პირდაპირ მათი აგენტები არიან და ტრანსგენდერები ყავთ დასაქმებული, ბაიდენს კიდე მათ ევროპის ხელმძვანელს და ამითი ამაყობს, ესენი არიან ყოვლად გახრწნილი ხალხი და პირდაპირ არიან ჩამდგარი სამსახურში ანტიქრისტესი, ამიტომაც მათ რუსეთი იმიტო ეჩხირებათ ყელში დიდი ტერიტორიაა, რუსეთი როგორც მართლმადიდებელი ქვეყანა… მათთვის არის გასანადგურებელი, კიდევ იმიტომ, რომ არის აი ამ ევროპულ ანტიქრისტიანულ მოდელში არ ჯდება და კიდე ომის დროს პირდაპირ გააუქმა ლგბტ პროპაგანდის უფლება, როცა უკრაინაში პირიქით დააკანონეს და ატარებენ გეიაღლუმებს,ეს არის ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის.’’
|
|
|
|
ლგბტ თემის გამოხატვის თავისუფლება კანონით უნდა აიკრძალოს
|
|
|
|
ირაკლი მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: აი, მაგალითად, ეხლა ეს ქართული ოცნების მხრიდანაც, ნუ, იგივეა ეს ხომ ქართული ოცნებაა იგივე [ხალხის ძალა]. ანუ ამათ მხრიდანაც კეთდება ასეთი განცხადება, რომ გეი პარადი არ უნდა ტარდებოდეს საქართველოში, ხო?.. მაშინ კანონით აიკრძალოს, კაცო… კანონი რატო არ არის ქვეყანაში მაგის აკრძალვის?”
|
|
|
|
სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის არხებზე ჰომოსექსუალობის პროპაგანდა მიუღებელია
|
|
|
|
შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: რავი, აი იმედზე გადის რაღაც ისინი, რაღაცა, როგორი გეი ტრეშ პროპაგანდა, იცი?.. სქესის შეცვლის ოპერაცია რო რაღაც, კაია რა…”
გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: „ეს არის ფილმი [საზოგადოებრივ მაუწყებელზე], სადაც ნუ პირდაპირ მიდის ლგბტ საკითხის პროპაგანდა, ამ იდეოლოგიური ასე ვთქვათ, შეხედულების აქტიური ნორმალიზების მცდელობა და ეს გადის ეთერში ღიად… ჩვენი ფულით, ჩვენი გადასახადებით ფინანსდება ეს ლგბტ თემატიკის შემცველი რაღაც ფილმი და ამას იღებს ხელისუფლება, მთავრობა! აბა ვინ აფინანსებს? ვის ხელშია საზოგადოებრივი მაუწყებელი?! ...“
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ს წამყვანი: „ეს არის გარყვნილების პროპაგანდისტული ფილმი, რომელიც ეხება ლესბოსელ წყვილს, რომელთაც ერთმანეთი უყვარდათ ადრე. შემდგომ ეს ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს და იხსენებენ წარსულ პერიოდს. გარყვნილების პროპაგანდა მიდის საზმაუზე“.
|
|
|
|
ქსენოფობიური გზავნილების ნაწილი, საქართველოში უკრაინელი ლტოლვილებს, ქართველებისთვის სამუშაო ადგილების წართმევაში, სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო საქმიანობასა და ნარკორეალიზებაში ადანაშაულებდა. “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” შესახებ ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, არაბული ექსპანსიის შეჩერების ინსტრუნეტად იყო წარმოჩენილი, ამასთან მკვიდრდებოდა აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები, სხვა “ტურისტებთან” მიმართებით, უსამრთლოდ ხდებიან დევნისა და დაკვირვების ობიექტები.
|
|
|
|
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ქვეყანაში არაბულ დაფინანსებასა და ექსპანსიას შეაჩერებს
|
|
|
|
შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: „[უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე] არაბები აფინანსებენ [ორგანიზაციებს] აქ იმიტომ, რომ აქ რაღაცა თავის რელიგიასაც ავრცელებენ და ცდილობენ აქ გარკვეული დემოგრაფიული ექსპანსია მოახდინონ, ჩამოსახლდნენ და აი, ამ ჩამოსახლების პროცესში წინაღობები თუ იყო, წინააღმდეგობა რომ გაუწიონ იმათმა“.
