Copy
#2, 1-28 თებერვალი, 2021
ქსენოფობია
მედია

საქართველო და მსოფლიო, 17 თებერვალი,
ვალერი კვარაცხელია, ავტორი:
"რა უნდა იყოს იმაზე დიდი უბედურება და ეროვნული ტრაგედია, როდესაც ხალხი სამშობლოდან გარბის, ქვეყანა როდესაც ცარიელდება და უპატრონოდ რჩება? ნათქვამია, უპატრონო ეკლესიას ეშმაკი დაეპატრონაო. რუსებსაც აქვთ მონათესავე ანდაზა _ წმინდა ადგილი ცარიელი არ დარჩებაო. აკი, არც დარჩა ცარიელი. ათასი ჯურის ხალხით გაივსო და კიდევ უფრო გაივსება საქართველო."

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ნიუს-ფრონტი, 25 თებერვალი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება:
„მაქვს ამონაწერი რეესტრიდან, რომელიც ამ ინფორმაციას ადასტურებს. ეს 10 ჰექტარი მიწა მან [უცხო ქვეყნის მოქალაქემ] დაყო ნაწილ-ნაწილ. იქ მთელი ქალაქი კეთდება. არაბეთის მოქალაქეებზე უნდა გასხვისდეს ეს მიწები და უნდა ააშენონ იქ სახლები. საგანგაშოა ეს ყველაფერი და ამაზე არავინ ფიქრობს.
ამ დასახლებაში  უამრავი ადამიანი ჩამოვა არაბეთიდან. ეს არის ჩვენი ერის კატასტროფა. მთლიანად შეიცვლება დემოგრაფიული მდგომარეობა...
თუ საქართველოში ქართველი აღარ დარჩება, რა აზრი აქვს ამ ქვეყნის არსებობას?!  საგარეჯოში 10 ჰექტარი მიწა რომ იყიდა უცხოელმა. ამ მიწაზე 100-200 ოჯახი ჩამოვა არაბების. სულ მოკლე დროში კახეთი იქნება მთლიანად არაბული.
"ახალი თაობა"

საზოგადოება

ობიექტივი, ღამის სტუდია, 1 თებერვალი
ასმათ ტყაბლაძე, მსახიობი: „გავყიდეთ უცხო ტომებზე [მიწები], შემოიყვანა წინა მთავრობამ ოცდაათი ათასი უცხოტომელი ბათუმში და ა.შ.  და ამ ჩემს საცოდავ ქვეყანას, ჩვენს ქვეყანას... როგორ შეიძლება გაყიდეს ქვეყანა. თქვენ წაიკითხეთ რამდენია გაყიდული და ვიზეა გაყიდული, თან არ გალაპარაკებენ არავის... არა ვიღაცამ იყიდა და იმან, თურქმა უნდა ააშენოს და ერთ მშვენიერ დღეს ქუთაისი აღარ უნდა იყოს...“

თურქოფობია
პოლიტიკოსები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 22 თებერვალი
ნანა დევდარიანი, პატრიოტთა ალიანსი:
„ორი უკიდეურესობიდან არცერთი არ არის მართალი. ერთია, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია, არის ასეთი ხალხი და მეორე არის რომ რუსეთი არის ჩვენი ისტორიული მტერი. სამაგიეროდ ის ისტორიული მეგობარია ოსმალეთი და სპარსეთი... იმიტომ, რომ რაღაცნაირად ლოგიკას ხომ უნდა დაუქვემდებარო.“

ასავალ-დასავალი, 1 - 7 თებერვალი
ირაკლი შიხიაშვილი, ქართული მარში:
"ქართველებო, სანამ დროა, გამოვფხიზლდეთ, თორემ საქართველო ალყაშია - თურქეთი უკვე არამარტო აჭარას, არამედ გურიასაც მოადგა და რელიგიას ამოფარებული ცდილობს თავისი იმპერიალისტური მიზნების განხორციელებას, ქვემო ქართლი და დავითგარეჯი კი აზერბაიჯანის სამიზნეა!"

