|
ნოემბერსა და დეკემბრის თვეებში შედეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
- ჰომოფობიური განცხადებები მეტწილად უკრაინაში რუსეთის ინტერვენციას, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარ ჰომოფობიურ ინციდენტს და სპექტაკლის დროს მსახიობ მამაკაცებს შორის კოცნის სცენას უკავშირდებოდა.
- თურქოფობიური გზავნილები რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, თურქული საფრთხის გაძლიერებაზე ამახვილებდა ყურადღებას.
- მიგრაციის თემაზე გზავნილები, ერთი მხრივ, რუსეთზე, როგორც მიგრანტებისგან დაცულ და უსაფრთხო სივრცეზე ამახვილებდა ყურადღებას, მეორე მხრივ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მიგრანტებთან ერთად უკრაინის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას საფრთხის კონტექსტში განიხილავდა.
- ისლამოფობიური განცხადებების ნაწილი სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვას უკავშირდებოდა, ნაწილი კი რუსეთს, როგორც ისლამიზაციის საფრთხისგან საქართველოს დამცველად სახავდა.
- გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებები სახალხო დამცველის ერთ-ერთ კანდიდატს, ასევე ოჯახური და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონმდებლობას უკავშირდებოდა.
- ანტიდასავლური გზავნილები ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და მონაზვნის გაუპატიურების ფაქტს საქართველოში დასავლეთის თავხსმოხვეულ ლიბერალიზმს უკავშირდებოდა, ასევე 2021 წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე დაპატიმრებულ პირებს, რომელთაც ქართველობის და ზნეობის დამცველებად და დასავლეთის მძევლებად წარმოაჩენდნენ.
|
|
|
|
ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ჰომოფობიური განცხადებები სამ საკითხს უკავშირდებოდა:
- უკრიანაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გამართლებას.
- საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქე ლუკა აბლოთიაზე ჰომოფობიური მოტივით თავდასხმას
- სპექტაკლ “დემონების” დროს მსახიობ მამაკაცებს კახა კინწურაშვილსა და თორნიკე გოგრიჭიანს შორის კოცნის სცენის ვიდეოფრაგმენტის გავრცელებას.
|
|
|
|
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრა მორალურად გამართლებულია, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის ლგბტ გავლენებისგან დაცვითაა მოტივირებული
|
|
|
|
შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: „მანდ ეხლა რანაირად გამოდის გეი-პარადების ჩატარების ნორმალიზაცია რომ მყარდება, მაგ ვერსიას რანაირად აქვს ქრისტიანული თვალსაზრისით მეტი მორალური სიმართლე?! არანაირად არა აქვს… ის ხალხი, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ არ შევიდეს მასეთ რელობაში, სადაც ჩაგიტარებენ გეი-პრიდებს და მაგას დაგიმკვიდრებენ ნორმად და თუ, ვინც მაგის წინააღმდეგი იქნება, იმას ჩააგდებენ, წამებას დაუწყებენ სარდაფებში, მაგის წინააღმდეგ რა თქმა უნდა იომებენ. ადგილობრივმა უკრაინაში მცხოვრებმა რუსებმა დაიწყეს 2014 წელს მაგის წინააღმდეგ იარაღით ომი... კი ბატონო, მოერია დასავლეთი, დაეხმარა, მოერია, მაგრამ ამას არ უნდა და იომა და ეხლა რუსები მიეხმარენ რუსებს. აბა ვის მიეხმარებიან?!“
|
|
|
|
ომში ურაინის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ლგბტზაციის და ტრადიციების დავიწყების საფრთხე ელის
|
|
|
|
ჰომოფობიური მოტივით მოქაქლაქეზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის პირის დასჯა მორალურად მიუღებელია
|
|
|
|
შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: „მორალიდან და საზოგადო ნორმებიდან ამოვარდნილი ქცევის და ჩაცმულობის დანახვაზე ვიღაცა, რომ რეაგირებს და რეაგირებს მათ შორის შეურაცხყოფით, ეგ არის პრევენციის მექანიზმი. პრევენციის მექანიზმი იმისა, რომ რაღაც უწესობები არ ხედებოდეს... ეგ ადამიანი [რომელმაც ჩაცმულობის გამო იძალადა ავტობუსის მგზავრზე] მანდ იქცევა ყველაზე გამართულად... ამათ რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე დაიჭერენ და წლები შეიძლება დაემუქროს, ეგ [კანონები] ოცნების პირობებში მიიღეს, ნაცების დროს არ მიუღიათ ეგ კანონი.“
|
|
|
|
ხელოვნებაში ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია
|
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ს წამყვანი: „რა საჭიროა ისეთი სპექტაკლი, სადაც გეი-პროპაგანდა არის… [კახა კინწურაშვილი] გარდა იმისა, რომ როგორც ჩანს გეი-პროპაგანდისტია, ამასთან ერთად ნაციონალიც არის… წავიდნენ და მთავარ იმ პროპაგანდისტულ ქვეყანაში ამერიკის შეერთებულ შტატაბში გაიკეთოს კარიერა ამ გოგრიჭიანმა, ამ კინწურაშვილმა, ამ ორველაშვილმა, ამ გორგილაძემ. აი, მაგათმა წავიდნენ და ის გარყვნილება, საიდანაც მოდის, იქ გაიკეთონ ეს კარიერა, ჩვენ დაგვანებონ თავი, ჩვენი შვილების გარყვნას თავი დაანებონ.“
|
|
|
გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “…ანუ, ხელოვნება აქციეს ნუ, რაღაცა ბოდიში და საპიდარასტეთი! ადრე ეგრე არ იყო ეხლა, ხელოვანი ადამიანი შეიძლება მაგარი მეომარიც ყოფილიყო, რა ვიცი… ლიბერალური სტანდარტი არის მსახიობი უნდა იყოს უკიდურესად ამორალური „ფრიკი“, ნუ კარგი იქნება თუ საერთოდ გეი იქნება“.