|
|
|
|
უკრანელი ლტოლვილები ადგილობრივი მოსახლეობის სამუშაო ადგილებს იკავებენ, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას ეწევიან
|
|
|
|
სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსი: „უამრავი ადამიანი შემოვიდა საქართველოში 2020 წელს, ომის დაწყების მომენტიდან. ეხლა აქ ყველა ვერ დასაქმდა და ჯერ ჩვენი ხალხი ვერ დასაქმებულა აქ და უცხოელები როგორ უნდა დავასაქმოთ, იგივე რუსები და იგივე უკრაინელები. ბევრმა დაიწყო თავის რჩენა ნარკორეალიზაციით…“
ირმა ცხორაგაული, პატრიოტთა ალიანსი: „ეს სინამდვილეა, რომ გახშირდა აი, ასეთი სამწუხაროდ, ასეთი დაკავებები და მოდით ვაღიაროთ, რომ სტატისტიკის მიხედვით იმატა ამ დაკავებულთა რიცხვში უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახელებმა და გვარებმა. პირველი ფაქტორი ეს არის, რომ როგორც ვხედავთ, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული მით უმეტეს უკრაინიდან, ეს ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ გაცილებით მეტი სახელი და გვარი მესმის უკრაინული მოქალაქის, აცხადებენ, რო უკრაინელი მოქალაქე ქალაქები არიან. ანუ, უკრაინა, რუსეთი, იქ სირია, თურქეთის მოქალაქეები ძალიან ბევრი ხო, ანუ ის, რომ ქვეყანაში უკვე შემოდინება დაიწყო აი ასეთი შეუმოწმებელი ხალხი… მათთვის სამუშაო ადგილები არ არის და უკვე აი, ასეთი რაღაცა ქსელი აქ უკვე არსებულ ასე ვთქვათ ქსელს ერთდებიან კიდევ ისინი და ეს ფართოვდება“.
|
|
|
|
რუსეთიდან შემოსული ტურისტები სხვა ქვეყნების მოქალაქეებისგან განსხვავებით უმიზეზოდ ხდებიან დევნის ობიექტები
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ს წამყვანი: „ეხლა დასდევენ რუს ტურისტებს ეს ნაც-პროპაგანდისტული არხები რო აქო, ფულადი გზავნილები შემოდისო და ეს უნდა აღიკვეთოსო ანუ, მიზანი არი, რომ საქართველოში თურქებისა და აზერბაიჯანელებისა და მუსლიმანური ქვეყნების წარმომადგენლების გარდა ტურისტი არ უნდა შემოვიდეს! მხოლოდ უნდა იყოს ჩადრიანი ხალხით სავსე ეს ქვეყანა და რომ რუსეთთან ჩვენ არანაირი ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ ურთიერთობების დასალაგებლად და ეხლა აი, ახალი ტალღა არი ისევ რუსი ტურისტების მიმართ… “
|
|
|
|
ევროპა საკუთარი ლიბერალური მიგრანტული პოლიტიკის მსხვერპლია, საქართვლეოში ანალოგიური მდგომარეობა მიუღებელია
|
|
|
|
გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: „სხვათა შორის, არც თუ ისე სახარბიელოა მაგ მიმართულებით ევროპის ბედიც იმიტომ, რომ ევროპაშიც ძალიან დიდია არაევროპული მოსახლეობის ნაწილი ხო, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და 10, 15, 20 წელიწადში თუ ასე გააგრძელა ამ გლობალისტურმა, ლიბერასტულმა ევროპამ ხო, მე არ ვიცი როგორ უნდა გადახარშოს მაგალითად, საფრანგეთმა ფერადკანიანების და არაბების ის რაოდენობა, რა რაოდენობაც დღეს არის და მომავალშიც აღმოჩნდება საფრანგეთში. მე მგონია, რომ ვეღარ გადახარშავს და ჩვენ რატომ არ გვინდა ევროპა? იმიტომ, არ გვინდა, რომ ჩვენც არ გვინდა, იგივე პროცესები საქართველოშიც არ გვინდა. არ გვინდა, რომ რაღაც ქართველი ერი გაქრეს ამ გლობალისტურ, ლიბერალურ, რაღაც მულტიკულტურულ გარემოში“.