 

მედია

ობიექტივი, ყველას გასაგონად, 16 თებერვალი
ვალერი კვარაცხელია, წამყვანი:
“სტალინი დიდი ხანია გარდაიცვალა. ორჯონიკიძემ დიდი ხნის წინ მოიკლა თავი. გავთავისუფლდით ჩვენ და ამ განთავისუფლებულმა საქართველმ დაკარგა აფხაზეთი, დაკარგა სამხრეთ ოსეთი, გვედავებიან დავითგარეჯის ტერიტორიას. თურქეთის ექსპანსია დამალულია ვინმესთვის აჭარაში?"

ალტ-ინფო, ინტერვიუ თათია გაბრიჭიძესთან ერთად, 11 თებერვალი
თათია გაბრიჭიძე, წამყვანი:
„რუსეთი არის, რა თქმა უნდა, ოკუპანტი, მაგრამ ანალოგიურად, ვთქვათ, დავინახეთ იგივე აზერბაიჯანზეც, ხო? თურქეთზე თუნდაც.“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ალტ-ინფო, ალტ-ინტერვიუ, 26 თებერვალი
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი
:
„არავის არ ქონდა უფლება მთავრობის განკარგულების ძალით გამოეცა ისეთი აქტი, რომელიც 6 მილიონ კვადრატულ [რიონის ხეობაში ნამახვან ჰესის მშნებლონითვის გადაცემული ტერიტორია] მეტრს... მდინარის კალაპოტს, ტყეებს, მდელოებს საძოვრებს, ყველაფერს ამას გადასცემდა ერთი საუკუნით, ვისაც არ გინდათ, არ გვინდა ხაზგასმა, მითუმეტეს, ისეთ სამეზობლო პოლიტიკის მატარებელ ქვეყანას, რომელიც აგერ აია-სოფიას უცვლის სტატუსს. რომელიც ღიად აცხადებს თავისი ნეოოსმანიზმის განზრახვებთან დაკავშირებით, რომელიც ღიად შემოდის არა მხოლოდ ამიერკავკასიის სივრცეებში, არამედ შუა აზიის სივრცეებში და თავის ეკონომიკურ და პოლიტიკურ და რელიგიურ ექსპანსიას ატარებს ღიად და დაუფარავად.” 

 

ასავალ-დასავალი, 8-14 თებერვალი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება
:
თურქეთმა უკვე წაიღო აჭარა და თურქეთს მიაქვს აღმოსავლეთ საქართველო! დავითგარეჯის თემა თურქეთის პროვოცირებულია და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას!... აჭარაში ისეთი პროცესები მიდის, აჭარა კი არა, შესაძლოა, გურიაც დავკარგოთ!"

საზოგადოება

ობიექტივი, ღამის სტუდია, 6 თებერვალი,
გივი სიხარულიძე, მსახიობი: "40 ათასი გახადეს მოქალაქე… შეიძლება მოხდეს ისე და ეს მოხდება, რო არჩევნები რო იქნება ქალაქის მერის, ბათუმის, მერად აირჩიონ თურქი, იმიტო რო, ჩემო კარგო, 40 ათასს პასპორტი მისცა უცბად, ეს იყო დიდი ღალატი  საქართველოსი და იმათ ახლა ჩამოსახლდნენ... 

ისლამოფობია
საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ასავალ-დასავალი, 8-14 თებერვალი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება: „აჭარა იქნება თუ ქვემო ქართლი, საქართველოს დაუძინებელი მტერი და მოღალატე თამთა მიქელაძე ყველგან დაეთრევა და ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე შუღლს აღვიებს. ეს მართლაც ბუხრიდან ჩამოვარდნილი მაჯლამჯუნა, რომელიც არც ქალს ჰგავს და არც - კაცს, ჭკუას გვარიგებს, რომ, თურმე, საქართველოში, იქ, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, საქართველოს ეკლესიას უფლება არა აქვს, ჯვარი აღმართოს, რადგან ამით, თურმე, აზერბაიჯანელებს ვაღიზიანებთ და მუსლიმთა უფლებებს ვლახავთ!... ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა თამთა მიქელაძეს დაიჭერდა, მაგრამ საქართველოში მას აფინანსებენ!“