|
|
|
ირაკლი მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “[სპექტაკლში კახა კინწურაშვილის და თორნიკე გოგრიჭიანის კოცნის სცენა] რაღაცა რომ მოხდება, რაღაცა ასეთი პიდარასტული და ნუ, მერე ჩვეულებრივი შეფასება გაუკეთდება, რომ ეს რა არი? რა საქონლობას აქვს ადგილი ხო?!... ანუ, ვიღაცა პიდარასტები შეიკრიბებიან, რაღაცა პიდარასტობას ჩაატარებენ, მაგაზე ეხლა ჩვეულებრივი, ადეკვატური ადამიანები ადეკვატურ შეფასებას გაუკეთებენ“...
|
|
|
|
თურქოფობიური გზავნილები, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის დამარცხების შემთხვევაში თურქეთიდან, ასევე უკრაინიდან მომდინარე საფრთხეების გაძლიერებას პროგნოზირებდა, ამასთან თურქული სარფთხის შეკავების ერთადერთ ძალად რუსეთს წარმოაჩენდა. განცხადებების ნაწილი, თურქეთთან პოტენციური პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების შედეგებს, საქართველოში ქრისტანული გავლენების შემცირებაში ხედავდა.
|
|
|
|
უკრაინასთან ომში რუსეთის დამარცხება, საქართველოსთვის თურქეთიდან და უკრაინიდან მომდინარე საფრთხეს გააძლიერებს
|
|
|
|
მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი: „აქ რომ ნატრობენ, ნეტავ, რუსეთი დამარცხდესო - რას ამბობთ, ხალხო, კარგად გაიაზრეთ, რუსეთი რომ დამარცხდეს, ან დაიშალოს, საქართველოსთვის ეს იქნება უდიდესი ტრაგედია, მერე ვინ გააჩერებს ჩრდილო კავკასიას, ან თურქეთს, ან ირანს?!... რუსეთი თუ დამარცხდა, უკრაინა აქ თავის ბანდიტებს შემოაგდებს, საქართველოს გაძარცვავენ, ხოლო თურქეთი თავისი გავლენის სფეროს გაზრდის. ახლა ისინი რუსეთს ცოტა ხნით გათიშული ჰყავს.“
ასავალ-დასავალი, 28 ნოემბერი - 4 დეკემბერი
|
|
|
|
საქართველოს დაცვა და თურქეთის შეკავება მხოლოდ რუსეთს შეუძლია
|
|
|
|
ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „…ჩვენი უდიდესი შეცდომა ყოფილა, აი, ისტორიამ გამოაჩინა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთის სტრატეგიული ინტერესებიდან გამოსვლა! კიდე რომ არ ჰქონდეს რუსეთის შიში და რიდი, თურქეთი 24 საათში აჭარას აიღებდა, შეიერთებდა და მიაყოლებდა გურიას და სამცხე-ჯავახეთს, აი ეს არი რეალობა, ხალხო! ამიტომაც, ამ დასავლეთის ყურებით და ნატოს ღია კარებში ძრომით თავი დავანებოთ, ეს არი სისულელე, აბსურდი და სანამ ჩვენი ხელისუფლება აი, ესე ყურმოჭრილი მონა იქნება, საქართველოს განვითარება არ ეღირსება!“
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ს წამყვანი: „რუსეთმა მართლა რომ მისცეს კარტბლანში, ამათ ჰგონიათ მარტო აფხაზეთი და სამაჩაბლოა პრობლემა, რომ აუნთოს შუქი იმ [რეჯეპ-ტაიპ] ერდოღანს, რომელსაც ესე ენატრება და ე.ი. აბოდებს ამ ჯავახეთზე და აჭარაზე და გურიაზე, იმ წუთასვე ხომ შემოვარდება ეს თურქული ჯარი, მაინტერესებს მერე ბოდიში, აი, ამ „არა რუსულს“ ამით გააჩერებენ თურქულ ჯარს?!“
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ს წამყვანი: „ეხლა, როდესაც აჭარაში ისვენებენ, გურიაში ისვენებენ, ჯავახეთში დადიან, ის არ იციან, რომ ეს რომ არა, რუსის ჯარი, რუსეთ-ოსმალეთის ომი, ამას ჩვენ ვერ დავიბრუნებდით, ქართული ჯარი ამას ვერ მოახერხებდა, ხომ?! და დღეს ე.ი. ამ რუსის დაბრუნებულ ტერიტორიაზე რუსებს დასდევენ. გესმის, რომ რუსული სიმღერები რატომ ისმისო და თურქეთის სიმღერები არ აწუხებთ... მოვიდნენ და ყველაფერი გაყიდეს და გაანადგურეს და ეხლა იმას შვებიან, წყინთ, რომ ჩვენ რომ ვლაპარაკობთ იმას, რომ აი, რუსეთთან უნდა დავიწყოთ დიალოგიო.“