|
|
|
|
თურქოფობიური განცხადებების ნაწილი, თურქეთში 6 თებერვალს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრის შედეგად, რეგიონში თურქული გავლენის დასუსუტებასა და მისი ექსპანსიური პოლიტიკის შეჩერებას პროგნოზირებდა. ასავალ-დასავალში მკვიდრდებოდა აზრი, რომ დამანგრეველი მიწისძვრა, თურქეთის ექსპანსიონისტური წარსულის გამო სასჯელი იყო.
|
|
|
|
თურქეთში მიწისვრა სასჯელია ისტორიული წარსულის გამო
|
|
|
|
დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: „ასე დაიკავა მართლმადიდებელი და მაღალკულტურული ბიზანტიის ადგილი ველურმა უკულტურო, მაგრამ ბრძოლაში გამოცდილმა ურდომ, რომელმაც საბოლოოდ ბოლო მოუღო ბიზანტიის იმპერიას და რომლისგანაც თანამედროვე თურქეთი იშვა… ცხადია, ჩვენი სურვილი და მიზანი გაჭირვებაში ჩავარდნილ და გაუბედურებულ ხალხზე ნიშნის მოგებით ლაპარაკი არ გახლავთ, მაგრამ იმ სიმართლეს, რომელიც კაცობრიობის ისტორიამ დაბეჭდა, არ დავმალავთ და ყოველთვის ვიტყვით, რომ მიწა, რომელსაც დღეს ""თურქეთი"" ჰქვია, სინამდვილეში სხვისია! ხოლო მიწა, რომ თავისას მოითხოვს, ამაზე ძველისძველი ქართული ხალხური ზღაპარი მოგვითხრობს, რომელიც არასოდეს ცდება!"
|
|
|
|
თურქეთში მომხდარა მიწისძვრა, რეგიონში მის დასუსტებასა და ექსპანსიური პროცესების შენელებას გამოიწვევს
|
|
|
|
გიორგი გაჩეჩილაძე, საქართველო და მსოფლიოს ჟურნალისტი: "თურქეთში მომხდარი მიწისძვრები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თურქული გეოპოლიტიკური ექსპანსიის პროექტს... საქმე არ არის მხოლოდ ის, რომ მიწისძვრების შედეგების აღმოფხვრას… ერთ წელზე მეტი დასჭირდება, არამედ ისიც, რომ მიწისძვრებმა აჩვენეს: ორიენტაცია თურქეთზე, როგორც მთავარ პარტნიორზე, დიდი რისკის შემცველია, ამიტომ რეგიონის მთავარი მოთამაშეები ამას აუცილებლად გაითვალისწინებენ და რისკების დივერსიფიკაციას შეეცდებიან"".
იური ბარანჩიკი, ევრაზიის თანამედროვე უსაფრთხოების პოლიტიკისა და პოლიტიკური კომუნიკაციების ახალი ტექნოლოგიების სპეციალისტი: "თურქეთში მომხდარი მიწისძვრები არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ერდოღანის ხელახლა არჩევას 2023 წლის 14 მაისს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში, არამედ, საზოგადოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თურქული გეოპოლიტიკური ექსპანსიის პროექტს, რომელსაც ერდოღანი აქტიურად უჭერდა მხარს მრავალი წლის განმავლობაში".