ჰომოფობია
პოლიტიკოსები

ალტ-ინფო, ინტერვიუ თათია გაბრიჭიძესთან ერთად, 18 თებერვალი
ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა:
„ძალიან გაკვირვებული ვარ, კი ბატონო, შენ ღმერთმა მოგცეს საშუალება და კარგად ცხოვრების და ვთქვათ აგზავნე და შენს ოჯახსაც ეხმარები, მაგრამ შენს ისტორიულ სამშობლოში მამათმავლობას დაგიკანონებენ, თუ რომელი არქიფო იქნება შენი ქვეყნის ხელისუფალი, ამას თუ მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ საერთოდ ნუ გაქვს ეროვნულობაზე, ღირსებაზე და ქვეყნის შვილობაზეც საუბარი ზედმეტია."

ნიუსფრონტი, 12 თებერვალი,

ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: "ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ჰქონდეს რეაქცია ამ ურცხვ ცილისმწამებელზე [სასულიერო პირ პეტრე ცაავაზე]. ეს არაა არც საეკლესიო პირი და მითუმეტეს, არც მეუფე, ესაა უბრალოდ პოლიტაქტივისტი პაატა ცაავა, რომელიც ისე აქტიურად, უწყვეტად და მგზნებარედ ლაპარაკობს მამათმავლობაზე, რომ ერთი მკაფიო განცდა რჩება - თავადაა დაავადებული ამ ცოდვით".

 

ალტ-ინფო, ალტ ინტერვიუ, 9 თებერვალი
ბექა ვარდოსანიძე, ქართული მარში:
„...გენდერის თეორიაზე რომ გელაპარაკება პოლიციელი უკვე, მაგრამ ამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციას ტრენინგებს უტარებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ლგბტ აქტივისტების… ჩვენი შინაგან საქმთა სამინსტრო უკვე ოფიცილურად გველაპარაკება, რომ მამაკაცი, რომელსაც თავი ქალად მიაჩნია და შიგნიდან ასე გრძნობს თურმე, უნდა მოვიხსენიოთ როგოც ქალი…  თუ თქვენთვის ეს მისაღებია და ესეთი ქალები, მაშინ ოჯახში რძლებად თქვენმა შვილებმა შემოგიყვანოთთქო…” 

მედია

ასავალ-დასავალი, 1 - 7 თებერვალი
გიორგი გიგაური, ჟურალისტი
: "იმ ბრბოსაც მინდა, მივმართო, ლგბტ "პრაიდის" ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის მოწოდებით ამ მოღალატეს რომ შეუგროვეთ გირაოს ფული, თქვენი ვირის ტვინით, ახლა მაინც ვერ ხვდებით, რომ საქართველოს ღალატი დააფინანსეთ, თანაც, ლგბტ დროშის ქვეშ?!"

ალია, 8-14 თებერვალი
ნანა სულავა, ჟურნალისტი:
„ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტი იღებს კანონს ბიოეთიკის შესახებ, რომელიც ჰომოსექსუალ და ლესბოსელ წყვილებს მისცემს უფლებას, დაიქირაონ ქალები და ხელოვნურად გააჩენინონ შვილები. არის საფრთხე, რომ ანალოგიური კანონი გარკვეული დროის შემდეგ საქართველოშიც მიიღონ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის 87% ღარიბი და ღატაკია და ახალი თაობა - მასობრივად უმუშევარი, წარმოვიდგინოთ, რამხელა ბიზნესი დატრიალდება და რამდენი ასეული ქალი იძულებული იქნება გააჩინოს და გაყიდოს შვილი.“