|
|
|
|
თურქეთთან პარტნიორული ურთიერთობების გაღვივება, საქართველოში ქრისტიანობის დასუსტებას გამოიწვევს
|
|
|
|
გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: „თუ ჩვენ საქართველო გადაგვყავს პროთურქულ ლიანდაგზე, მაშინ ჩვენ უნდა მათ შორის განვსაზრვროთ რა არის თურქეთის ინტერესი ამ ყველაფერში… რუსეთის შესაკავებლად, დასაბანალსირებლად საქართველო მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ საქართველოს კულტურული იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები შეიქმნება იმიტომ, რომ თურქეთი მიდრეკილი იქნება, რომ მაქსიმალურად ქართული იდენტობა მოშალოს იმისთვის, რომ პირიქით საკუთარი რელიგიური ხედვები გაავრცელოს და ჩვენ ვხედავთ ამას ყველაფერს, თუნდაც აჭარაში და მოკლედ სიღრმისეულად, რომ შევიდეთ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გამოიწვევს ქართული იდენტობის შესუსტებას, ქართული რელიგიური დასაყრდენის დასუსტებას და პირიქით გაძლიერებას თურქული იდენტობის.“
|
|
|
|
თურქეთი ქართული ტერიტორიების მიტაცებას ცდილობს
|
|
|
|
გრიშა ონიანი, საზოგადოება სტალინი: „კაცო, რა დიალოგი უნდა დავიწყოთ, კაცო, მე თქვენს არხზე მოვისმინე წუხელ, ერდოღანი რომ ლექსაობდა ამ მესხეთზე. მე მაგას რა ვუთხრა, მაგისი ჩამოსვლა შეიძლება ჩვენს ქვეყანაში და იმისი, ლუკაშენკოს ჩამოსვლა არ შეიძლება?! რომელიც თურმე ხახადაღებული უყურებს ჩვენს ქვეყანას, რომ გადაყლაპოს და დიდი ოსმალეთი აღადგინოს. როგორ შეიძლება თურქეთთან. ილია ჭავჭავაძის შვილები არა ხართ?!“
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ს წამყვანი: „კარგად მოგეხსენებათ მათი პრეზიდენტი იძახის, რომ ჯავახეთი, აჭარა, გურია ოსმალეთის ნაწილი უნდა გახდესო, ირიბად ამას იძახის, ახლა ლექსებს იძახის და როდესაც შენი დაპყრობა უნდა ქვეყანას და მერე აქ ის სერიალები მოაქვს, როდესაც ისინი კარგად არიან წარმოჩინ[ებული], ეს არ არის სწორი, რომ მათ ავუნთოთ მწვანე შუქი.“
|
|
|
|
ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: „უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქართულ მიწაზე სახლდებიან. ამ პროცესს დროზე ალაგმვა უნდა. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, ჩვენი მეგობარი თურქებიო. მე პროფესიით თურქოლოგი ვარ და 10 წიგნი მაქვს გამოცემული ამ თემაზე, მაგრამ როგორც კი საშიშროება დავინახე ამ „ჩვენი მეგობარი“ თურქებისგან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ასლან აბაშიძეს დავურეკე. მან პირდაპირ და თამამად მითხრა, ვინც აჭარაში თურქს ჩაწერს, მე მას აჭარიდან ოჯახიანად გავასახლებო.“
ალია, 5-11 დეკემბერი
|
|
|
|
ქსენოფობიური გზავნილები უმეტესწილად ანტიმიგრანტული შინაასრის იყო და საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების, არაბების, ირანელების და თურქების, ასევე ომის შედეგად საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ იყო მიმართული. განხცადებათა ნაწილი ერთის მხრვივ რუსეთში მიგრანტებისგან თავისუფალ უსაფრთხო გარემოს უსვამდა ხაზს, და განსხვავებული ღირებულებების მქონე ქყენებთან მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა, მეორს მხრივ კი საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწების შეძენასა და დასახლებას დემოგრაფიული და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხედ წარმოაჩენდა.
|
|
|
|
|
|