|
|
|
|
თუ რუსეთი ოკუპანტია, თურეთიც ოკუპანტია
|
|
|
|
დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: „დღესდღეობით რუსეთს აფხაზეთის, ცხინვალისა და ქსნის ხეობის სახით დაპყრობილი აქვს ქართული მიწის 12.6 ათასი კვადრატული კილომეტრი, ხოლო თურქეთს - 24.8 ათასი კვადრატული კილომეტრი, ანუ ორჯერ მეტი! ყოველივე ამის შემდეგ რეგვენი ქართველები თურქეთს უწოდებენ ""ისტორიულ მეგობარს"", ხოლო რუსეთს - ""მტერსა"" და ""ოკუპანტს"
|
|
|
|
თურქეთი აჭარაში ექსპანსია ახორციელებს/ტერიტორიების მიტაცება სურს
|
|
|
|
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „თურქეთთან გვინდა ურთიერთობა? გვინდა. ყველა იძახის, რომ ჩვენ თურქმოძულე ვართ. არა ვართ თურქმოძულე. თურქეთთან ურთიერთობა გვინდა, მაგრამ არ გვინდა, რომ აჭარა ვაჩუქოთ თურქებს. არ გვინდა, რომ აჭარაში 40 ათასი თურქეთის მოქალაქე იყოს და საერთოდ არ გვინდა, რომ აჭარა თურქების იყოს. გვინდა, რომ ქართველების იყოს და მაშინ გვინდა ურთიერთობა თურქეთთან.“
|
|
|
|
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია
|
|
|
|
კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციული განცხადებები, ერთი მხივ, უკრაინაში კათოლიკურ ეკლესიას “უკრაინული ნაციზმისა” და ლგბტ პროპაგანდის გამო ადანაშაულებდა, მეორე მხრივ, რომის პაპს მწვალებლობასა და ერთი და იგივე სქესის ქორწინების ლეგალიზაციის მცდელობაში ამხელდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის, წინააღმდეგ იყო მიმართული ანტისემირუტი შინაარსისც განცხადებაც, რომელშიაც მას არამხოლოდ ეკლესიასთან მებრძოლად მოიხსეინებდენ, არანედ მის რელიგიურ კუთვნილებაზეც კეთდებოდა ხაზგასმა. ერთი განხცადება იჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძვლის მოთხოვნას შეიცავდა.
|
|
|
|
კათოლიკური ეკლესია მწვალებელი, ლგბტ უფლებების დამცველი და პედოფილიაში მხილებული ინსტიტუტია
|
|
|
|
გიორგი გაჩეჩილაძე, საქართველო და მსოფლიოს ჟურნალისტი: "აღსანიშნავია, რომ უკრაინის კათოლიკურ უნივერსიტეტში უკრაინული ნაციზმის პროპაგანდა შეთავსებულია სექსუალური გარყვნილების კულტთან. ლექციებზე სტუდენტები გაჯეტების საშუალებით უყურებენ ყველაზე საზიზღარ პორნოგრაფიას, გაკვეთილებზე მიდიან ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის კედლებში სოდომი და გომორა სუფევს. რომის პაპი ფრანცისკე კი კეთილგანწყობილია ამ სასწავლებლის რექტორ ბორის გუძიაკის მიმართ."
გიორგი რაზმაძე, დეკანოზი: „გონებანაკლულმა [გიორგი] მარგველაშვილმა, რომ ჩამოიყვანა რომის პაპი და პატრიარქი უხერხულობაში, რო ჩააყენა…ზუსტად ეს არის აი, ეს თანამედროვე შეხედულება, ეს ტოლერარული შეხედულება ამ ყველაფერთან. მწვალებელს მწვალებელი უნდა დაარქვა და რომის პაპი აი, რომ შეხედოთ ეხლა რატო უნდათ მაგათ რომ საქართველოს ეკლესია რომის ეკლესიას დაუქვემდებარონ და იგივე სიტუაცია იყოს… სად გინახიათ თქვენ როდისმე რომის პაპს ექადაგა მარხვაზე, ლოცვაზე, ასკეტურ ცხოვრებაზე, სულის ცხონებაზე?... რაღაც სულელურ საკითხებზე ალაპარაკებენ, რაღაცა ამ ჭანჭიკს… იმიტომ არის, რომმერე ჯვარი, რომ უკეთია გეი ფერებში ჩამოკიდული და პირდაპირ ამათ ლეგალიზაციას რო ახდენს ერთსქესიანთა ქორწინების….“
|
|
|
|
იეჰოვას მოწმეებს ქადაგება და საქმიანობა უნდა აეკრძალოთ
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ს წამყვანი: “გავიხედავ, გამოვიხედავ, ქუჩაში გავივლი, ეს ლამაზი გოგოები, ბიჭები რაღაცას მიაგორებენ, დადგამენ ქუჩაში, ეწევიან პროპაგანდას ამ იაღოველობის. იაღოველების სექტა არის ასაკრძალი, ეგენი ქადაგებენ, რომ სისხლი არ გადაისხათო, თუკი ცუდად გახდება რომელიმე ადამიანი არ აქვთ უფლება სისხლის გადასხმის… ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეში თუ აგდებს რომელიმე სექტა, ის არ არის ასაკრძალი? რომელიმე სექტა თუ ადამიანებს ეუბნება, რომ შენ მოკვდი ოღონდ სისხლი არ გადაისხაო, შეიძლება იმ სექტის არსებობა ქვეყანაში?”
