|
იანვრის თვეში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა
- ჰომოფობიური განცხადებების ნაწილი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკავშირდებოდა, რა დროსაც ტერიტორიული მთლიანობისთვის უკრაინის ბრძოლა ლგბტქი იდენტობისთვის და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლად მანიპულაციურად იყო წარმოჩენილი.
- უკრაინელ ლტოლვილებს უკავშირდებოდა ქსენოფობიური განცხადებების ერთი ნაწილიც, რომელიც ამკვიდრებდა აზრს, რომ საქართველოში უკრაინელების ექსპანსია უომრად ხდებოდა.
- ისლამოფობიური განცხადებების ნაწილიც უკრაინის ომთან იყო დაკავშირებული. ომში რუსეთის დამარცხება, საქართველოში ისლამის და ისლამური ქვეყნების გავლენების გაძლიერების საფრთხის კონტექტში განიხილებოდა.
- თურქოფობიური გზავნილები ამკვიდრება აზრს, რომ თურქეთი საქართველოში ეკონომიკურ ექსპანსიას ახორციელებს, ამასთან ქართული ტერიტორიების მიტაცება სურს, მისი შეკავება კი მხოლოდ რუსეთს შეუძლია.
- რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის სხვა განცხადებები, ერთი მხრივ, მართლმადიდებლების, როგორც დომიმანტური რელიგიური ჯგუფის გავლენის შემცირების საფრთხეებზე აპელირებდა, მეორე მხრივ კი, კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული.
- ანტიდასავლური გზავნილები დასავლეთს გარყვნილების პროპაგანდაში სდებდა ბრალს, ამასთან, რუსეთში ლგბტქი პროპაგანდის კანონის ქართულ პრაქტიკაში დანერგვის მიზანშეწონილობაზე ამახვილებდა ყურადღებას.
|
|
|
|
იანვრის თვეში ჰომოფობიური განცხადებები ორ თემას უკავშირდებოდა:
- უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია ლგბტქი იდენტობის დაცვისთვის მობილიზებად და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ იყო წარმოდგენილი; .
- სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიაში ლგბტქი თემის საკითხების გაშუქებას, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმოებულ სერიალს, რომელშიაც ლესბოსელი პერსონაჟია წარმოდგენილი.
|
|
|
|
უკრაინა რუსეთისგან არა ტეტორიულ მთლიანობას, არამედ ლგბტ უფლებებს იცავს და ებრძვის მართლმადიდებლობას
|
|
|
|
ტრისტან წითელაშვილი, სამხედრო ექსპერტი: „ამერიკის სპეც. სამსახურებმა ფაქტიურად ორგანიზება გაუკეთეს, მათ ჭირდებოდათ ადამიანები, მათ ჭირდებოდათ მთავრობა, მათ ჭირდებოდათ ხელისუფლება ისეთი, რომელი ხელისუფლებაც დაიწყებდა ნგრევას, ქრისტიანობის ნგრევას უკრაინაში, მართლმადიდებლობის ნგრევას… ეს უბედურება არის ეშმაკის მიერ, სატანას მიერ მართული მდგომარეობა დღეს უკრაინაში და არა ომი ტერიტორიული მთლიანობისათვის. ეს არის ლიბერალ-ფაშისტური-ლგბტ ძალაების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო დანაშაული უკრაინელი მოსახლეობის წინააღმდეგ... როგორმე გადავარჩინოთ უკრაინა, გადავარჩინოთ უკრაინელი ხალხი და როგორმე ეს სატანისტური ხელისუფლება, ლგბტ ხელისუფლება მოვაცილოთ უკრაინას....“
|
|
|
|
გიორგი ქარდავა, ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა: ‘’ …არავინ არ არის უკრაინის მთავრობა, უკრაინა არის ‘’Failed State’’... აი ამ ევროკავშირში და გეი პარადების და დასავლური ღირებულებების გამო ქვეყანა აქციეს ნანგრევებად.” https://www.myvideo.ge/v/4156906
|
|
|
|
გიორგი ქარდავა, ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა: „[ალექსეი რეზნიკოვის ჩანაწერზე კომენტარი] ღიად საუბრობენ, რომ ჩვენ ვართ დასავლური, ლიბერასტული, გლობალისტური, ცივილიზაციის ფარი, გეი რაღაცა ორგანიზაციების ფარი ვართო, არც მალავს, უკრაინელები ამას ეწირებიანო... აი, ამ გეი ღირებულებებს ეწირებიანო უკრაინელები ცივილიზაციათა შეჯახებაში და ეს ძალიან დიდი მისია გვაქვსო და გვჭირდებაო მეტი ფული… იგივე მდგომარეობაში საქართველოს ჩაყენება ნურას უკაცრავად...“
|
|
|
|
სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის არხებზე ჰომოსექსუალობის პროპაგანდა მიუღებელია
|
|
|
|
Ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ს წამყვანი: ’’მე გეტყვი, ტელეკომპანია იმედო, თქვენ ორ ბატონების მსახურებას ცდილობთ, თან ცდილობთ, რომ ილია მეორეზე და ეკლესიაზე გააკეთოთ სიუჟეტი და თან პროპაგანდირება გაუკეთოთ სოდომიზმს…. აი, რა საჭირო იყო ეხლა ამ სიუჟეტის მომზადება და მერე იქ პასაჟების გაკეთება, რომ იქ ბრიუსელში აი, ამ ცისარტყელას ფერებში არის ესეიგი გადასასვლელები, რომ პრემიერ-მინისტრი არის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი და რა გინდათ ეხლა მაგითი თქვათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გეი იყოს?... Ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ნაც არხებზე, ეს გასაგებია, რაც არის და როგორც არის, მაგრამ სამთავრობო არხებზე ასეთი რაღაცები რომ გადის , ეს არის შემაშფოთებელი….”
გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: ‘’საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეუკვეთა, თვითონ გადაიღო სერიალი, რომელიც ნუ გეი სერიალია, მთავარი შინაარსი და მთავარი გმირი არის ლესბოსელი გოგონა, რომელიც ძალიან იჩაგრება ამ ქართულ ტრადიციულ, არაპროგრესულ ჩამორჩენილ გარემოში, მას ეს ბინძური ქართული, გრუზინული გარემო არ აძლევს პროგრესის შეგრძნების საშუალებას და ამაზეა ეს ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული სერიალი’’
|
|
|
|
ქსენოფობიური გზავნილების ნაწილი უკრაინაში საქართველოს ელჩის ანდრეი კასიანოვის განცხადებას უკავშირდებოდა, რომელშიაც ელჩი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის ზრდის გამო შეშფოთებას გამოთქვამდა და საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში, ქვეყნიდან უკრაინელი ლტოლვილების გაყვანის შესაძლო საჭიროებაზე საუბრობდა. საპასუხოდ მკვიდრდებოდა აზრი, რომ საქართველოში უკრაინელი ლტოლვილების უომრად ექსპანსია ხდებოდა, ხოლოუკრაინელებსა და რუსებს შორის ურთიერთობების დაძაბვა ხელოვნურად ხდება.
|
|
|
|
|
|