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ობიექტივი, ყველას გასაგონად, 16 თებერვალი
ზვიად ტომარაძე, ერი და სახელმწიფო:
„რამდენჯერ ეცადნენ, რომ ეს ლგბტ პრაიდი, რომელიც ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში, და რომელიც შენიღბულია, ვითომ უფლებების რეალიზაციის საფარქვეშ, ჩაგვრის საფარველი აქვს გადაფარებული ამ საკითხს, ჩაეტარებინათ. და ვინ იყო ამის წინააღმდეგი? რა თქმა უნდა, ეკლესია. წინასწარვე გათვალეს, წინასწარვე იცოდნენ, რომ თუ ეკლესიას დაამარცხებდნენ, ისინი ყველაფერს განახორციელებდნენ, რასაც სურდათ. ამიტომ, დღესაც, ეკლესია მათი მთავარი სამიზნეა და ეკლესიაც დღემდე ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ეცადნენ დისკრედიტაციას“

საზოგადოება

ალია, 8-14 თებერვალი
ივა ბერაძე, ოფთალომოგი:
„ჩემი მიდგომა [ჰომოსექსუალი და ლესობოსელი წყვილებისთვის სუროგატის აყვანა] ამ საკითხისადმი სასტიკად მიუღებელია. ღმერთმა ნუ ქნას, საქართველოს პარლამენტმა ეს კანონი მიიღოს და, თუ ერთი წუთით ამას დაუშვებენ, ყველამ ხმა უნდა ავიმაღლოთ ამის წინააღმდეგ. საქართველო ქრისტიანლი ქვეყანაა და ეს დაუშვებელია.“

ანტიდასავლური
პოლიტიკოსები

ალტ-ინფო, ალტ ინტერვიუ, 9 თებერვალი
ბექა ვარდოსანიძე, ქართული მარში:
„ამ ბლინკელმა განაცხადა, რომ ის, თურმე ყველა საელჩოზე აღმართავს ლგბტ დროშას და მისი ძირითადი მიმართულება თურმე ეს იქნება... არ გამიკვირდა იმიტომ, რომ ბაიდენმა თეთრ სახლში ორი მამაკაცი დააქორწინა ერთმანეთზე და კაცს რომ კითხო, კათოლიკეა და ეკლესიაში ესწრება თურმე წირვებს... ეს ამერიკის ელჩი კელი დეგნანი იყო იტალიაში ლგბტ პრაიდზე... მან განაცხადა, რომ თურმე სიამაყით იმყოფებოდა  ამერიკის საელჩო  მაშინ იტალიაში 2016 წელს... არ არის გამორიცხული, რომ საქართველოშიც გაბედონ, პრაიდის თვეში ააფრიალონ ჩვენს ამერიკის საელჩოზე ლგბტ დროშა.“

მედია

ასავალ-დასავალი, 1 - 7 თებერვალი
ჯაბა ხუბუა, ჟურნალისტი:
"ბაიდენის იდეოლოგია, რომელიც მთელ მსოფლიოში ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლასა და ტრადიციული ერების თვითმყოფადობის წაშლას, კვაზილიბერალური ღირებულებების ექსპორტსა და უმცირესობების უზნეო დიქტატურას გულისხმობს, ჯანსაღ კაცობრიობას სწორედ რომ ბიდეში ჩარეცხვას უქადის, თუმცა, კაცობრიობის ისტორია იმასაც ამტკიცებს, რომ ყველა, ვინც ღვთის ხატად შექმნილი ადამინის გადაკეთება და ცხოველად გადაქცევა განიზრახა, ბოლოს თვითონვე აღმოჩნდა პოლიტიკურ და მორალურ ბიდეში. კოლექტიური ბაიდენის, ანუ უღმერთო ნეოლიბერალური იდეოლოგიის ბოლოც ისტორიის ბიდეში ჩარეცხვა იქნება! მანამდე კი ბაიდენს უკრაინული მართლმსაჯულების ბიდე ეჭყანება!"