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ს წამყვანი: “თქვენ კარგად იცით, რომ აჭარაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა იმ კუთხით, რომ ისლამიზაცია მიმდინარეობს, ანუ გათურქების პროცესი მიდის აჭარაში, ქართული მოსახლეობა იკლებს და თურქები იმატებს. აგერ ქართველ კაცს ჩაგრავენ და თურქებს აქვთ სასათბურე პირობები.”
|
|
|
|
გურამ ფალავანდიშვილი,ბავშთა უფლებების დაცვის საზოგადოება: ‘’დიდი ფარსი არის,დიდი თეატრია მუსკომედიის თუ ოპერის, აფერისტები, ბანდიტები რომლებმაც ფაქტიურად გაწირეს უკრაინა, უკრაინა სანამ დაიწყებოდა კონფლიქტი ყირიმიც მაგათი იყო, მოაწყეს ეს რევოლუციები, შეუსიეს ეს ამერიკის საელჩოს ემისრები რაც უნდათ რომ აქ გააკეთონ, მოიყვანეს ესეიგი კაცი [ვოლოდიმერ ზელენსი], რომელიც არის ჯერ ეკლესიის მტერი, თითონ თავის რელიგიითაც იუდეველია, ზნეობის მტერი, კლოუნი, ლგბტ მომხრე აი ეს დაასვეს თავზე ნათელი ვარდისფერი ევროპული მომავლის პერპექტივით…”
|
|
|
|
სექსისტური სიძულვილის ენა
|
|
|
|
სექსისტური სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები ოჯახური ძალადობის კანონმდებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული, ამასთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვისთან მიმართებით არასამთავრობო ორგანიზაციის ქალი წარმომადგენლების მიმართ სექსისტურ განცხადებები კეთდებოდა. რიგ შემთხვევბში ქალებს გონებრივი შესაძლებლობების ნიშნითაც ესხმოდნენ თავს.
|
|
|
|
ოჯახური ძალადობის კანონმდებლობის გამო მამაკაცები უმიზეზოდ ისჯებიან
|
|
|
|
შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: „მე თუ ვიტყვი, რომ ხალხო, ისეთ კანონებს შევცვლი, რის გამოც ოჯახური ძალადობის ბრალდებით ძალიან დიდი პროცენტი ხალხისა ციხეში მიდის და საერთოდ მტკიცებულებებს არ ითხოვენ ამისთვის. მე მაგას რომ ვიტყვი და იმედი მექნება, რომ ამისთვის პოლიტიკურ ქულებსაც ჩავიწერ, გამარჯვების შანსები გამეზრდება, ესეიგი საკმარისად ბევრია მაგის გამო ციხეში წასული და მასიური ფორმა აქვს სახლში ვიღაცამ ხმამაღლა იჩხუბა და გაუშვა პოლიციამ ციხეში პრევენციის მიზნით, ანუ ცოლმა უბრალოდ თქვა, რომ ეს რაღაც ცუდად იქცევაო. ცოლის სიტყვაზე იჭერენ“.
|
|
|
|
მორალური კრიტერიუმებით თავდასხმა
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება, სეზონი ტვ-ს წამყვანი: „კანონპროექტით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ფაქტობრივად, აგენტების ლუსტრაცია მოხდა! დააკავირდით ეკა გიგაურსა და ნინო ლომჯარიას, რას ჰგვანან და რა დღეში არიან! ეკა გიგიაურსა და ნინო ლომჯარიას უცხოეთიდან დაფინანსება შეუწყდებათ თუ არა, მაშინვე ცირკთან დადგებიან და პოლიტიკური მეძაობიდან ხორციელ მეძაობაზე გადავლენ.“
|
|
|
|
გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით შეუცხყოფა/დაცინვა
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ს წამყვანი: “ეს ქერქეტა დედაკაცი [სალომე ზურაბიშვილი] დღეს გამობრძანდა, ეს ქაჯი, მე მინდოდა წასვლაო, არ გამომიგზავნეს მოწვევაო და ხელისუფლებას დასდო ბრალი, რატომ არ წავიდნენ უკრაინაშიო და ამ დროს ხელისუფლებასაც არ მისვლია მიწვევა, ეს ცხრა ნომერი გლეხი, ეს არის გამოთქმა, რომელიც ეხება მდაბიო, უვიც ადამიანს. ეს ქალი არ ვიცი ვინ არის, ბოლოს საგიჟეთში უნდა დაასრულოს ალბათ მოღვაწეობა, ეს ქალი ჭკუაზე არ არის ალბათ რა.”
|
|
|
|
ანტიდასავლურ განცხადებებში მკვიდრდებოდა აზრი იმის შესახებ, რომ დასავლური ორგანიზაციების მიერ გაღებული დაფინასება, ერთი მხრივ, ლგბტ პროგანდას, მეორე მხრივ კი, ეკლესიასთან ბრძოლას ემსახურება. განხადებათა ნაწილი ევოკავშირში ინტეგრაციის პრცესს, ქართული ეროვნული იდენტობის გაქრობასა და მიუღებელი ღირებულებების ნორმალიზებასთან აიგივებდა.
|
|
|
|
დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას, პედოფილიას
|
|
|
|
ოთარ ჭითანავა, პატრიოტთა ალიანსი: „ბევრი ისეთი ფინანსები მოდის დასავლეთიდან, რომ პირდაპირ იქიდან მოდის ეს დირექტივებით, რომ გავუწიოთ ლგბტ აქტივისტებს პროპაგანდა, ეს რაღაც გაუკუღმართებული ცხოვრების წესის საქართველოში. იხარჯება ფული იმისთვის, რომ მიუვარდნენ საპატრიარქოს და ფერადი საღებავებით შეღებონ საპატრიარქოს შენობა და ბევრი სხვა სამთავრობო შენობებიც სხვათა შორის და აი, ასეთი რაღაცეები და ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველასთვის ვინც ასე თუ ისე ნორმალურად ვაზროვნებთ და მართლაც ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და განვითარებისთვის ვფიქრობთ, ნამდვილად არ გვინდა, რომ მსგავს რამეზე იხარჯებოდეს ეს ფინანსები, რომელიც მოდის უცხოეთიდან“.
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ს წამყვანი: „დღეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის ევროკავშირი, რომლის კანდიდატის სტატუსისკენ მივისწრაფით, არაფრის მომცემი კანდიდატის სტატუსი არ არის და ეს ევროკავშირი გვეუბნება ჩვენ, რომ თუ გინდათ, რომ ჩვენი წევრი გახდეთ, მაშინ [მიხეილ] სააკაშვილი გყავდეთ ხელისუფლებში, სოდომია მიიღეთ, უარი თქვით ყველაფერ ეროვნულზე და მერე შეიძლება ჩვენთან იყოთ.“
მეუფე სპირიდონი, სასულიერო პირი: „ჩვენ მივსდევთ რა პავლე მოციქულის მცნებას და ქადაგებას, ხმამაღლა ვამხელთ, რო ეს არი ევროკავშირი, ეს არი სიბილწე, რომელიც მთელ მსოფლიოში გათახსირებას ნერგავს.“
გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: მე მინდა, გაჩვენოთ ძალიან ისეთი, შემზარავი კადრები, როგორ ხდება ყველაფრის ლეგალიზაცია, მათ შორის, პედოფილიის. აი, როგორ ხდება შეერთებულ შტატებში და დასავლეთში პედოფილიის, როგორც ნორმად ქცევა და ნორმა, ნორმად საზოგადოებაში დამკვიდრება…”
|
|
|
|
|
|