ნიუსფრონტი, 12 თებერვალი
ჯაბა ჟვანია, ჟურნალისტი: "შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენი ჯერ კიდევ 2014 წელს, ვიცე–პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას, აცხადებდა, რომ მას არ აინტერესებდა არც ერთი ერის ტრადიციული კულტურა და ყველამ უნდა აღიაროს ლგბტ უფლებები. “ქვეყნებმა, რომლებიც არ იცავენ და არ ამყარებენ ლგბტ უფლებებს, უნდა ზღონ არაადამიანურობის გამო”, _ განაცხადა ჯო ბაიდენმა მსოფლიოში სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველებთან შეხვედრაზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, დანიისა და ისლანდიის ელჩები ესწრებოდნენ… რას ნიშნავს დღეს აშშ–ის პრეზიდენტის განცხადება მსოფლიოში დემოკრატიის, ადამიანური ღირებულებებისა და “უნივერსალური უფლებების” დაცვაზე და რა დირექტივებს უნდა ელოდოს საქართველო, როგორც ამერიკის სატელიტი ქვეყანა, მომავალში". “საქართველო და მსოფლიო”

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ობიექტივი, ღამის სტუდია, 8 თებერვალი
გია კორკოტაშვილი, ქართული მისია
:
„შიში აქვს სახელმწიფოს აი ამ ვიღაცა არასამთავრობოების ვიგინდარების, თუ შიში გაქვთ და ჩასვრილები ხართ დაჯექით ბიძია სახლში. თქვენი შიშით საქართველო ამოტრიალდა კარდინალურად აღარაფერი აღარ დარჩა... ბიჭი ბიჭთან კოცნაობისთვის უნდა დაიცვა თურმე... რაც გინდათ იქ გიქნიათ ძმაო, რაც გინდათ ის გიქნიათ თქვენი სხეულისთვის, საიდანაც გინდა იქიდან მოიდექით, მაგრამ ამის პროპაგანდას ნუ ეწევით რა... ამაში ყველაფერს აკეთებს მაყუთი, რომელიც დაფინანსებული არის დასავლეთიდან, ესენი ესე არიან და ესენი კიდევ შეშინებულები...“

გენგერული ნიშნით დისკრიმინაცია
საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ასავალ-დასავალი, 1 - 7 თებერვალი
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანება:
"სრული კაცთმოძულეობაა ამ ქვეყანაში. მამაკაცების 80 პროცენტი აბსოლუტურად უსამართლოდ ზის ციხეში ოჯახური ძალადობის მუხლით. სწორედ ხელისუფლება ახდენს პროვოცირებას და ეუბნება ქალებს - მოდით, დაიჭირეთ კაცები! აი, ეს არის ამ ხელისუფლების დღევდანდელი პოლიტიკა. თუ მართლა დასაჭერია, უნდა დაიჭირო, მაგრამ არანაირი მტკიცებულება რომ არ გაქვს და ისე სდებ ბრალს, ეს რამდენად სამართლიანია?!"

სასულიერო პირები

ალია, 1-7 თებერვალი, ასავალ-დასავალი, 8-14 თებერვალი
თადეოზ სალარიძე, სასულიერო პირი:
„მოკლე კაბით დადის, შარვლით დადის, კაცო, დედაკაცი, თან, ამ დროს მრევლია და მიზეზებს ეძებს. მე ბევრჯერ ვთქვი, რომ მოკლე კაბით უნდა დააშტრაფო, დააჯარიმო, ერთი ასი ლარი უნდა მიუვიდეს.”

Facebook
Website

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.

მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მედიის განვითარების ფონდს (MDF) და არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ოფიციალურ პოზიციად.







This email was sent to <<Email Address>>
why did I get this?    unsubscribe from this list    update subscription preferences
Media Development Foundation · 34/36 Kobuleti St. Entrance I, Floor 4, Apartment # 5 0179 Tbilisi, Georgia · Tbilisi 0179 · Georgia

Email Marketing Powered by Mailchimp